x
მეტი
  • 22.01.2021
  • სტატია:107118
  • ვიდეო:350371
  • სურათი:474609
"პირველი კრახი მძიმედ გადავიტანე, სიმღერაც აღარ მინდოდა... ხელი ჩავიქნიე" - "დიდი სცენის" კონკურსანტის რთული გზა მეგაპროექტის "ლაივამდე"

image

თინა და­თი­კაშ­ვი­ლი "დიდი სცე­ნის" კონ­კურ­სან­ტია. 23 წლი­საა, და­ამ­თა­ვა­რა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი. რო­გორც ამ­ბობს, 2 წლი­დან მღე­რის და სიმ­ღე­რა მის­თვის ყვე­ლა­ფე­რია. სულ უნ­დო­და, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ჩვენ­ში არ­სე­ბულ მუ­სი­კა­ლურ ტე­ლეპ­რო­ექ­ტებ­ში მო­ე­სინ­ჯა, მაგ­რამ არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ლა­ი­ვე­ბამ­დე ვე­რას­დროს მი­დი­ო­და. ერთხელ სიმ­ღე­რა­ზე თურ­მე გული სე­რი­ო­ზუ­ლად გა­უ­ტყდა, ათე­ულ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ი­გო, რომ სი­ა­ში აღარ იყო.


"ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი, სა­დაც ლა­ი­ვებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, "დიდი სცე­ნაა". რო­გორც იქნა, ეს ოც­ნე­ბა ამიხ­და... პირ­ვე­ლი კრა­ხის შემ­დეგ, კონ­კურ­სში რომ არ გა­მი­მარ­თლა, მძი­მედ გა­და­ვი­ტა­ნე, სიმ­ღე­რაც აღარ მინ­დო­და. ხელი ჩა­ვიქ­ნიე, ჩავ­თვა­ლე, რომ ასეთ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ ღირ­და.


მაგ­რამ გა­სულ წელს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მა­ინც მი­ვე­დი, ათე­ულ­ში ისევ ვერ მოვხდი, თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბა მო­მაქ­ცი­ეს და ბექ­ვო­კა­ლის­ტო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს და პრო­ექ­ტში ამ ფორ­მით ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი.


მერე კი პე­და­გო­გებს ისე მო­ვე­წო­ნე, რომ "დიდ სცე­ნა­შიც" დაგ­ვი­ძა­ხეს და პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის ბე­ქებ­შიც ვი­დე­ქით. მოკ­ლედ, ჩემ­თვის ეს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა უკვე კას­ტინგზე საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი და შე­ბო­ჭი­ლი ვი­ყა­ვი, რაც ჩემ­გან ცოტა გა­უკ­ვირ­დათ და შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გიც ვერ დავ­დე, " - გვე­უბ­ნე­ბა "დიდი სცე­ნის" კონ­კურ­სან­ტი.


- ოჯახ­ში მღე­რი­ან?


- კი, ყვე­ლა მღე­რის, დე­და­ჩე­მის მხა­რეც, ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი, წი­ნაპ­რე­ბი ოპე­რის მომ­ღერ­ლე­ბი იყ­ვნენ. მა­მის მხრი­და­ნაც, ბი­ძა­ჩე­მი ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის და თე­მურ ქევ­ხიშ­ვი­ლის აღ­ზრდი­ლია. ახლა თა­ვის ან­სამ­ბლს უძღვე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ დღეს ჩემი თა­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს ვერ აღიქ­ვამს ისე, რო­გორც სჭი­როა. ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­ხე­ბა რომ მაქვს, ვიცი. ისიც მა­ბედ­ნი­ე­რებს, რომ პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ნა­ი­რი ჟან­რის სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მი­წევს.


image


- ვო­კა­ლის პედ­გო­გი აქამ­დე არ გყავ­და?


