x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ფობიები, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იცოდით

image


ფობია გარკვეულ ვითარებაში წარმოქმნილი კონკრეტული შინაარსის შიშია. ეს შეგრძნება თითქმის ყველა ადამიანისთვის ნაცნობია, თუმცა სრულიად განსხვავებულია აკვიატებული შიში, რომლისთვისაც რაიმე ობიექტური ახსნის პოვნა რთულია. რიგითი მოკვდავების გარდა, გარკვეული სახის საკმაოდ უცნაური შიშებით ასევე მაღალი სტატუსის, უზარმაზარი ჰონორარების, ბრწყინვალე კარიერისა და შთამბეჭდავი მიღწევების მქონე ცნობილი სელებრითებიც იტანჯებიან. გთავაზობთ, გამოჩენილი ადამიანების ყველაზე უჩვეულო ფობიებს, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი გსმენიათ.







ოპრა უინფრი




image

ყველაზე გავლენიან, შავკანიან ტელეწამყვან ოპრა უინფრის საღეჭი რეზინის ფობია აქვს. თანამოსაუბრის ყბების მუდმივ მოძრაობას პოპულარული ტელესახე პირდაპირ ისტერიკამდე მიჰყავს. აღნიშნული პროდუქტი მის შოუზე კატეგორიულად იკრძალება, ხოლო ის, ვინც გაბედავს და არსებულ აკრძალვას დაარღვევს, სტუდიას მყისიერად დატოვებს.




ალფრედ ჰიჩკოკი




image


როგორც ირკვევა, ლეგენდარულ რეჟისორსა და "სასპენსის" უბადლო ოსტატს კვერცხის პანიკურად ეშინოდა. ერთ - ერთ ინტერვიუში, ჰიჩკოკმა ისიც კი აღიარა, რომ დასახიჩრებული გვამი მას იმდენად არ აშინებდა, როგორც გატეხილი კვერცხის დანახვა.





კრისტინა რიჩი




image


კრისტინა რიჩი იშვიათი დაავადებით - ბოტანოფობიით იტანჯება, რომელიც მთელ მსოფლიოში მოსახლეობის მხოლოდ 3% -ს აღენიშნება. კერძოდ კი, პოპულარულ ამერიკელ მსახიობსა და პროდიუსერს ოთახის მცენარეების საშინელი შიში აქვს, რომლებსაც სახიფათოდ და ბინძურად მიიჩნევს.





ჯორჯ ვაშინგტონი




image


ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტსა და რევოლუციის მთავარ გმირს - ჯორჯ ვაშინგტონს ცოცხლად დაკრძალვის ეშინოდა, სწორედ ამიტომ, მან სიკვდილის წინ კატეგორიულად მოითხოვა, რომ ის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ სამი დღის განმავლობაში არ დაეკრძალათ, რათა ასეთი შედეგის ალბათობა სრულიად გამოერიცხა.




სტეფანი კინანი



image


ჰოლივუდელ "დივა" - სტეფანი კინანს საკვებზე საუბარი ორგანულად სძულს, სწორედ ამიტომ გოგონა, ეკრანზე სარეკლამო პაუზის დროს, ყოველთვის ოთახიდან გადის, რათა შემთხვევით, საკვები პროდუქტების რეკლამას არ მოკრას თვალი. ნიშანდობლივია, რომ სტეფანიმ სწორედ თავისი ამ უცნაური ფობიის გამო, საკვებთან დაკავშირებულ რამდენიმე, საკმაოდ სარფიან შეთავაზებაზეც კი კატეგორიული უარი განაცხადა.




პამელა ანდერსონი



image



ჩამოთვლილ ფობიებს შორის ალბათ, ერთ – ერთი ყველაზე უცნაური - სარკის შიშია: სერიალ "მალიბუს მაშველების" ვარსკვლავს, პამელა ანდერსონს თქვენ წარმოიდგინეთ და, სარკეების საოცარი შიში აქვს. დიახ, არ მოგესმათ, სარკეების... 90-იანი წლების სექს - სიმბოლოს სახლში, არც ერთი სარკე არ არის. მეტიც, ვარსკვლავი საკუთარ თავს ეკრანზეც კი არ უყურებს. პამელა პროფესიის არჩევაში ვფიქრობ, რომ აშკარად შეცდა.




ნიკოლა ტესლა


image


ცნობილი გამომგონებელი და ფუტუროლოგი ნიკოლა ტესლა, მარგალიტების ირაციონალური შიშით იტანჯებოდა, მეოცე საუკუნის უდიდესი ფიზიკოსი იმ ქალბატონებთან საუბარზეც კი კატეგორიულ უარს აცხადებდა, ვინც მარგალიტის სამკაულს ატარებდა.





ბილი ბობ ტორნტონი




image


ამერიკელი მსახიობისა და დებოშის მოყვარულის ბილი ბობ ტორნტონის ბიოგრაფია გაჭიანურებულ ფილმს წააგავს მარადიული მეამბოხის შესახებ: სწორედ გაუთავებელი ჩხუბისა და დაპირისპირებების, ნარკოტიკებისა და უზარმაზარი ჰინორარების წყალობით ინარჩუნებს ქარიზმატული ბილი ბობ ტორტონი, წლების განმავლობაში ყველაზე სკანდალურ ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის მოწინავე პოზიციებს. ყოველივე ზემოთ თქმულის ფონზე, ალბათ გაგიკვირდებათ თუკი გეტყვით, რომ ბილს ერთი, საოცრად უცნაური ფობია აქვს, კერძოდ კი მას - ანტიკვარული ავეჯის შიში აქვს. მსახიობი ძველ სავარძლებსა და მაგიდებში ავსულებს ხედავს.




რიჩარდ ნიქსონი




image


აშშ-ს რიგით 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი საავადმყოფოების ირაციონალური შიშით იტანჯებოდა. 1974 წელს სახელმწიფოს მეთაურს ეს ფობია ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ნიქსონი საავადმყოფოში გადაყვანას მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდა, რაც მისმა ოჯახის ექიმმა მის ალტერნატივად სწრაფი სიკვდილი უწინასწარმეტყველა.





ნიკოლ კიდმანი


image


ჰოლივუდის ოსკაროსან მსახიობს არც გველების ეშინია და არც ობობების, მეტიც, ერთხელ მას სახლში ნამდვილი თაგვებიც კი ჰყავდა, თუმცა აი, უწყინარ პეპლებს კი ცნობილი სელებრითი უბრალოდ წყობიდან გამოყავთ, შიშისგან საკუთარ თავზე კონტროლს აკარგვინებენ და საშინელ პანიკაში აგდებენ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მის საყვარელ მწერლად კვლავინდებურად "პეპლებზე მონადირე" ვლადიმირ ნაბოკოვი რჩება.





0
708
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
708