x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფთიაქში შუაღამეს ჩასული ქალი რამდენიმე კაცმა გააუპატიურა" - ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში, რამდენიმე მამაკაცის მიერ შუაღამეს, აფთიაქში ჩასული ქალის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ძლიერი სქესის წარმომადგენლებს საჯაროდ მიმართავს. უფლებადამცველმა ინფორმაციის ნამდვილობა მართალია ჯერჯერობით ვერ დაადგინა, თუმცა მისივე თქმით, მსხვერპლის მეზობლის "საოცარმა" კომენტარმა ინტერნეტსივრცეში არა მხოლოდ ქალების დიდი აღშფოთება გამოიწვია, არამედ აღნიშნული ამბავიც კი მთლიანად გადაფარა, ინკოგნიტო მეზობელმა კონკრეტულ შემთხვევაში რაღა თქმა უნდა, ქალი დაანაშაულა, რომელიც გვიანობამდე გარეთ იყო: "ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფთიაქში შუაღამეს ჩასული ქალი რამდენიმე კაცმა გააუპატიურა. ინფორმაციის ნამდვილობა ვერ დავადგინე ჯერჯერობით. თუმცა, ეს ამბავი გადაფარა მეზობლის ქალის კომენტარმა, ქალს ღამე ქუჩაში რა უნდოდაო, თავის ბრალიაო. ჰოდა, გამოდგა მთლიანი საკაცეთი და წერს, რომ ქალების ბრალუა ყველაფერი, რომ ქალები ზრდიან მიზოგინ კაცებს, რომ ქალია ის, ვინც ქალს გაწირავს და ა.შ. ჰოდა, მაგ კაცების საყურადღებიდ ვამბობ, თქვენზე დგას აალების ჩაგვრა. თქვენ ხართ სინამდვილეში პატრიარქატის მხარდამწერები, რადგან ამ საშინელ ამბავში, დამნაშავედ მხოლოდ ერთ ქალს ხედავთ, რომელსაც თქვენვე ასწავლეთ, რომ ქალის პასუხისმგებლობაა არ გააუპატიურონ. რომ ქალი უნდა იცავდეს თავს შინიდან არგასვლით. ამ ტრაგედიაზე საუბრისას ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ იმ მხევ კაცებზე, ვინც ეს ჩაიფინა, სამაგიეროდ, ნახეთ დაბალი ღობე - პატრიარქატისგან ტვინგარეცხილი ქალი და ყველანი ისევ ქალს შედეგით. და ქალთა სისტემური და უეყვეტი ჩაგვრა ისევ ქალებს დააბრალეთ. ისევ ქალებს გვიკიტხავთ მორალს და არა მხეც კაცებს და ისევ ჩვენზე ხელის შეწმენდით იწონებთ თავს, აგრივებთ ლაიქებს და შეატებს და გგონიათ, ინტელექტუალური აღმოჩენა გააკეთეთ. ყველა სიტუაციაში რომ ქალს ადანაშაულებთ - ესაა ზუსტად პატრიარქატი. ყველა კაცი, ვინც მეზობლის ქალის კომენტარზე იფხრეწთ ტანსაცმელს და სიტყვა არ დაგცდებათ კაცების სიმხეცეზე - ხართ ჩვეულებრივი მჩაგვრელები! ქალებს არ მოუგონიათ პატრიარქატი, ის კაცებმა შექმნეს და ბევრ ქალს მენტალიტეტი სწორედ კაცებმა დაუმახინჯეთ. პატრიარქატს, ცხადია, ქალების აწარმოებენ, მაგრამ კაცების მკაცრი კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, დიდი უნამუსობაა ქალს დააბრალო პატრიარქატის არსებობა. ძალიან, ძალიან უნამუსო უნდა იყო კაცი, ეს რომ ქნა!" - დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.

0
409
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
409