x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ქართული ჭყინტი ყველი, ხაჭო, ნადუღი, შრატი და მათი სამკურნალო დანიშნულება

როგორ მიიღება ნამდვილი ქართული ჭყინტი ყველი:
იმისათვის, რომ ამოიყვანოთ ყველი, რძე არ წამოადუღოთ, უმჯობესია იყოს ახლად მოწველილი. წველის დროს დაიცავით ყველა სახის სანიტარული ნორმები, იქონიეთ ერთი და იგივე ვედრო განკუთვნილი რძისთვის, მუდამ ახლად გარეცხილი სოდით და ცხელი წყლით. ცხოველი უნდა იქნეს ჩამობანილი და შემშრალებული, მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელია მოწველა. რძე გაწურეთ სპეციალურად ამ დანიშნულებისთვის დანიშნულ დოლბანდში, ან უწვრილეს საწურში, ჩაწუროთ სპეციალურ ქვაბში, რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ ყველის, ხაჭოს ან ნადუღის და შრატის დასამზადებლად, სასურველია ეს ქვაბი არასდროს იყოს გამოყენებული ოჯახში სხვა დანიშნულებებისათვის. გაწურულ რძეს ჩაუმატეთ ოჯახში დამზადებული კვეთი და დაააკვირდით როდის შედგება რძე, როგორც კი შედგება და შესაძლებელია დაიწყოს შრატის მოყენება თავზე, უკვე ზედმეტი მოსდის და მეტი დაყოვნება დაუშვებელია და ეცადეთ დროულად ამოიყვანოთ ყველი, შედგით დაბალ ცეცხლზე და მოურიეთ ხელით, კარგი მიდგომაა ხელით ყველის ამოყვანა, რადაგან საუკეთესოდ შეიგრძნობა ყველის დამზადების პროცედურა. იმისათვის, რომ ჭყინტი ყველი კარგად შეიკრას, სასურველია შედედებული რძე მაქსიმალურად ჩაიშალოს და არ იყოს კვეთ-კვეთად მოგუნდავე ნაჭრები, არამედ უნდა დაიშალოს მაქსიმალურად, ასე დაშლილი ჭრინტი ყველის ნაწილები კარგად ეკვრიან ერთმანეთს ტემპერატურის გაზრდასთან ერთად და შეიწებებიან ერთ დიდ გუნდად, ანუ ყველი შეიკვრება მაშინ, როცა შრატის ტემპერატურას ხელი უძლებს, ყველი მიიღება უაღრესად ნაზი ანუ ჭყინტი. მაქსიმალურად ეცადეთ გამოწუროთ ხელით შრატი ორივე ხელზე მისი აგუნდავებით და ჩადოთ წინასწარ ფსკერზე ოდნავ მარილ მოყრილ ქვაბში, რომელიც მხოლოდ ყველის შენახვის დანიშნულებისთვის გექნებათ ოჯახში. ზემოდანაც უნდა მოაყაროთ ოდნავ მარილი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.
როგორ მიიღება ნადუღი:
ყველის შემდგომ მიღებული შრატი დადგით ისევ ცეცხლზე და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, რის შემდგომ მიიღება ნადუღი, რამოდენიმე წუთის დუღილის მერე გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ კარგად გაციება. გაციებული უნდა ჩაასხათ ძაბრისებრ დოლბანდში და ჩამოკიდოთ რამოდენიმე საათი დასაწურად.
