x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
რომელი საბჭოთა ავტომობილის შექმნაში მონაწილეობდნენ გერმანელი ინჟინრები?
imageსაბჭოთა ინდუსტრიის პირველი კონტაქტი პორშესთან 1930-იან წლებში მოხდა, თუმცა თანამშრომლობა მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გაგრძელდა.


1932 წელს, სტალინის მიწვევით, მოსკოვს ეწვია ცნობილი გერმანული ავტო გიგანტის ხელმძღვანელი ფერდინანდ პორშე. მას გააცნეს მოწინავე საბჭოთა ტექნოლოგიები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაწყებული ინდუსტრიალიზაციის ფონზე გავითარდა, პორშეს შესთავაზეს სსრკ-ში დროებით დარჩენა, რათა სსრკ-ში ავტომობილების და ტანკების ძრავების დამზადებისთვის ეხელმძღვანელა.

საბჭოთა ლიდერმა ცნობილ კონსტრუქტორს სრული ავტონომია და დამოუკიდებლობა დაჰპირდა. მაგრამ პორშემ უარი განაცხადა.

imageმეორე კონტაქტი ავტოკონცერნ Porsche-სთან 1970-იანი წლების დასაწყისში მოხდა.



ავტო ВАЗ ის წარმომადგენლებმა გერმანელ ავტომწარმოებლებს მიმართეს იმ იმედით, რომ დაეხმარებოდნენ მოდელების განახლებაში, გერმანელები გამოეხმაურნენ საბჭოთა ავტომწარმოებლების თუმცა, თანამშრომლობა მაინც არ შედგა, მანამდე თავად Porsche-მ შესთავაზა საბჭოთა ავტომრეწველობას "მოსკოვიჩ" -412-ის მოდერნიზაცია, მაგრამ საბჭოთა მხარემ უპირატესობა საკუთარ კონსტრუქტორებს მიანიჭა. Porsche- ს სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროგრამა ВАЗ-2103-სთვისაც უკუაგდეს და სამწუხაროდ საბჭოთა ავტოინჟინრებმა უფრო გამარტივებული და იაფასიანი ვერსია არჩიეს.


თუმცა ВАЗ არ აპირებდა Porsche- თანამშრომლობაზე უარის თქმას. საბჭოთა ავტოექსპერტებს კარგად ესმოდათ, რომ "ჟიგულს" უახლოეს ხანებში დასჭირდებოდა Fiat-124- ის ძირეული მოდერნიზაცია, რათა წარმატებით გავიდეს მსოფლიო ბაზარზე. იმ დროისთვის მსოფლიო ავტოინდუსტრიაში მოდაში შემოდიოდა წინა წამყვანი თვლები, რომელზეც მუშაობა საბჭოთა ინჟინრებმა "კაპეიკას" (ВАЗ-2101) გამოშვებისთანავე დაიწყეს: ამის გარეშე ძნელი იყო საუბარი რაიმე კონკურენტუნარიანობაზე ან კარგ სავალუტო შემოსავალზე.


1970-იანი წლების შუა ხანებისთვის, სერიოზული მოდერნიზაციის დრო დადგა, ან, როგორც ამას ახლა ვუწოდებთ, - რესტაილინგი. ერთ-ერთი მთავარი მიზანი წარმოების ხარჯების შემცირება იყო: ძვირადღირებული თუთიის შენადნობი და ქრომის ნაწილები უნდა შეცვლილიყო ბიუჯეტური ანალოგებით. საბოლოოდ გადაწყდა, რომ, უნდა შეთანხმებოდნენ გერმანულ ავტოგიგანტს.


1975 წელს შედგა შეხვედრა სსრკ-ს საავტომობილო ინდუსტრიის მინისტრ ვიქტორ პოლიაკოვსა და "პორშეს" პრეზიდენტ ერნსტ ფურმანს შორის. ამ უკანასკნელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გერმანიამ საბჭოთა კავშირს მრავალი უბედურება დაატეხა რა დროსაც პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ გამოესყიდა თანამემამულეების დანაშაული და საბჭოთა საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში დახმარებოდა.


მოლაპარაკებებს შედეგად მოჰყვა შეთანხმება "ვაზსა" და "პორშეს" შორის, თანამშრომლობა 3 წელზე იყო გათვლილი (1976 წლიდან 1978 წლამდე), ხოლო საერთო ჯამური ბიუჯეტი 1, 5 მილიონი გერმანული მარკა იყო. თითქმის მთელი სამი წლის განმავლობაში საბჭოთა ინჟინრები "პორშეს"ქარხნებს სტუმრობდნენ, რა დროსაც ითვისებდნენ გერმანულ გამოცდილებას.


