x
მეტი
  • 25.09.2020
  • სტატია:103528
  • ვიდეო:347803
  • სურათი:467853
გამომცელობა „პალიტრა L“ -ის „ლიტერატურული გაჩერება“ გრძელდება
image


გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" 15 წლი­საა და სა­ი­უ­ბი­ლეო წელს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს.


ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი კახეთიდან დაიწყო, ჩატარდა გამოფენა-გაყიდვა, მაკულიტერატურის აქცია, რომლის ფარგლებშიც, მსურველებმა ჩააბარეს უსარგებლო თაბახის ფურცლები, რვეულები, ძველი წიგნები და გადაცვალეს ახალ წიგნებზე. მომხმარებელი 300- მდე წიგნიდან მათთვის სასურველ ჟანრს ირჩევდა.


თელავში გაიმართა ინტერაქციული წიგნის - „ფენიქსის“ პრეზენტაცია. ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი თელაველ მკითხველს შეხვდნენ.



"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით იყო “პა­ლიტ­რა L” თე­ლავ­ში ჩა­მო­სუ­ლი. ეს გა­მომ­ცე­ლო­ბა ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლია და ცდი­ლობს, სულ შე­მო­ი­ტა­ნოს კრე­ა­ტი­ვი. თე­ლა­ვის თე­ატ­რის წინ 2 დღეს ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო, მო­დი­ოდ­ნენ ოჯა­ხე­ბი და ცვლიდ­ნენ ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მა­კუ­ლა­ტუ­რას. ყი­დუ­ლობ­დნენ ახალ წიგ­ნებს ფას­დაკ­ლე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია და იმე­დია, მუდ­მი­ვად ჩა­ტარ­დე­ბა", - ფიქ­რია ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი, თელავის მერის მოადგილე.


წიგნების გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით ამბროლაურსა და ონშიც გაიმართა. აქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია - მსურველებმა 300-ზე მეტი დასახელებიდან მათთვის სასურველი ლიტერატურა შეარჩიეს.


"ლიტერატურული ქარავანი" ზუგდიდსაც ესტუმრა, სადაც ბოტანიკური ბაღის ღია ბიბლიოთეკაში „ფენიქსის“ პრეზენტაცია გაიმართა.


"მაკულიტერატურის" პროექტის აქციაში მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგნ­ზე გა­დაეცვალათ. გა­ი­მარ­თა წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით.


თუ გიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა, გინ­და აღ­მო­ა­ჩი­ნო ახა­ლი წიგ­ნე­ბი და შე­ი­ძი­ნო დიდი ფას­დაკ­ლე­ბით, იმოგ­ზა­უ­რო და და­ეს­წრო სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, გაც­ვა­ლო უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რა ახალ წიგ­ნებ­ში და მო­უფრ­თხილ­დე გა­რე­მოს, მა­შინ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა მო­დის შენ­თან!


image


გთა­ვა­ზობთ "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბის" გან­რიგს:


3-4 აგ­ვის­ტოს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა სვა­ნე­თის მთებ­ში და­ბა­ნაკ­დე­ბა დამეს­ტი­ა­ში წიგ­ნე­ბის-გა­მო­ფე­ნა გა­ყიდ­ვა გა­ი­მარ­თე­ბა;


10 აგ­ვის­ტო - "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" ყაზბეგში;


12 აგ­ვის­ტო - "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" სი­ო­ნში;


13 აგ­ვის­ტო - "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" სუ­რა­მში;


14-15-16 აგ­ვის­ტო - ზა­ფხუ­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ბა­თუმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა და ბა­თუ­მე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ელით.


14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყე­ბა „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ აქ­ცია, რო­მე­ლიც 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა და 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რას 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგნ­ზე გა­დაც­ვლით.


ასე­ვე, 14 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ღონისძიება „ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“, სადაც სპიკერები იქნებიან: დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე და რევაზ კოპალაძე. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ "ლურჯი ოკეანის" ფეისბუქ გვერდს:


15 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის თი­ნა­თინ ბე­რი­ძის წიგ­ნის „მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის“ პრე­ზენ­ტა­ცია. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა", 19:00 სთ.


16 აგ­ვის­ტოს, 19:00 სა­ათ­ზე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" გა­ი­მარ­თე­ბა ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნის, ფე­ნიქ­სის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­საც „ლი­ტე­რა­ტუ­რულ ექ­სპე­რი­მენ­ტსაც“ უწო­დე­ბენ. ბა­თუმს ეწ­ვე­ვი­ან ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი: ტო­რე­სა მოსი, თეა ინა­სა­რი­ძე, ელის დოჯ­სო­ნი და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი.


17 აგ­ვის­ტოს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა ოზურ­გეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს (მის: 9 აპ­რი­ლის პარ­კი). გუ­რუ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაც­ვა­ლონ მა­კუ­ლა­ტუ­რა ახალ წიგ­ნებ­ში და ასე გა­და­არ­ჩი­ნონ გა­რე­მო. (1კგ = 1 ლარს). 19:00 სა­ათ­ზე, კა­ფე­ში "რვას + 1" (გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სის #3) "ფე­ნიქ­სის" ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.


18 აგ­ვის­ტოს ოზურ­გეთ­ში დას­რულ­დე­ბა "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" აქ­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რას 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგნ­ზე გა­დაც­ვლით.


19 აგ­ვის­ტოს - "პა­ლიტ­რა L-ის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა ბახ­მა­რო­ში დას­რულ­დე­ბა.



0
4
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0