x
მეტი
  • 26.10.2020
  • სტატია:104363
  • ვიდეო:348130
  • სურათი:468963
შიშველი ფოტოები, ღალატი და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა გახმაურებული სკანდალები

image


როგორც წესი, საზოგადოებისთვის ცნობილი არც ერთი ადამიანი სკანდალებისგან, ჭორებისა და ცილისწამებისგან დაზღეული არ არის, მაგრამ თუკი ზოგიერთი სელებრითის ქცევა, ეპატაჟის გარკვეულ ნიშნებს მაინც შეიცავს, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებისთვის მსგავსი ქმედება კატეგორიულად იკრძალება. ისინი მთელი დანარჩენი სამეფოსთვის სამაგალითო ოჯახს უნდა წარმოადგენდნენ, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სკანდალები თავად, "მაღალი რანგის" წევრებს შორისაც კი ხდება, რომლებიც შემდეგ საზოგადოებაში წლების განმავლობაში, მწვავედ და აქტიურად განიხილება. მაშ ასე, გთავაზობთ, სამეფო ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ გახმაურებულ სკანდალებს, რომლებსაც ადგილი არც თუ შორეულ წარსულში ჰქონდა.



ქეით მიდლტონი




image


ქეით მიდლტონი - ბრიტანელი ქალბატონებისთვის ნამდვილი მისაბაძი მაგალითია. მოკრძალებული, სადა და ელეგანტური - სწორედ ასეთ ხედავს საზოგადოება მას ყოველთვის ოფიციალურ მიღებებსა თუ ვიზიტების დროს, თუმცა სინამდვილეში, მოლხენა და დროსტარება თვით, კემბრიჯის ჰერცოგინიასაც განსაკუთრებულად უყვარს. მაგალითად, 2012 წელს პაპარაცებმა ის, საფრანგეთის სანაპიროებზე მზის აბაზანის მიღებისას, წელს ზემოთ შიშველი "გამოიჭირეს". წყვილს, ნანატრი შვებულება პაპარაცების წყალობით საბოლოოდ ჩაუმწარდა, ვინაიდან მეორე დღესვე ჟურნალ "Closer" – ის გარეკანი მათივე შიშველი ფოტოებით აჭრელდა.


image


ამ ინციდენტმა მთელი სამეფო ოჯახი და, განსაკუთრებით უილიამი მეტისმეტად აღაშფოთა: "მე და ჩემი მეუღლე დარწმუნებულები ვიყავით, რომ საფრანგეთში შვებულების გატარებით ნამდვილად ვისიამოვნებდით. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება განსაკუთრებით ფასდება, და ამას ყოველი ადამიანი პატივისცემით ეკიდება. სამწუხაროა, რომ ფოტოები ფარულად იქნა გადაღებული" - განაცხადა კემბრიჯის ჰერცოგმა.


image


წყვილმა ჟურნალის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და 1, 500 000 ევროც მოითხოვა. რამდენიმე წლის შემდეგ, სამეფო ოჯახმა საქმე მოიგო და 100 000 ევროს ოდენობით თანხაც მიიღო.







პრინცი ჰარი



image


დღესდღეობით, ჰარი მშვიდი, ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა სულ რამდენიმე წლის წინ მას "წვეულებების მეფესა" და გამოუსწორებელ "მექალთანეს" უწოდებდნენ. პაპარაცების წყალობით, საზოგადოებამ არაერთხელ იხილა პრინც ჩარლზისა და დიანა სპენსერის უმცროსი ვაჟი ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.



image


2005 წელს ერთ - ერთი მეგობრის მიერ წვეულებაზე დაპატიჟებული ჰარი, ყველას გასაკვირად პერანგზე, გერმანული სვასტიკის სიმბოლოთი გამოცხადდა, ფოტოს გაზეთებში მოხვედრისთანავე, სამეფო ოჯახის უმცროსი წევრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა უპატივცემულობაშიც დაადანაშაულეს, რაზეც დედოფალი სასტიკად განრისხდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ოჯახის წარმომადგენელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა: "პრინცი ჰარი ბოდიშს უხდის მათ, ვინც მისი ქმედების გამო თავი შეურცხყოფილად იგრძნო. მას კარგად ესმის, რომ ის კოსტიუმის არჩევანში შეცდა" - ნათქვამი იყო მიმართვაში.



image


ერთხელ კი პაპარაცებმა პრინცი სრულიად შიშველ მდგომარეობაში, სეირნობისას "გამოიჭირეს", როგორც აღმონდა ის ბილიარდს მეგობრებთან ერთად, გახდაზე თამაშობდა.





პრინცი ჩარლზი


image


ჩარლზის გულის მოგებას არაერთი მშვენიერი სქესის წარმომადგენელი ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ დიანამ ის მართლაც მთელი გულით შეიყვარა, ჩარლზი მას მთელი ცხოვრება ღალატობდა, 1992 წელს კი წყვილი ოფიციალურად განქორწინდა. დაშორების შემდეგ, ჟურნალისტებს ხელთ ჩარლზსა და კამილა პარკერს შორის, ინტიმური სატელეფონო საუბრები ჩაუვარდათ, რაზეც ელიზაბეტ II საშინლად განრისხდა, სამეფო ოჯახის სკანდალი კი, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვერაფრით ჩააცხრეს.


image




პრინცი უილიამი




image


2017 წელს უილიამი მეგობრებთან ერთად დასასვენებლად შვეიცარიის სათხილამურო კურორტ - ვერბიეში გაემგზავრა, სადაც მას ინტერნეტმომხმარებლებმა ჯერ ბარში ცეკვის გამო დასცინეს, შემდეგ კი ღალატშიც ამხილეს.



image


შვეიცარიის მთებში ყოფნისას პრინცმა მოდელი სოფი ტეილორი გაიცნო, მედიის ცნობით, უილიამი გოგონას მთელი საღამოს განმავლობაში გვერდიდან არ სცილდებოდა, წვეულების შემდეგ კი ორივე მათგანი საეჭვოდ, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე მიმართულებით გაემგზავრა.



image





0
420
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
420