1980 წლის იანვარში მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა ВАЗ-2108 დამზადებას- სამკარიანი ჰეჩბეკი 1.3 ლიტრიანი ძრავით.. ხელშეკრულებაში ასევე შედიოდა შეთანხმებები ახალი ლიცენზირებული კომპონენტების შესახებ - კარბურატორი, რადიატორი, წინა საყრდენი პინები, კარის საკეტები და ვაკუუმის გამაძლიერებელი და სხვა. ერთობლივ პროექტს ეწოდა კოდური სახელი "გამა".


გადაწყდა, რომ ახალი "ჟიგულის" მოდელის შემუშავებაში მესამე მხარეც მიიღებდა მონაწილეობას: იტალიური კომპანია UTS - FIAT– ის ტექნოლოგიური განყოფილება, რომელიც უკვე მონაწილეობდა “კაპეიკის” შექმნაში.

ВАЗ — Porsche — UTS ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა, დაუყოვნებლად ცვლიდნენ ახალ ინფორმაციას. "გამა" პროექტში მონაწილეთა შეხვედრების დროს დაიბადა ახალი სიტყვაც -«forgang», რაც გულისხმობდა კონსტრუქციის, დიზაინისა და ტექნოლოგიის ცვლილებების შესახებ დაუყონებლივ ინფორმაციის გაცვლას.

image


ВАЗ-2108 -ს ხალხმა მეტსახელად თავისი მოუხერხებელი გარეგნობისთვის გამო "ზუბილა" შეარქვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულ ავტოინდუსტრიაში მაშინ მანქანის კუთხოვანი ფორმები ერთგვარი ტრენდი იყო


"ვაზის" და "პორშეს" ინჟინრებმა ძრავის გაუმჯობესების მიზნით მრავალი სიახლე შეიტანეს 08- ში : შიგაწვის კამერის ოპტიმიზაცია, შეკუმშვის კოეფიციენტის გაზრდა, ასევე ელექტროკვების მიწოდებისა და აალების სისტემების მახასიათებლების გაუმჯობესება. ძრავის დიზაინი სერიოზულად გაუმჯობესდა სიმძლავრის, საწვავის მოხმარების, ტოქსიკურობის, აკუსტიკური და საიმედოობის თვალსაზრისით. ВАЗ-2108 გახდა პირველი საბჭოთა მანქანა წინა წამყვანი თვლებით. შიდა საავტომობილო ინდუსტრიისთვის ეს მანქანა მართლაც რევოლუციური მოდელი იყო.

image

ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, რომ თუ გერმანელ სპეციალისტებთან თანამშრომლობა უფრო ღრმა და ხანგრძლივი იქნებოდა, მაშინ სსრკ-ში მანქანებს სრულიად განსხვავებული სახე და ხარისხი ექნებოდათ. თუმცა საბჭოთა ინდუსტრიამ სხვა გზა აირჩია.

image



image

ასევე იხილეთ


ამა წლის ივლისში მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებს 40 წლის იუბილე შეუსრულდა. მოსკოვის ოლიმპიადა იმით არის გამორჩეული, რომ ის იყო პირველი ოლიმპიადა ისტორიაში, ჩატარებული აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ეს იყო ასევე პირველი ოლიმპიადა, რომელიც სოციალისტურ ქვეყანაში ჩატარდა. 1980 წლის ივლის-აგვისტოში დედაქალაქი გადაიქცა სადღესასწა...


60-იანი წლების შუა ხანებისთვის საბჭოთა კავშირი მასობრივად ძირითადად სამი მარკის მსუბუქ ავტომობილს აწარმოებდა: "ვოლგა"(საშუალო კლასი) "მოსკვიჩი"(მცირე კლასის მე-2 ჯგუფი) და "ზაპოროჟეცი"(მცირე კლასი), იყო კიდევ წარმომადგენლობითი კლასის სამთავრობო ავტომობილები, რომლებიც მცირე ტირაჟით მზადდებოდა. 50-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში იწყება ნამდვილი საავტომობილო ბუმი, რა დ...


სააგენტო J.D. Power- მა გამოაქვეყნა ავტომობილების რეიტინგი წელს ყველაზე მეტი ჯილდო Hyundai Motor Group-ს ერგო. ამერიკულმა ანალიტიკურმა სააგენტო J.D. Power- მა გამოაქვეყნა ხარისხის კვლევის შედეგები (IQS), სადაც შეფასებულია 2020 წლის მოდელები. როგორც უწინ, რეიტინგი ითვალისწინებს ახალი ავტომობილის მფლობელების საჩივრებს შეძენიდან პირველი 9...


ფუტურისტული მოდელი სრულიად არ ჰგავდა იმ ავტომობილებს, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირში იწყობოდა. საინჟინრო მეცნიერება ძალზე პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში, ენთუზიასტი-თვითნასწავლი ინჟინრები და დიზაინერები იკრიბებოდნენ სპეციალურ ფესტივალებზე, რათა საკუთარი ნამუშევარი წარედგინათ საზოგადოებისათვის. ერთ-ერ...

0
175
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0