როგორ მიიღება ნამდვილი მამაპაპისეული ქართული ხაჭო:
მეგობრებო ქართული ხაჭო სრულიად განსხვავებულია მისი შემადგენლობით ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული ხაჭოსგან და რატომ? მე ვსაუბრობ ჩვენს მამა პაპურზე და არა თუნდაც საქართველოში თანამედროვე მეთოდით კალცით მიღებულ ხაჭოზე. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მიიღოთ მისგან რგება უკუჩვენებების გარეშე, ამისათვის აუცილებელია უპირველეს ყოვლისა მარლის 4 ფენიანი დოლბანდით გაწუროთ რძე, წამოადუღოთ და ოდნავ გააგრილოთ ანუ თბილს ჩაასხათ 1 ლიტრზე რძეზე ნახევარი ლიტრი მაწონი. დააყოვნეთ ცოტა და მიაყურადეთ, როგორც კი ნახავთ რომ აიჭრა, უფრო სწორად შედედდა, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, არ აგიდუღდეთ, რომ არ ჩაკვდნენ ის სასარგებლო მეგობარი ბაქტერიები, რის გამოც მას ღებულობთ! გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ. მხოლოდ ამის მერე გადაიტანეთ სამკუთხა, ძაბრის სტილზე სპეციალურად ხაჭოს და ნადუღის გასაწურად შეკერილ მარლის დოლბანდში და ჩამოკიდეთ, რომ ჩამოიწუროს შრატისგან.
მამა პაპური წესით დამზადებული ხაჭო და ნადუღი არის მარგებელი ნებისმიერი ასაკის ადამიანებისათვის, მათ შემდეგ მიღებული შრატი კი შეგიძლიათ მოიხმაროთ ხაჭაპურის ცომის მოსაზელადაც კი, მაგრამ ვინაიდან მე ხალხურ მედიცინაზე მაქვს აქცენტი, შეგნებულად გაგაცანით ინფორმაცია რძისგან მიღებული პროდუქტების სწორად შექმნაზე და მათ დანიშნულებაზე სამკურნალოდ, როგორც დასალევად ასევე სხვადასხვა სახით გამოყენებაზე სხვადასხვა დაავადებების დასათრგუნად, შრატისგან შეგიძლიათ საფენები დაიდოთ სხეულის ნებისმიერი ნაწილის კუნთზე: მკლავებზე, ბარძაყებზე, მუხლებზე და სხვაგან. ვისაც აქვს მიოფასციტები, ანუ კუნთების ტრიგერული კვანძები (კუნთების ანთება), ან კიდევ კუნთების განლევა-მიოპენია (ასე ეწოდება კლასიკურ მედიცინაში) მაშინ, როცა ნერვები ცოცხალია, ან ვისაც აქვს შემაერთებელი ქსოვილების ანთება, მყესების დაჭიმვა ხელებზე თუ ფეხებზე შრატის გამოყენება გამოცდილია და მარგებელია. ასევე შესაძლებელია სახის დაბანა ძილის წინ. ეს იყო კლეოპატრას სილამაზის საიდუმლი რეცეპტი. კუჭის დაბალმჟავიანობაზე შეგიძლიათ დალიოთ კიდეც, აწესრიგებს ასევე ნაწლავების ფლორას, მაგრამ დოზები უნდა დაიცვათ ვისაც გაქვთ კუჭის მაღალმჟვიანობა.
საუკეთესოა შრატის დაყოვნება თბილ ადგილას 2 ან 3 დღე, ხოლო შემდგომ მისი გამოყენება გინეკოლოგიაში, ახდენს საოცრებებს, არჩენს მოურჩენელ დაავადებებსაც კი, რადგან ის აღადგენს მჟავე-ტუტე ბალანსს და ავსებს ორგანოებს საუკეთესო ბაქტერიებით, რაც საუკეთესო მიდგომაა ცუდი ბაქტერიების თუ სხვა სახის პათოგენების დასათრგუნად.
ახლა რა არის კვეთი
კვეთი არის ჭყინტი ყველის შესადედებლად მიღებული სითხე, რომელსაც ამზადებდნენ ჩვენი წინაპრები და მადლობა ღმერთს ეს ტექნოლოგია შემორჩათ ხანდაზმულებს და დღესაც მათ მიერ დამზადებული რძის ნაწარმი გამოირჩევა საუკეთესო გემოთი და სამკურნალო თვისებებით.
