x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჩემო სიცოცხლე რვა თვეა არ მინახიხარ“ - ცოტნე გამსახურდიას დედა დაბადების დღეს ულოცავს
image


საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დღეს 44 წლის გახდა. სოციალური ქსელის საშუალებით მას უამრავი ადამიანი ულოცავს დღევანდელ დღეს. მათ შორის არის გამსახურდიას დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელიც შვილს „ფეიბუქით“ მიმართავს და მაქსიმალურად ამხნევებს.


„ჩემო საყვარელო ცოტნე ! გილოცავ დაბადების დღეს ! შენი გამოჯანმრთელება და მტრების დამარცხება აუცილებლად მოხდება, შენ გაიმარჯვებ ყველა მოღალატეზე, შინაურზე თუ გარეულზე, საქართველო შენით ამაყობს და იამაყებს, როდესაც შენი სურვილები განხორციელდება! ჩემო სიცოცხლე რვა თვე შესრულდა, რაც შენ არ მინახიხარ, სუსმა შენი თავი ჯალათ-ვალიდა აბუსერიძის სულიერ მემკვიდრე ჯაბიევას ჩააბარა, იმ ბებია ქალს რომელიც სუს-ის შთამომავლობითი მემკვიდრეა, ვებრძოლოთ ბოროტებას შენთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი არ აღსრულდება, შენ გაიმარჯვებ ბოროტებაზე, მკვლელებს ქართველი ერი სათანადო განაჩენს გამოუტანს, იცოცხლე დიდხანს, სიხარული და გამარჯვება მოგმადლოს უფალმა! შენი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. გეხვევი, გკოცნი შენი დევნილი დედა. მრავალჟამიერ შენი სიცოცხლე. ამინ!“ - წერს მანანა გამსახურდია.


ცნობისთვის, 2019 წლის 17 დეკემბერს ცოტნე გამსახურდია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. მკურნალობის კურსი მას 7 თვის განმავლობაში თურქეთის კლინიკაში უტარდებოდა. ბოლო 3 კვირაა, რაც გამსახურდია გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში რეაბილიტაციისთვის გადაიყვენეს.




დადებითი დინამიკა გვაქვს. ორი-სამი დღეა დაიწყო ჭამა. აქამდე მხოლოდ ხელოვნურად იკვებებოდა. ეს არის თავისთავად დიდი პროგრესი. ასევე აქტიურად ამოძრავებს კიდურებსაც, - ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განაცხადა.


„დადებითი დინამიკა გვაქვს. ორი-სამი დღეა დაიწყო ჭამა. აქამდე მხოლოდ ხელოვნურად იკვებებოდა. ეს არის თავისთავად დიდი პროგრესი. ასევე აქტიურად ამოძრავებს კიდურებსაც, - ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განაცხადა.


მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია თურქეთში ერთ-ერთი კლინიკის სარეაბილიტაციო ცენტრში გადის მკურნალობას. „ჩვენ კლინიკიდან ცოტნეს გადაყვანა გვინდოდა ევროპის ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში. თუმცა კორონვირუსის გამო უარი გვითხრეს. როგორც კი ინფექცია გადაივლის ცოტნეს ევროპაში გადავიყვანთ. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რამდენიმე კლინიკასთან“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.


პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. 20 დეკემბერს შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0