x
image
Yoona
Mediator image
გიყვართ მაკარონი? ამ ხრიკით კერძის კალორიულობას შეამცირებთ
ჩვენს რაციონში კალორიების უმეტესი ნაწილი ნახშირწყლებზე მოდის. ამ მარტივი ხრიკის დახმარებით კალორიების მნიშვნელოვნად შემცირებას შეძლებთ, რომელსაც თქვენი საყვარელი პასტა შეიცავს. ასე ჭარბი წონის სწრაფად დაკლებას და განწყობის გაუმჯობესებას შეძლებთ.

მაკარონი, როგორიც არ უნდა იყოს, სახამებელს წარმოადგენს, რაც თქვენთვის კარგი არაა. 100 გრ მაკარონის ნაწარმი დაახლოებით 390 კალორიას შეიცავს და მათი უმეტესი ნაწილი სახამებელია, რომელიც ორგანიზმში გლუკოზად (შაქარი), ანუ კანქვეშა ცხიმად გარდაიქმნება.

image

მაკარონის ექსპერიმენტი


მეცნიერებს მაკარონის მოყვარულებისთვის კარგი სიახლე აქვთ - თქვენს საყვარელ პროდუქტში კალორიების შემცირების მეთოდი არსებობს. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, მომზადებისთანავე არ შეჭამოთ, არამედ გააგრილეთ და გააცხელეთ. ეს BBC-ის სატელევიზიო ექსპერიმენტში „მერწმუნე, მე ექიმი ვარ“ შემთხვევით აღმოაჩინეს.

ექიმი საცდელ სუბიექტებს მაკარონს აძლევდა, შემდეგ კი ყოველ 15 წუთში სისხლში შაქრის დონეს უმოწმებდა. მათ, ვინც ახალ მომზადებულ მაკარონს ჭამდა, სისხლში შაქრის დონე 2-ჯერ უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ამავე რაოდენობის მაკარონს ჯერ აგრილებდა, შემდეგ კი კვლავ აცხელებდა.


image

სახამებლის განსაკუთრებულობა

„შეთბობის შემდეგ მაკარონის სახამებელი უფრო პარკოსანი პროდუქტების, ბანანის ან შვრიის სახამებელს ჰგავს“ - ამბობს ექიმი კრის ვან ტუელეკენი, რომელიც უჩვეულო, მაგრამ მნიშვნელოვან აღმოჩენაზეა პასუხისმგებელი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სადილზე ან ვახშამზე ცხელი ნაწარმის, როგორც მინიმუმ მაკარონის, გაგრილება უფრო ჯანსაღი ვარიანტია. სწორედ ეს ამცირებს დიაბეტის, ასევე სიმსუქნის რისკს. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადვილად მოსანელებელი სახამებელი ტემპერატურის ზემოქმედებით ძნელად მოსანელებელ სახამებლად გარდაიქმნება.


image

საინტერესოა, რომ

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ხალხი თვლიდა, რომ ნებისმიერი სახეობის სახამებელი ორგანიზმში ითვისება, თუმცა ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ყველა სახის სახამებელი ნაწლავებში გლუკოზად არ გარდაიქმნება. და ამ სახამებელს ძნელად მოსანელებელს უწოდებენ.

ასევე ცნობილია, რომ ასეთ სახამებელს მცენარეული უჯრედისის მსგავსი თვისება აქვს.


ამ დროისთვის ითვლება, რომ 3 ტიპის სახამებელი არსებობს:

1. სწრაფად მოსანელებელი სახამებელი (შედის თეთრ პურში, გამომცხვარ კარტოფილში, სტაფილოსა და სიმინდში).

2. ნელა მოსანელებელი სახამებელი.

3. ძნელად მოსანელებელი სახამებელი (შეიცავს მწვანე ბანანი, თეთრი ლობიო, ხმელი პარკოსანი პროდუქტები, თხილი).


ასევე დაგაინტერესებთ:

8 ერთი შეხედვით უვნებელი პროდუქტი, რომელიც შეიძლება ტოქსიკური იყოს: სოიოს სოუსი და სხვა

image

7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ

image

პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ

image

რა მოხდება, თუ ყოველდღე ბრინჯის წყალს დალევთ

image

პროდუქტი, რომლებიც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ

image

0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
177