x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
დიახ, გველეშაპს, რომელიც 2020 წლის არჩევნებში უნდა დავამარცხოთ, ორი თავი აქვს: ბიძინა და მიშა.
გაფრთხილდი, რომ გველეშაპთან ბრძოლისას თავად არ იქცე გველეშაპად - თუ უფსკრულს დიდხანს ჩასცქერი, უფსკრულიც შემოგცქერის.

გთავაზობთ თამარ ჩერგოლეიშვილისეულ პოლიტიკურ თეორიას, რომელიც ასახელებს 2020 წლის არჩევნების ბრძოლის წინა სურათს: "პოლიტიკური ველი ტრიპტიხია - ამომრჩეველი უხეშად სამ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი მესამედი მმართველ პარტიას უჭერს მხარს, მეორე მესამედი მიხეილ სააკაშვილის პარტიას, ხოლო ბოლო მესამედი სხვა პარტიებს შორის არის გაფანტული, რომელთა შორისაც ყველაზე მსხვილი ევროპული საქართველოა."

ასევე აღნიშნავს ექსპრეზიდენთის როლს ქართულ პოლიტიკასა და ოპოზიციაში: "კონსენსუსი იმ პარადოქსზე, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ რჩება ივანიშვილის ყველაზე ფასეულ აქტივად, მნიშვნელოვნად იზრდება და ეს ყველაზე მკაფიოდ შარშან, საპროტესტო აქციების დროს გამოჩნდა, როდესაც პროტესტის და სააკაშვილის სულისკვეთება და მიზნები მთლიანად ასცდა ერთმანეთს."

ამომრჩეველს უპირველესი მიზნის მისაღწევად კი სთავაზობს ალტერნატივას და ეს "ევროპული საქართველოა" და სხვა ოპოზიციური ჯგუფები.image


0
165
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი როსტომაშვილი
გიორგი როსტომაშვილი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0