x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ჰიგიენური საფენის შექმნის ისტორია- იცით თუ არა, რომ პირველი ჰიგიენური საფენები ქალებისთვის, ჯარისკაცების ბინტების საშუალებით დამზადდა?

image

ქალისთვის ალბათ ყველაზე საჭირო ნივთის შექმნა დაკავშირებულია ცელუკოტონის და ცელულოზის ბამბის შექმნასთან და პირველ მსოფლიო ომთან. მათი წარმოება კი ჯერ კიდევ მპირველ მსოფლიო ომამდე დაიწყო აშშ-ში პატარა კომპანია Kimberly-Clark-მ.

1914 წელს კომპანიის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა ერნესტ მალერმა და კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა ჯეიმს კიმბერლიმ გერმანიაში, ავსტიასა და სკანდინავიაში მოინახულეს ცელულოზა-ქაღალდის წარმოების ფაბრიკები, სადაც მათთვის საჭირო მატერიალი შეამჩნიეს, ის სითხეს ორჯერ უფრო სწრაფად იწოვდა და გაცილებით იაფი ღირდა ვიდრე ბამბა.

კიმბერლიმ და მალერმა ნაჭრის ნიმუშები ამერიკაში წაიღეს, სადაც სავაჭრო ნიშნით დაარეგისტრირეს.

image

1917 წელს ამერიკა პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო და Kimberly-Clark მა მატერიის წარმოება დაიწყო. წითელი ჯვრის მედდებმა მატერიალს სულ სხვა დანიშნულება უპოვეს. ისინი დაშავებული ჯარისკაცებისთვის ბინტების სახით გამოიყენებოდა, რადგანაც სისხლს სწრაფად იწოვდა. სწორედ ეს გახდა ფირმის ძირითადი საარსებო წყარო.

image

ომის დასრულების შემდეგ, 1918 წელს წარმოება შეჩერდა, რადგანაც არც ჯარისკაცები და არც წითელი ჯვრის მედდები მათ აღარ იყენებდნენ. თითქმის 100 წლის წინ Kimberly-Clark-მ შეისყიდა ჯარისკაცებისგან ცელულოზის ბამბის დარჩენილი ნაწილი და ახალი საბაზრო მარკა ჩამოაყალიბა. თითქმის 2 წლიანი ინტენსიური კვლევების და მუშაობის შემდეგ, კომპანიამ შექმნა პირველი ჰიგიენური საფენი, რომელის ცელულოზის ბამბის 40 ძალიან თხელი გადახვეული ფენისგან შედგებოდა. ახალ პროდუქტს Kotex დაარქვეს ( შემოკლებული cotton texture დან), ხოლო პროდუქტის გაყიდვა 1920 წლიდან დაიყო.

imageimage

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0