x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
შეუძლებელი უნდა გავხადოთ შესაძლებელი...

ცხოვრებაში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მათ შორის ისეთი დეტალები რომელსაც ადამიანები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, არ უფიქრდებიან არ უყურებენ თავიანთ ცხოვრებას მხოლოდ სხვისას მისჩერებიან ერთ-ერთი ასეთი კი თევზია.რა თევზი, რომელი თევზი? გაგიკვირდებათ და ყველას გყვავსimage

ას ცხოვრების მეგზური ``თევზი``, ესიეგი მთავარი წერტილი სიცოცხლისა ან მომავლის.თევზი მხოლოდ წყალქვეშ არის, მუდმივად წყალში ატარებს მთელ თავის სიცოცხლეს, ხმელეთზე, რომ ამოვიდეს იმ წუთას მოკვდება.ჩვენ, კი ძალისხმევა გვჭირდება, რომ წყალქვეშა სამყაროში ჩავიდეთ, თევზებს მივუახლოვდეთ და მათთან კონტაქტი დავამყაროთ.თითქოს ზღაპარს ჰგავს ეს სიტყვები, მაგრამ რეალური ცხოვრება ხომ არ არის ზღაპარი? ასევე წარმოვიდგინოთ ისიც, რომ ვართ მეთევზეები ხელთ გვაქვს ანკესი, რომ წყალში მყოფი თევზები დავიჭიროთ ვიცით მათი ადგილმდებარეობა, გარეგნულობა, ფერი და სისუსტეებიც კი.ვუყრით საჭმელს და ვატყუებთ ამ დროს კი მომენტით ვსრაგებლობთ, ანკესს ვდებთ და თევზს ვიჭერთ.ხედავთ რა მარტივი ყოფილა მისი დაჭერა? არადა, ერთ პატარა ჭიქაზე მჯდარი მეთევზეები ვართ.პატარა ზომის ფიგურები, რომელსაც შორსმჭვრეტელი თვალიც კი ვერ დაინახავს.თევზი გრძნობს რაღაცას მაგრამ ვერ ხედავს რა ხდება მის ზემოთა სამყაროში, იქ სადაც მუდმივად გაუგებრობაა მისთვის ეს ჩახლართული ადგილსამყოფელია სადაც მხოლოდ ცოცხალი არსებები კვდებიან ან კლავენ.მას აქვს გარემოებები და სიმშვიდე რაც არა აქვთ ხმელეთის არსებებს.ის, არავის არაფერში უშლის ხელს დაცურავს, ცოცხლობს უხარია სიცოცხლე რომელიც ღვთიურმა ძალამ არგუნა ისიც ამ სიცოცხლით ტკბება.მაგრამ მათი, ცხოვრებაც, რომ მოულოდნელად იცვლება როგორც ადამიანების?ტყუვდებიან, ანკესს წამოედებიან და ხმელეთზე ხვდებიან ამის შემდეგ თქვენც უკვე კარგად იცით რაც ხდება...ეს ყველაფერი ცოცხალი თევზის შემთხვევაში, მაგრამ თუ ჩვენ, გვსურს მოვიპოვოთ ხეზე მყოფი თევზი ესეიგი მომავლის წარმატება, ცხოვრებისეული გამოცდილება ან საერთოდ ცხოვრების მთავარი მარცვალი რაც შემდეგ მიწაზე მრავლდება და იქიდან წარმოიქმნება სხვა დანარჩენი ნაყოფი.ამისთვის საჭიროა ისევ მეთევზეები გავხდეთ, ხელთ ანკესი მოვიგერიოთ და მიმალული ოქროს თევზი ხმელეთზე ამოვიყვანოთ, გადავარჩინოთ საკუთარი თავი, მომავალი ის წარმატება და ღირებული რამ რაც ჩვენში, წყალქვეშა სამყაროში, სულიერ სმაყაროში იმალებოდა.აქ წყალქვეშა სამყაროდ იგულისხმება სულიერი მდგომარეობა თევზი კი მთავარ კუნჭულად რომელიც სულთან ახლოს იყო მიმალული და გამოჩენას არ ლამობდა უცბად ანკესმა ხელზე, ხელი ჩასჭიდა და გადაარჩინა ის მორი რომელზეც ბევრი მნიშვნელოვანი რამაა ზედ დატანილი.თევზი ხეზე? რა სისულელეა არა? თევზს რა უნდა ხეზე, ან საერთოდ როგორ შეუძლოა გაძლოს? ხომ არის შეუძლებელი ეს..სწორედაც, რომ შეუძლებელი უნდა გავხადოთ შესაძლებელი.შევძლოთ ის სირთულე რომელსაც შეუძლებელი ჰქვია.რეალურად ხომ შეუძლებელი არაფერია და არსებობს ისეთი შესაძლებლობები რომელიც უსაზღვროა.დაუჯერეთ ოქროს თევზს, ის სწორ გზაზე წაგიყვანთ.დაე, ბოლოს ერთი რჩევა ყველას ჰყავდეს საკუთარი ოქროს თევზი და ჩაიფიქროს სურვილი რომელსაც სამომავლოდ აისრულებს.

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0