x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
თანამედროვე ეტიკეტის 7 წესი, რომელიც ყველა გოგომ უნდა იცოდეს

image


კარგი მანერები - სწორი აღზრდის პირველი სახასიათო ნიშანია, რომლებიც განსაკუთრებით გოგონებს ამშვენებს. გთავაზობთ, ეტიკეტის 7 საბაზისო წესს, რომლებიც მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელმა კარგად უნდა იცოდეს.




იყავით ყურადღებიანი თანამოსაუბრის მიმართ



image


საუბრის უნარი არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც მოსმენა. აუცილებელია მოუსმინოთ თანამოსაუბრეს მაშინაც, კი როდესაც საუბრის თემა თქვენ ყველაზე ნაკლებად გაინტერესებთ. თუ კონკრეტულმა საუბარმა თავი საბოლოოდ მოგაბეზრათ, მაშინ შეეცადეთ თემა ფრთხილად შეცვალოთ.





ნუ ისაუბრებთ დიეტებზე


image


დიეტა და კვების რეჟიმი ისეთივე პირადულია, როგორგ ჰიგიენა, ასე რომ, დაიტოვეთ მსგავსი თემები თქვენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვის, დანარჩენებთან კი შეეცადეთ შეხების სხვა, საერთო წერტილები იპოვოთ.




ბოროტად ნუ ისარგებლებთ სუნამოთი


image


დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ სუნამოსაც თავისი მოხმარების მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს და იმაზე საშინელი არაფერია ვიდრე ადამიანი, რომელსაც საყვარელ პარფიუმთან მიმართებაში ზომიერების გრძნობა ღალატობს და საკუთარი არომატით გარშემომყოფებს მუდმივად დისკომფორტს უქმნის. ჯერ ერთი, ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, შესაბამისად, შეიძლება თქვენი საყვარელი სურნელი, სხვებს უბრალოდ არ მოეწონოს და მეორეც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებაში, რომელშიც იმყოფებით, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ამა თუ სურნელზე ალერგია აწუხებდეს.





ადამიანების თვალწინ გრძნობების საჯაროდ დემონსტრირება მოერიდეთ


image


არსებობს უამრავი ისეთი რამ, რაც მხოლოდ ორ ადამიანს შორის უნდა დარჩეს. აქ იგულისხმება, როგორც კოცნა, ასევე ერთმანეთის მიმართ ალერსისა და სითბოს დემონსტრირება, ვინაიდან ამ ინტიმურმა მომენტებმა შესაძლოა გარშემომყოფები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს.




ნუ დადებთ ჩანთას მაგიდაზე



image


ამისათვის სპეციალური დასაკიდი არსებობს, მაგრამ თუ ის ადგილზე არ არის, მაშინ ჩანთა შეგიძლიათ სკამის საზურგეზე დაკიდოთ.



ნუ მიირთმევთ / ნუ დალევთ ბოლომდე



image


სახლში შეგიძლიათ მიირთვათ რაც გსურთ და როგორც გსურთ, მაგრამ რესტორნებს ქცევის საკუთარი წესები აქვს. იმაზე საშინელი სანახავი არაფერია ვიდრე ბოლომდე მოსუფთავებული თეფშები ან ჭიქაში ბოლო წვეთამდე გამოცლილი სასმელი.




ნუ მიაჩეჩებთ თქვენს ჩანთას მამაკაცს


image


ვერც კი წარმოიდენთ, რა ცუდად ჩანს ეს ყოველივე გვერდიდან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თქვენ სეფექალი ბრძანდებოდეთ, ის კი თქვენი ლაქია.




0
425
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
425