x
image
არჩილ ვერულიძე
როგორ იქცა ხუთი რგოლი ოლიმპიური თამაშების სიმბოლოდ
image

ყველა ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ოლიმპური თამაშები, რათქმაუნდა, შეამჩნევდა, რომ ოლიმპიადის ერთ-ერთი სიმბოლოა თეთრი დროშა, მასზე გამოსახული ხუთი სხვადასხვა ფერის ერთმანეთში გადაჯაჭვული რგოლით. ზედა რიგი - ცისფერი, შავი, წითელი, ქვედა - ყვითელი და მწვანე. და მაინც რატომ არის სხვადასხვა ფერის რგოლები ოლიმპიური თამაშების სიმბოლო?


1892 წელს, ახალგაზრდა ფრანგი საზოგადო მოღვაწე, პიერ დე კუბერტინი, პარიზის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა თემაზე: "ოლიმპიზმის დაბრუნება" ამ დროს კუბერტინი 29 წლის იყო, იგი დიდი გატაცებით წარმოთქვამდა, რომ სპორტი ძალიან დიდ როლს ასრულებს კაცობრიობის ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში. ამიტომ აუცილებელია იმართებოდეს ოლიმპიური თამაშები ძველი საბერძნეთის მაგალითზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები, ოთხ წელიწადში ერთხელ. კუბერტინის იდეებმა მხარდაჭერა იპოვნეს, უკვე 1894 წელს გადაწყდა, რომ ჩვენი დროის პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარებულიყო მათ სამშობლოში - საბერძნეთში. გრანდიოზული ღონისძიების გამართვა დაიგეგმა 1896 წლისთვის. თამაშები მართლაც გაიმართა, მათში 14 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.


1913 წელს, დაუოკებელმა პიერ დე კუბერტინმა წამოაყენა შეთავაზება იმის შესახებ, რომ ოლიმპიური თამაშების სიმბოლოდ გამოეყენებინათ თეთრი დროშა, რომელზეც ხუთი რგოლი იქნებოდა გამოსახული. შვიდი წლის შემდეგ, ანტვერპენში ჩატარებულ თამაშებზე, დროშა უკვე ამშვენებდა ოლიმპიურ არენას. სხვათა შორის, ეს დროშა დღემდე შენარჩუნებულია. ის ინახება ოლიმპიური თამაშების მუზეუმში, რომელიც მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ლოზანში. დაიგეგმა, რომ პირველად ეს დროშა იქნებოდა წარმოდგენილი 1916 წლის თამაშებზე, მაგრამ ისინი არ ჩატარებულა, მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი.



ყველაზე გავრცელებული მოსაზრება რგოლების ფერების არჩევის შესახებ ასეთია - ისინი სიმბოლიზირებენ ხუთ კონტინენტს. ცისფერი - ევროპა, შავი - აფრიკა, წითელი - ამერიკა, ყვითელი - აზია, მწვანე - ავსტრალია. აკლია მხოლოდ ანტარქტიდა, რაც იმით აიხსნება, რომ ანტარქტიდაზე არ არის მუდმივი მოსახლეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც სპორსმენები არსებობენ, რომლებიც ამ კონტინენტს წარმოადგენდნენ.

ვერსია დამაჯერებელია, მაგრამ არა ერთადერთი. ზოგიერთი სპორტული ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ბარონ პიერ დე კუბერტინს, დროშაზე მუშაობის დროს, საერთოდ არ ჰქონდა მხედველობაში კონკრეტული კონტინენტები. უბრალოდ, ეს ექვსი ფერი, რომელიც არის დროშაზე (მეექვსე ფერია თეთრი), მოიცავს მსოფლიოს ქვეყნების ყველა ეროვნულ ფერს.


შვეიცარიელი ფსიქოლოგი კარლ იუნგი კიდევ უფრო შორს წავიდა ამ თემაში, რომელმაც თქვა, რომ ეს არ არის არც დროშების და არც კონტინენტების ფერები. თითოეული გროლი წარმოადგენს სპორტის გარკვეულ სახეობას. ცისფერი- ცურვა, შავი - სროლა, წითელი - სროლა, ყვითელი - სირბილი, მწვანე - ხტომა.


გამოდის, რომ ოლიმპიური დროშის საიდუმლოება კვლაცაც ამოუხსნელი რჩება. შეიძლება თავად პიერ დე კუბერტინმა მასში სრულიად განსხვავებული აზრი ჩადო? ნებისმიერ შემთხვევაში, თითქმის ასი წლის განმავლობაში, ეს რგოლები ოლიმპიური თამაშების შეუცვლელი ატრიბუტია. და ზოგჯერ სასაცილო ისტორიებიც ხდება მათთან დაკავშირებით.


მაგალითად, 1972 წელს იაპონიის ქალაქი საპორო ემზადებოდა ზამთრის თამაშების მასპინძლობისათვის. რეპეტიციის დროს ერთ-ერთმა მაყურებელმა შენიშნა, რომ დროშაზე რგოლები განლაგებული იყო არა იმ თამიმდევრობით, როგორც ეს მითითებულია ოლიმპიურ ქარტიაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები აღშფოთებულნი იყვნენ: აღმოჩნდა, რომ ეს "არასწორი" დროშა" გამოიყენებოდა ოლიმპიადაზე 1952 წლიდან. უცნაურია, მაგრამ აქამდე არავის შეუმჩნევია ცდომილება. .

0
817
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
817
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0