x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანეთში მამამ, როგორც კი გაიგო, რომ მისი შვილი მოძალადე იყო ეგრევე პოლიციას ჩააბარა

image ბრიტანელმა ჯონათან ევანსმა, როგორც კი გაიგო, რომ მისმა 18 წლის ბიჭმა გააუპატიურა თანატოლი, შვილს ხელი მოკიდა და თავისი ფეხით მიიყვანა პოლიციაში, ჯონათანმა შვილი დაარწმუნა მიეცა აღიარებითი ჩვენება, მოძალადეს 2 წელი მიუსაჯეს, რადგან შემამსუბუქებელი გარემოებებიც იქნა გათვალისწინებული.
image image მოძალადის მამამ შვილი პოლიციას ჩააბარა და განაცხადა: შვილს იმ შემთხვევაშიც კი ჩავაბარებდი პოლიციას თუ მეცოდინებოდა, რომ ჩემს შვილს 15 წელს მიუსჯიდნენ. დამნაშავე უნდა დაისაჯოს ვინც არ უნდა იყოს, არ შეიძლება ადამიანმა ტყუილში და სიცრუეში იცხოვროს, რადგან თუ ადამიანი ნორმალური ფსიქიკისაა მას სინდისი არ მოასვენებს.
ჯონათანის შვილმა, რომელიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა გააუპატიურა თავისი თანაკლასელი. ჯეკს შეიძლებოდა ეს ძალადობა შერჩენოდა, რადგან დაზარალებულს საჩივარი არ შეუტანია პოლიციაში. თუმცა ჯეკის მამამ, რომელსაც მოუწია შვილის ტელეფონით სარგებლობამ შვილის მიერ დაზარალებული გოგონასადმი გაგზავნილი შეტყობინებიდან გაიგო მომხდარ ძალადობაზე. ბიჭი გოგონას ბოდიშს უხდიდა თავის საქციელზე.
ჯონათანმა ისაუბრა შვილთან და აუხსნა, რომ მისი საქციელი არაკაცური და არასწორი იყო, სთხოვა გაჰყოლოდა მას პოლიციაში მიეცა აღიარებითი ჩვენება რაც ჯეკმა გააკეთა.
სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ ჯეკი არასდროს იყო რაიმე სახის ცუდ საქმიანობაში შემჩნეული, ითვლებოდა კარგ მოსწავლედ, განსაკუთრებული როლი კი დაზარალებულის საქციელმა ითამაშა, მას ჯეკის აღიარებითი ჩვენების შემდეგაც არ შეუტანია საჩივარი ჯეკის წინააღმდეგ.
image ჯონათანს დაეთანხმა მისი მეუღლე ჯეკის დედინაცვალი სარა მორისი, რომელთანაც ჯეკს იდეალური ურთიერთობა აქვს.
ჯონათანთან ერთად ჯეკს სარაც თან ახლდა პოლიციაში მისვლისას და სასამართლო დარბაზში სხდომასაც ესწრებოდა, როცა ჯეკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სასამართლო განხილვას ჯეკის მშობელი დედაც ესწრებოდა, ჯეკმა მას ბოდიში მოუხადა თავისი საქციელის გამო და უთხრა, რომ დედა ძალიან უყვარს.
image თავის მხრივ დაზარალებულმა გოგონამ განაცხადა, რომ ის და ჯეკი შეთანხმდნენ სასიყვარულო ურთიერთობაზე, მაგრამ მას ბოლო მომენტში შეეშინდა ამ ურთიერთობის და უარი განაცხადა, თუმცა ამის მიუხედავად ჯეკმა მასზე იძალადა.
მე შვილი მოძალადედ არ გამიზრდია, სულ ვცდილობდი მასთან ახლოს ვყოფილიყავი. ჯეკი მოიხდის სასჯელს და ჩვენ ისევ ისეთივე ჯეკი დაგვიბრუნდება, როგორიც იყო დანაშაულის ჩადენამდე-განაცხადა ჯონათანმა.
image P.S
ეს ადამიანია შემდგარი საზოგადოების ნაწილი, სადაც მშობელი დამნაშავე შვილს ხელს არ აფარებს.
ჩვენთან კი პირიქითაა სამწუხაროდ, მშობლები ცდილობენ დამნაშავე შვილები უდანაშაულოდ გამოიყვანონ და ყველაფერს აკეთებენ ამისათვის.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია ან გიორგი შაქარაშვილის საქმე ავიღოთ მაგალითისათვის.







0
90
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
90