x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
წყალში მყოფი გოგო გედს საკვებს აწვდიდა რა დროსაც გედი შეეცადა გოგოსათვის ტრუსის ზონარი გაეხსნა

image ფრინველები და ცხოველები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან, ამის დასტურია მალაიზიაში ტურისტებზე მონადირე პატარა მაიმუნები, რომლებიც ხელიდან არ უშვებენ შემთხვევას ტურისტებს რამე არ აწაპნონ ან ხელი არ უფათურონ უადგილო ადგილებში.
მაიმუნებს არც თოლიები ჩამოუვარდებიან ამ მხრივ, მაგრამ ვიდეო რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ბევრად სახალისო და კურიოზული აღმოჩნდა, საუბარია გედის მიერ გოგოსათვის ბიკინის ზონარის გახსნის მცდელობაზე. წყალში მდგარმა გოგომ საკვები მიაწოდა ხელიდან იქვე მყოფ გედს, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ამას გოგო გეგმავდა.
მართალია გედმა გოგოს ხელიდან საკვები აიღო და კარგადაც მიირთვა, მაგრამ მისი ყურადღება ბიკინის ზონარმა მიიპყრო, მიიპყრო და ნისკარტის დახმარებით მისი გახსნაც სცადა, რამაც იქვე მყოფების სიცილი და გოგოს გაოცება გამოიწვია, თუმცა გოგოსაც მალევე საკმაოდ ხმამაღლა გაეცინა და მის ბიკინზე გედს მეორედ, რომ არ მიეტანა "იერიში" წყალში ჩაჯდა.
ეს კადრი არ გამორჩენია კურიოზებზე მონადირეებს და შემთხვევა გადაიღეს, ვიდეო თავიდან ტვიტერზე გავრცელდა შემდეგ კი უკვე სხვა ინტერნეტ რესურსებზეც, რამაც სოციალურ ქსელებში პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა კომენტარების სახით.
image

0
330
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
330