x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ძალიან ბევრ ბავშვს არ შეუძლია, რომ მიიღოს განათლება. როგორია 2030 წლის პროგნოზი
image
როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს კარგი განათლება? კვლევების შედეგად დგინდება, რომ მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ბავშვთა 61% შეძლებს სრული საშუალო განათლების მიღებას. თუმცა, გაერთიანებული ერების მიზანია, რომ შექმნას მთელს მსოფლიოში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა და ამისათვის შეიმუშავეს მდგრადი განვითარების მიზნებისათვის სამოქმედო გეგმა (SDG).

ემანუელა გაკიდომ გაზეთ Nature - ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც 195 ქვეყნის მაგალითზე გაანალიზა განათლების მონაცემები 1970 – 2018 წლებში. ამის საფუძველზე შექმნეს მოდელი, თუ როგორი სურათი შეიქმნება 2030 წელს.

ვარაუდობენ, რომ მოსწავლეთა 90% შეძლებს, რომ მიიღოს საშუალო არასრული განათლება, ხოლო 61% კი შეძლებს, რომ დაასრულოს სკოლა. სტატისტიკის მიხედვით, 1970 წლისთვის მხოლოდ 50% - მა შეძლო საშუალო სკოლის დამთავრება 2018 წლისთვის ეს მონაცემი 83% მდე გაზარდა და ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის კიდევ გაიზრდება და მიაღწევს 83% - ს.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უფრო მეტმა ბავშვმა შეძლოს განათლების მიღება? საჭიროა უფრო ეფექტური გეგმის შემუშავება. ამისათვის კი აუცილებელია, რომ გაითვალისწინონ ის სტატისტიკური მონაცემები და ტენდენციები, რაც მსოფლიოში არსებობს. გლობალურ დონეზე, განათლების კუთხით, არსებოს მწვავე გენდერული საკითხებიც. მაგალითად, უფრო მეტ ბიჭს ეძლევა სკოლის დასრულების შესაძლებლობა ვიდრე გოგონას. გარდა ამისა, კრიტიკული სიტუაციაა სოფლად და ნაკლებად დასახლებულ რეგიონებში, სადაც ბავშვებს სკოლის დამთავრების ნაკლები შანსი აქვთ ვიდრე ურბანული ტიპის დასახლებებში. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით 260 მილიონ ბავშვს არ შეუძლია განათლების მიღება იმიტომ, რომ მის საცხოვრებელ ადგილას არ არის სკოლა. ეს საკითხი კი განსაკუთრებით მწვავედ დგას აფრიკის ღარიბ ქვეყნებში.


გამოიკვეთა იმ კატეგორიების ბავშვები, რომლებსაც ნაკლები შანსი აქვთ, რომ შეძლონ სკოლაში შესვლა. როდესაც ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა, ამ შემთხვევაში ბავშვებს უწევთ მუშაობა რომ ქონდეთ წვდომა საარსებო საშუალებებზე. ამავდროულად, გამოიყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა კატეგორია, უმცირესობათა წარმომადგენლები და ასევე კონფლიქტის ეპიცენტრში მცხოვრები ბავშვები.

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების კვლევა მიმდინარეობს სოფლების, ქალაქების და რაიონების დონეზე. ხორციელდება მათი სისტემური შემოწმება, რომ შესაძლებელი გახდეს პროგრესის მონიტორინგი. ეს მონაცემები საშულებას იძლევა, რომ გამოიკვეთოს ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას განათლების კუთხით. ეს მონაცემები ეხმარებათ საგანმანთლებლო სფეროს წარმომადგენლებს და დონორ ორგანიზაციებს, რომ შეძლონ სწორი ნაბიჯების გადადგმა.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა მონაცემთა შეგროვება საგანმანათლებლო მიღწევებთან დაკავშირებითაც. თუმცა, არ არსებობს საერთაშორისოთ მიღებული სტანდარტი. ამიტომ მსოფლიო ბანკი და გეროს ბავშვთა ფონი ერთობლივი ძალისხმევით მუშაობენ, რომ შექმნან სტანდარტიზებული სისტემა სწავლების შედეგებთან დაკავშირებით და ეს უნდა იქცეს მდგრადი განვითარების მიზნის ნაწილად.

უკვე ვხედავთ, რომ პირველ ეტაპზე შეგროვებულმა მონაცემებმა დიდი როლი ითამაშეს ცვლილებების მიღწევის საკითხში. მაგალითად, 2000 წელს სკოლაში შევიდა სასკოლო ასაკის ბავშვთა 83%. გაეროს ბავშვთა ორგანიზაციამ კვლევებზე დაყრდნობით შეძლო, რომ გამოეკვეთა ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლიც იწვევდა დაბალ დასწრებას საგაკვეთილო პროცესის დროს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბავშვთა არასაკმარისი კვება და რესურსებზე ნაკლები წვდომა. გადაწყდა, რომ შეემუშავებინათ მობილური სკოლები და დაეწესებინათ უფასო ან სუბსიდირებული სასკოლო კვება. ამის შედეგად, 2015 წელს კი სასკოლო ასაკის ბავშვთა 91% ჩაირიცხა სკოლაში. სამომავლოდ იგეგმება, რომ მსგავსი მიდგომით განხორციელდეს დაკვირვება საშუალო და დამამთავრებელ კლასებზე, რომ დადგინდეს ვინ და რატომ ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს.


ელენე ნამორაძე

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ნამორაძე
ელენე ნამორაძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0