x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103600
  • ვიდეო:347828
  • სურათი:467971
"ლიტერატურული გაჩერება" სვანეთშია - მესტიაში გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით იმართება
image


გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" სვანეთშია. გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით მიმდინარეობს მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში (ხერგიანის #3).


გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" 15 წლი­საა და სა­ი­უ­ბი­ლეო წელს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს.


მესტიაში მკითხველს მრავალფეროვანი ჟანრის ლიტერატურა დიდი ფასდაკლებით დილის 10:00 საათიდან დახვდა. გამოფენა-გაყიდვა მესტიის თეატრში 3 აგვისტოს 18:00 საათმდე, ხოლო 4 აგვისტოს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე გასტანს.



image


"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები არა მარტო მესტიისათვის, არამედ საქართველოს ყველა რეგიონისათვის. მიხარია, რომ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრი მასპინძლობს ამ გამოფენა-გაყიდვას, რომლის ფაგლებშიც, გამომცემლობა მრავალფეროვანი ლიტერატურითაა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ჩვენი და ჩვენი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში, წიგნი მაინც შეუცლელია და ასეთი ღონისძიება კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობაა მასთან დასაახლოებლად. ველოდებით ადგილობრივ მკითხველს 3 და 4 აგვისტოს განმავლობაში, ვფიქრობთ, მათი ჩართულობა მაღალი იქნება, " - გეგი ფალიანი, მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი.


შეგახსენებთ, რომ "ლიტერატურული გაჩერება" 10 აგვისტოს გაგრძელდება ყაზბეგში. გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ლიტერატურული ქარავანის ბოლო გაჩერება კი 19 აგვისტოს ბახმარო იქნება.



0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0