- არას­დროს და ეს ყო­ველ­თვის უკ­ვირთ. არა­და, მარ­თლა მინ­და, ძა­ლი­ან მა­გა­რი ვო­კა­ლის პე­და­გო­გი მყავ­დეს, ამას ვა­პი­რებ და მას­წავ­ლე­ბელს აუ­ცი­ლებ­ლად ავირ­ჩევ. მი­მაჩ­ნია, რომ ბევ­რი რამ არ ვიცი და და­სახ­ვე­წი მაქვს. რა­ღა­ცე­ებს სიმ­ღე­რის დროს შე­იძ­ლე­ბა ისე ვა­კე­თებ­დე, რომ არც ვი­ცო­დე. მოკ­ლედ, ახლა ეს სურ­ვი­ლი და ოც­ნე­ბა მაქვს, რომ ავიხ­დი­ნო.


- ასე გყვა­რე­ბია მუ­სი­კა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე რა­ტომ ჩა­ა­ბა­რე?


- სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან ვნა­ნობ. რა­ტომ­ღაც პა­ტა­რა­ო­ბი­დან, ბავ­შვე­ბის­გან სულ მეს­მო­და, მუ­სი­კა­ზე სი­ა­რუ­ლი გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს უქ­მნი­დათ, არ მოს­წონ­დათ სოლ­ფე­ჯიო და ა.შ. ამან ჩემ­ზე იმ­დე­ნად იქო­ნია გავ­ლე­ნა, რომ პა­ტა­რა ასაკ­ში მეც უარი ვთქვი მუ­სი­კა­ზე. ჩე­მე­ბი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ რომ ვთქვი, არ მინ­და და მე­ზა­რე­ბა-მეთ­ქი, აღარ და­უ­ძა­ლე­ბი­ათ. ახლა ძა­ლი­ან ვნა­ნობ, მაგ­რამ არა უშავს, ყე­ლაფ­რი წინ არის.



- პირ­ველ რიგ­ში წი­ნაა მო­რი­გი ლა­ი­ვი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო იმის­თვის, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა მხა­რი და­გი­ჭი­როს...


- კი, ასეა. ფაქ­ტია, რომ თუ პირ­ველ ლა­ივ­ზე ხელი მი­კან­კა­ლებ­და და სცე­ნა­ზე ძლივს გა­მო­ვე­დი, ახლა უკვე ერთი სული მაქვს, სცე­ნა­ზე რო­დის გა­ვალ. ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გე­ბი გვყავს. ახლა გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლის ტური გვაქვს და ცდი­ლობს, მუდ­მი­ვად ჩვენს გვერ­დით იყოს და აგ­ვიხ­სნას ყვე­ლა­ფე­რი, ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­ზე და ნატო მე­ტო­ნი­ძე­ზეც გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი ვართ, გა­დაგ­ვყვნენ.


მარ­თლა მაქ­სი­მუმს დებ­დნენ ჩვენ­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი არა თუ მუ­სი­კა­ლუ­რად, ადა­მი­ა­ნუ­რი თვლა­საზ­რი­სი­თაც ბევ­რის მომ­ცე­მია. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ "დიდ­მა სცე­ნამ" ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. ვე­ლო­დე­ბი ამ სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბე­ბის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბას. ალ­ბათ იმე­დიც მაქვს იმის, რომ რა­ღაც-რა­ღაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მექ­ნე­ბა და იმის იმე­დი უფრო მაქვს, რომ სიმ­ღე­რას, რო­მე­ლიც ჩემი მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, ოდეს­მე პრო­ფე­სი­უ­ლად მი­ვუდ­გე­ბი. სა­კუ­თარ მუ­სი­კას და სიმ­ღე­რებს შევ­ქმნი.


image


- გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი გაქვს?


- ზო­გა­დად ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, ახლა ვინც ვართ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ. თუმ­ცა კონ­კურ­სან­ტებ­შიც გა­მი­მარ­თლა. მგო­ნი, ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რიც ჩვენ გვაქვს, პრო­ექ­ტში იშ­ვი­ა­თია.


მარ­თლა ერ­თმა­ნეთს გვერ­დში ვუდ­გა­ვართ და არა­ნა­ი­რი უარ­ყო­ფი­თი ჩვენ შო­რის არ არის. სულ ვცდი­ლობ, ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმა­საც ვფიქ­რობ, ფი­ნალ­ში ვიყო, ისე­ვე რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებს. იმე­დია, ყვე­ა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.



0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0