x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე 100 მილიონი წლის წინ დამარხული ბაქტერიები აღმოაჩინეს

იაპონიაში მდებარე კოჩის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, წყნარი ოკეანის ფსკერზე არსებულ ნალექში 100 მილიონი წლის წინ დამარხული ბაქტერიები აღმოაჩინეს და შესაბამის ლაბორატორიულ პირობებში მათი გაცოცხლება შეძლეს.

image

მიკრობები ლაბორატორიაში, მინის ჭურჭელში მოათავსეს და ჟანგბადითა და ენერგიის აღსადგენად საჭირო ნახშირბადისა და აზოტის შემცველი ნივთიერებებით მოამარაგეს. ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ, ერთუჯრედიანი ორგანიზმების 99 პროცენტი გაცოცხლდა და გამრავლდა კიდეც.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბაქტერიებმა საკვების მარაგი მთლიანად მოიხმარეს, გაყოფის შედეგად კი მათი რაოდენობა 10 ათასჯერ გაიზარდა. პოლარული წრის მიღმა არსებული მკაცრი კლიმატისა თუ უდაბნოს გაუსაძლისი სიცხის პირობებში მიკრობებს განსაკუთრებული სასიცოცხლო უნარები არაერთხელ გამოუვლენიათ, ახლა კი ამ ჩამონათვალს წყნარი ოკეანის ფსკერიც დაემატა.

სიცოცხლე ოკეანის ფსკერის სიღრმეშიც, კლდოვან საფუძვლამდე ვრცელდება. სპეციალისტები გაცოცხლებული ბაქტერიების უკეთ შესწავლას გეგმავენ და ვარაუდობენ, რომ ეს მათი ევოლუციისა და ჩვენი პლანეტის ეკოსისტემაში შემავალი ორგანიზმების გავრცელების არეალის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0