x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
"ფრონტერას" დედოფლისწყაროს საბადოს თანამშრომლები ხელფასების მოთხოვნით აქციას მართავენ

image

.

ამერიკული ნავთობკომპანია „ფრონტერას“ წინააღმდეგ დედოფლისწყაროს საბადოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 11 თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

.

87 თანამშრომელს გასული წლის დეკემბერში კომპანიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა, არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად მათ სახელფასო დავალიანება ისევ არ მიუღიათ. ერთერთმა მათგანმა რამდენიმე კვირის წინ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

.

ამჯერად კომპანიამ მუშაობა განაახლა და გასულ წელს მოგროვილი ნედლეულის საბადოდან გატანა დაიწყო.

თანამშრომლებთან შესახვედრად არავინ გამოსულა, ამდენად აქციის მონაწილეებისთვის უცნობი დარჩა, როდის დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0