აი როგორ მზადდება კვეთი:
ოჯახის ქათმების, გოჭების კუჭებს რეცხავენ, აცლიან აპკს და ამ აპკებს აშრობენ მზეზე, სასურველია იყოს 5 ცალი მაინც. მერე დებენ 2 ან 3 ლიტრიან შუშის ქილაში და ასხამენ ანადუღარ ცივ წყალს და 100 გრამ ოჯახის ვაშლის ძმარს, რომელიც მზადდება უპუროდ. ანუ დროჟის გარეშე არც ესენციაზე დამზადებული არ უნდა იყოს. ემატება 2 კბილპ ნიორი და 5 სუფრის კოვზი მსხვილ მარცვლებად დაფქული მარილი, სასურველია ჩატოვოთ მოსარევად გამოთლილი ლეღვის ტოტი 1 ცალი, რომელიც იქნება დიდი თითის სისქის და სიგრძით 30 სანტიმეტრი. რამოდენიმე დღეში მეგობარი ბაქტერიებით დაფერმენტირებული კვეთი მზად იქნება ყველის ამოსაყვანად, ემატება რძეს 50 გრამი 5 ლიტრს და მიიღება შედედებული რძე, რომელსაც მოყვება ჭყინტი ყველი და სხვა ყველა ის პროდუქტი, რაც უკვე ზემოთ აღგიწერეთ. შრატი რომელიც გარკვეული დროის მერე თავზე მოადგება ჭყინტ ყველს შეგიძლიათ ჩაუმატოთ კვეთს, რამდენ გრამსაც ამოაკლებთ იმდენივე შრატს ჩაამატებთ.
მეგობრებო, რაც შეეხება სულუგუნს საუცხოო პროდუქტია, უგემრიელესი და ვერც წარმომიდგენია ქართული ოჯახი სულუგუნის გარეშე ვერც ერთი დღე, მაგრამ სულუგუნი ჯანმნრთელების პროდუქტია, ხოლო ვისაც აწუხებთ განსაკუთრებით ღვიძლი მოუწევთ თავის შეკავება ამ საუცხოო პროდუქტისგან, მით უფრო შებოლილი სულუგუნისგან. ეს კი დროებითი მიდგომაა, გამოჯანმრთელდებით და მერე შებოლილსაც კი მიირთმევთ, ამიტომ თავს არ მივეცი უფლება სულუგუნის დამზადება მე ამეხსნა, ესეც ხომ საუკეთესოდ იციან ქართველებმა, მაგრამ გავკადნიერდი და ზემოთ აღვწერე 3 პროდუქტის სწორად მიღება, რადგან მხოლოდ ასეთ კვეთით მიღებული ზემოთჩამოთვლილი რძის ნაწარმი ხდება სამკურნალო დანიშნულების.
სიამოვნებით წავიკითხავდი კომენტარებში თქვენს მიერ დამზადებული კვეთის რეცეპტებს, რადგან საქართველოს სიმდიდრე ხომ მისი კუთხეებია ტრადიციული განსხვავებული მრავალფეროვანი სამზარეულოთი? სამკურნალო დანიშნულებებიდან გამომდინარე, იქნებ გავაცნოთ საზოგადოებას?
სხვათა შორის ღამე ძილის წინ მიღებული თუნდაც 1 ნაჭერი ჭყინტი ყველი კიტრთან ან რამე მწვანილებთან ერთად, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება ჯანმრთელად გახდომის მსურველთათვის. "იკვებეთ და გახდით!" ეს არის ჩემი დევიზიც...
წინასწარ ყველას გიხდით მადლობას, ყურადღებისთვის და გულისხმიერებისათვის.
ასე იქნებ დავეხმაროთ ერთმანეთს. მადლია!
0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა წერეთლისა
მანანა წერეთლისა
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0