x
image
ჯუზეპე
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სახლშია

image

image

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თავისი მწვრთნელებით, ჟურნალისტებითა და გულშემატკივრებით 13 აგვისტოს ჩამოფრინდა სამშობლოში, მათ თან ჩამოიტანეს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შვიდი ოლიმპიური მედალი, ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და სამიც ბრინჯაო, ასევე სხვადასხვა საპრიზო კატეგორიები, მეხუთე და მეშვიდე ადგილები.

ზაფხულის ოცდამეათე ლონდონის ოლიმპიური თამაშები წარმატებული გამოდგა საქართველოსათვის შვიდი მედლით და 39-ე ადგილით, მედლების კომპლექტით.შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოდან წელს პირველად ოლიმპიადაზე გავიდა 35 სპორტსმენი და აქედან 28 დებიუტანტი იყო.ქართველები სპორტის 15 სახეობაში გამოვიდნენ და აქედან სამ სახეობაში მოიპოვეს მედლები, ხოლო საპრიზო კატეგორიები დაიკავეს მძლეოსნობასა და ბატუტზე ხტომაში.ქართველებისათვის სენსაცია იყო ოქროს მედალი, რომელიც ახალგაზრდა, ნაკლებად გამოცდილმა გორელმა სპორტსმენმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა გუნდს.სამწუხაროა ის, რომ ვერ შევძელით მეტი ოქროს მედლის მოპოვება, რადგან ოქროს მედლებით ყოველთვის განებივრებულები ვიყავით ოლიმპიადაზე, მაგრამ კარგი მაგალითია თვით ლაშა შავდათუაშვილი იმისა, რომ მომაალ ოლიმპიადაზე მასსავით წარმატებით გამოვიდნენ და იშრომონ ისე, როგორც შრომობდა ლაშა შავდათუაშვილი და მასზე მეტადაც კი უნდა იშრომონ.

ასევე ყველასათვიის ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჩვენ უსამართლო მსაჯობით ლადო ხინჩიგაშვილთან დავკარგეთ ოქროს მედალი, მართალია მსაჯებს დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ ოქროს უკან მაინც ვერ დავიბრუნებთ...ასევე უსამართლოდ დავკარგეთ ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ გეგეშიძესთან.

წლევანდელ ოლიმპიადაზე იყო უსამართლო მსაჯობა, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ებრძოლათ ღირსეულად და გამოსულიყვნენ წარმატებით და მათ ეს შეძლეს და ქართველმა ხალხმაც დაუფასათ ეს წარმატება და გმირებს აევროპორტში საზეიმოდ დახვდნენ, თვით ოქროს მედალოსანი კი ხელში აწეული გამოიყვანეს აევროპორტიდან.

აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ 5 სპორტსმენი მარტო გორიდან გაემგზავრა ოლიმპიადაზე, ძიუდოდან და თავისუფალი ჭიდაობიდან და აქედან სამმა მედალი ჩამოიტანა, მედლების სრული კომპლექსი.ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოში ოქროს მედალი, ხოლო თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩიგაშვილმა და გიორგი გოგშელიძემ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ბორჯომელმა რევაზ ლაშხმა და თბილისელმა დათო მარსაგიშვილმა.რაც შეეხება ბრინჯაოს იგი მოიპოვეს ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მანუჩარ ცხადაიამ და დავით მარსაგიშვილმა.

საპრიზო კატეგორიები კი დაიკავეს ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინამ მეშვიდე ადგილი და მძლეოსნობაში ირაკლი თურმანიძემ მეხუთე ადგილი.

იმედი ვიქონიოთ, რომ რიო დეჯანეიროს ოლიმპიური თამაშებუ უფრო მეტად წარმატებული გამოდგება ქართველი სპორტსმენებისათვის.

imageimageimage

4
42
7-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
42
  
2012, 15 სექტემბერი, 22:28
+1
2012, 17 აგვისტო, 16:21
ნუ რა დავკარგეთ ეს ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება
2012, 17 აგვისტო, 16:07
მართალი ხარ.ოქრო ასე ცოტა არ აგვიღია და ასე ბევრი მედლებიც არ აგვიღია.მაგრამ ერთი ოქრო ფაქტიურად დავკარგეთ
2012, 17 აგვისტო, 16:05
ასე ცოტა ოქრო მგონი არცერთ ოლიმპიადაზე აგვიღია თუ მე მეშლება?
0 1 4