x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
"ცოლის ავტონომიას პატივს არ სცემ, საკუთარი ნივთი გგონია. არა მხოლოდ ქაჯი ხარ, არამედ სექსისტიც!” – ბაია პატარაია კახი კალაძეს

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ანუკი არეშიძის გვერდზე, კალაძის "ინსტაგრამ" გარჩევებს ეხმაურება, უფლებამდაცველი დედაქალაქის მერს ცოლის ავტონომიის უპატივცემულობში ადანაშაულებს და მას სექსისტსა და გოიმს უწოდებს: "ცოლს, რომელიც ასევე საჯარო პირია, სოც. ქსელში რომ შეუვარდები "დასაცავად", ეგაა სწორედ საკუთარი ცოლის გაბანძება და დამცირება. ამხელა ქალი როგორმე თავადაც უპასუხებს აბეზარ ხალხს, მაგრამ ცოლის ავტონომიას რომ პატივს არ სცემ, საკუთარი ნივთი გგონია და შენი "ღირსების შებღალვად" აღიქვამ ცოლის ინსტაგრამზე მიმდინარე მიმოწერას - არა მხოლოდ ქაჯი ხარ, არამედ სექსისტიც! გოიმი კაცების გასაგონად ვიტყვი: თქვენ ზრდასრულ ცოლს სოციალური ქსელი თუ აქვს და წერა-კითხვა იცის, როგორმე თავსაც დაიცავს აბეზარი და "უზრდელური" კომენტარებისაგან" - დაწერა ბაია პატარაიამ. შეგახსენებთ, რომ დედაქალქის მერის, კახა კალაძის მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ცოტა ხნის წინ, "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ფოტო ატვირთა, რომელზეც სოციალური ქსელის ერთ - ერთმა მომხმარებელმა ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ საცობებთან დაკავშირებით იხუმრა, არეშიძის გვერდზე აღნიშნულ კომენტარს მოულოდნელად თავად დედაქალაქის მერი გამოეხმაურა და კომენტარის ავტორს, გაჩერების პოვნაში დახმარებაც აღუთქვა და ოჯახიც "მოუკითხა".


image





0
308
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
308