x
"როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში ივანიშვილის მსგავსად"
ჩამოიწეროს პენსიონერთა საბანკო სესხებზე პროცენტი, განახევრდეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საბანკო სესხების პროცენტები, ეს ის მოკლე და ძირითადი მოთხოვნაა, რომელიც გიორგი ვაშაძესა და "სტრატეგია აღმშენებლს" ეკუთვნის.

გთავაზობთ გიორგი ვაშაძის ვრცელ განცხადებას, რომელსაც პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

„ივნისში, როცა ყველას გაუჭირდა ქვეყანაში კორონავირუსის გამო, ბანკების მოგებამ მხოლოდ ივნისში შეადგინა 133 მლნ ლარი, როცა გასულ წელს იგივე პერიოდში დაახლოებით 30 მლნ ლარი იყო მათი მოგება. „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ „ლიბერთი ბანკის“ ოფისს მისცა შესაძლებლობა ექსკლუზიურად და მონოპოლიურად ძარცვოს ყველაზე გაჭირვებული ფენა საქართველოში-ესენი არიან პენსიონრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

მე პირობას ვდებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, დეკემბერში ყველა პენსიონერის და შშმ პირის პროცენტი ჩამოიწერება, ასევე მძიმე ვითარებაში არის ქართული ბიზნესი. არ არსებობს განვითარდეს ბიზნესი, რომელიც იღებს 15%-იან სესხს. ქართული ბანკები მსოფლიოში ყველაზე რეკორდულ-ზემოგებას წერენ. 25% საკუთარ კაპიტალთან, მაშინ, როცა 7-8% არის სხვა ქვეყნებში. მეორე მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და რომელსაც შევასრულებთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე არის ის, რომ 1 იანვრიდან მინიმუმ განახევრდება სესხის პროცენტი აბსოლუტურად ყველა სესხზე, რომელიც არის საქართველოში. არ შეიძლება მდიდრდებოდეს მხოლოდ ბანკი და ღარიბდებოდეს ბიზნესი. წარმოუდგენელია ბიზნესმა აკეთოს ბიზნესი თუ მას აქვს 15%, 20%, 25% გადასახდელი. დიდი ტყუილი, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების“, ივანიშვილის ოცნებების პარტიასთან ერთად გააკეთა საბანკო სექტორმა, არის ის, რომ მათ მოგვატყუეს როცა თქვეს, გადაავადეს სესხები და პროცენტებს აღარ გადაახდევინებდნენ ხალხს 3-6 თვის მანძილზე. ახლა ისინი ახდევინებენ პროცენტის პროცენტს - ეს არის უსამართლო და ეს უსამართლობა ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე.


როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში ივანიშვილის მსგავსად. დავიწყოთ პროცესი, რომლითაც საბანკო მონოპოლიები აღარ იქნება“.


image

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი როსტომაშვილი
გიორგი როსტომაშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0