x
image
არჩილ ვერულიძე
10 გასაკვირი ფაქტი წიგნების შესახებ
9 აგვისტო - წიგნების მოყვარულთა მსოფლიო დღეა!

image

1. .. Google- მა დათვალა მსოფლიოში ყველა მხატვრული, ჟურნალისტური და სამეცნიერო ნაშრომის რაოდენობა. აღმოჩნდა, რომ დედამიწაზე წიგნების მთლიანი რაოდენობაა - 129, 864, 880.


2. მსოფლიოში ერთ – ერთი უჩვეულო წიგნია დანტეს ღვთაებრივი კომედია, რომელიც ბენედიქტელი ბერის გაბრიელ ჩელანის მიერ არის დაწერილი 80 x 60 სმ ფურცელზე. ყველა 14, 000 ლექსი მარტივად შეგიძლიათ წაიკითხოთ შეუიარაღებელი თვალით, და თუ შორიდან შეხედავთ ფურცელს დაინახავთ იტალიის ფერად რუკას. ამ ნაშრომს ჩელანიმ ოთხი წელი შეალია.



3. ყველაზე ძვირად ღირებულ წიგნად ამჟამად ითვლება უნიკალური "აპოკალიპსი" გამოქვეყნებულია ფრანგი ჯოზეფ ფაურის მიერ. წიგნი შეფასებულია 100 მილიონ ძველ ფრანკად. იგი გამოფენილია პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.


4."სამედიცინო ხელოვნების ერთადერთი და ღრმა საიდუმლოებები" ეს არის დალუქული 100 გვერდიანი წიგნის სათაური, რომელიც ცნობილი ჰოლანდიელი ექიმის ჰერმან ბერჰავეის ნივთებს შორის იქნა ნაპოვნი 1738 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ.წიგნი აუქციონზე გაიყიდა $ 10, 000-ის ოქროს ღირებულებით. ბეჭდის ახსნის შემდეგ გაირკვა, რომ მისი გვერდები ცარიელი იყო. მხოლოდ სათაურის გვერდზე ეწერა: " გქონდეთ თავი სიცივეში, ფეხები კი სითბოში და თქვენ საუკეთესო ექიმსაც კი ღატაკად აქცევთ"


5. ლიტერატურათმცოდნეებმა გამოიანგარიშეს, რომ შექსპირის წიგნებში სიტყვა "სიყვარული" არის ნახსენები 2259 ჯერ, ხოლო "სიძულვილი" მხოლოდ 229 ჯერ.


6. მსოფლიოში ყველაზე კითხვად წიგნებს შორის პირველი ადგილი, უდავოდ, ბიბლიას ეკუთვნის. მისი მთლიანი ტირაჟი ექვსი მილიარდი ეგზემპლარია. მეორე ადგილზეა მაო ძედუნის ციტატები, მესაამე კი ბეჭდების მბრძანებელს ერგო.


7. კვლევებმა აჩვენა, რომ 4-6 წლი ყველაზე ხელსაყრელი ასაკია ბავშვისთვის კითხვის შესასწავლად. 6-7 წლის შემდეგ, კითხვის სწავლა უფრო რთულია.


8. წიგნები, რომლებიც ჩაფიქრებული და დაწერილია გისოსებს მიღმა: დონ კიხოტი, ავტორი - მიგელ დე სერვანტესი, პილიგრიმის მოგზაურობა, ავტორი - ჯონ ბუნიანი, ციხის აღსარება, ავტორი - ოსკარ უაილდი, "ხელმწიფე" ავტორი - ნიკოლო მაკიაველი.


9. ბიბლიოკლეპტომანი არის ადამიანი, რომელიც იპარავს წიგნებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიბლიოკლეპტომანია სტივენ ბლუმბერგი, რომელმაც 268 ბიბლიოთეკიდან 23 000-ზე მეტი იშვიათი წიგნი მოიპარა. თავისი კოლექციის შესაქმნელად, რომელიც დაახლოებით 20 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ბლუნბერგმა სხადასხვა მეთოდი გამოიყენა: ზოგჯერ ის იპარებოდა ბიბლიოთეკაში სავენტილაციო სისტემის და ლიფტის შახტის გამოყენებითაც კი.


10. ბასტილიის ციხის პატიმრები არამხოლოდ ადამიანები იყვნენ. ერთხელ იქ იყო გამოკეტილი, ცნობილი ფრანგული ენციკლოპედია, Jean Le Rond D'Alembert-ის მიერ შედგელი. წიგნს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის ზიანს აყენებდა ეკლესიასა და საზოგადოებრივ მორალს.

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0