x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მწვრთნელი განრისხებულია,ფედერაცია შოკში-ლატვიელი ძალოსნის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ყველა დააბნია
image
რებეკა კოხა ლატვიელი ძალოსანია, რომელიც 58 კგ-მდე
წონით კატეგორიაში გამოდის. არის ორგზის ევროპის ჩემპიონი 2018 და 2019 წლები. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი. რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადის მონაწილე.


რებეკა კოხა დაიბადა 1998 წლის 19 მაისს ვენცპილში. ძალოსნობაში ვარჯიში 12 წლის ასაკიდან დაიწყო და ორ წელიწადში მოახერხა და გახდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი იუნორთა შორის.


2014 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე 53 კგ-მდე კატეგორიაში, რებეკამ მეოთხე ადგილი დაიკავა.

image



2018 წლის ნოემბრის დასაწყისში, აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 59 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, ასწია საერთო წონა 227 კგ, ასევე ატაცში მცირე ბრინჯაოს მედალის პრიზიორი გახდა(103 კგ).

image

2019 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, რებეკამ მოიპოვა ოქროს მედლები, ჯამში აჩვენა 221 კგ. ასევე ორივე კატეგორიაში მოიგო მცირე ოქროს მედლები.

image

ერთი სიტყვით, ის ჭკვიანი, ლამაზი გოგოა, რომელმაც შეძლო არა მხოლოდ სერიოზული სპორტული კარიერის შექმნა, არამედ არაერთი მომგებიანი კონტრაქტის გაფორმება სპორტული ინვენტარების ყველაზე ცნობილ მწარმოებლებთან.


და მოულოდნელად ... გასულ კვირას Instagram- ზე, რებეკამ გამოაცხადა, რომ ისლამში მიიღო. მან გამოაქვეყნა ჰიჯაბით ფოტოები და წაშალა ყველა ძველი ფოტო, რომელიც მის წარსულს უკავშირდებოდა.

image

"ძვირფას მეგობრებს, გამომწერებს და ყველა დანარჩენს! მივიღე დიდი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. მიხარია და მადლიერი ვარ. ვფიქრობ, რომ სწორად ვიქცევი . ერთადერთი, რასაც მე ვთხოვ, პატივისცემაა - თუ თქვენ არაფერი გაქვთ სათქმელი, უმჯობესია ჩუმად იყოთ. რადგან მე მუსლიმი გავხდი ",


მან წაიკითხა შაჰადა - ისლამური რწმენის დეკლარაცია - ამრიგად, მუსულმანად მოექცა. სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას გაუგებს და არ მიატოვებს, ყველას სთხოვა, აღარ გაეზიარებინათ მისი ფოტოები, სადაც ჩანს თმის ან სხეულის ნაწილები - ხელები, ფეხები, ყელი.


მალევე გაირკვა მიზეზიც, ახალგაზრდა სპორტსმენი ყატარელ დისკის მტყორცნელზე მოზა მუჰამედ იბრაჰიმზე დაინიშნა.

image

კოხას ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის გასაკვირი იყო, მათ შორის ლატვიის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, ვიქტორ შჩერბატიხისთვის: ” გააკეთა ის, რაც მას სურდა, ეს არის მისი არჩევანი, რომელსაც პატივს ვცემ. მაგრამ მან როგორ არაფერი გვითხრა, არც კი ვიცი სად არის ახლა. ყველანი შოკში ვართ. მას, რომ არ გამოაქვეყნებინა ეს ფოტოები Instagram- ზე, ჩვენ არც არაფერი გვეცოდინებოდა. შჩერბატიხმა აღიარა, რომ გაუკვირდა კოხას გადაწყვეტილება და გაბრაზდა, ამიტომ უმჯობესია მას დაველაპარაკოთ ერთ კვირაში, როდესაც ემოციები ჩაცხრება.

image

თავის მხრივ, სპორტსმენის მწვრთნელმა ვერ შეძლო ეპასუხა კითხვისთვის კოხას სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ედურად ანდრუშკევიჩი შიშობს, რომ სპორტსმენმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადის შემდეგ. ”ერთი რამ შემიძლია ვთქვა: თუ ოლიმპიადა წელს გაიმართებოდა, ის 100 პროცენტი მედლისთვის იბრძოდა. მხოლოდ რებეკამ იცის, რა მოხდება შემდეგ წელს, ” - თქვა ანდრუშკევიჩმა. ”არ ვიცი, შეძლებს თუ არა ამას მომავალ წლამდე. იმედი მაქვს, რომ მას შეძლებს."



0
682
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
682
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0