x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინდოეთში დაიჭირეს გაქცეული პატიმარი,რომელიც მოკლულებს ნიანგებს აჭმევდა
image
ინდოეთში
დაიჭირეს სერიული მკვლელი, რომლითაც საკუთარი მსხვერპლის სხეულებ ნიანგებს აჭმევდა. იტყობინება CNN.


1995 წელს დევანდარ შარმა((Devender Sharma) თაღლითების მსხვერპლი გახდა და გაკოტრდა. ამის შემდეგ გამწარებულმა გადაწყვიტა ფული დანაშაულებრივი გზით ეშოვა. ჯერ ყალბ გაზის ბალონებს ყიდიდა, შემდეგ კი შავ ბაზარზე ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა, როგორც თვითონ აღიარა 125-ზე მეტი უკანონო თირკმლის გადანერგვა განახორციელა.

image

შარმა და მისი თანამზრახველები ძირითადად უტარ პრადეშის შტატში ყაჩაღობდნენ. იძახებდნენ ტაქსის, სადმე იზოლირებულ ადგილზე წაყვანას სთხოვდნენ, შემდეგ კლავდნენ მძღოლს და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს წყალსატევში აგდებდნემ, სადაც ნიანგები ბინადრობდნენ, მანქანას კი ყიდიდნენ.


მოგვიანებით შარმამ აღიარა, რომ მისი ბრძანებით დაახლოებით 50 ტაქსის მძღოლი მოკლეს . თითოეულ მკვლელობამ მას დაახლოებით 270 დოლარი რჩებოდა.

image


2004 წელს შარმა დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 2020 წლის იანვარში იგი დროებით გაათავისუფლეს. იგი უკან უნდა დაბრუნებულიყო 20 დღის შემდეგ, თუმცა გაიქცა.

პატიმარი ექვსი თვის შემდეგ იპოვეს . 62 წლის დევანდერ შარმა, დელიში გაემგზავრა, იქ დაქორწინდა ქვრივზე და ციხეში დაბრუნებას აღარც აპირებდა.

0
249
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0