x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
იცით, რომ დეტალები თქვენს ჩაცმულობაში, თქვენს პიროვნებას ასახავს?

ჩაცმულობა და აქსესუარები ადამიანის პიროვნებას ასახავს, მეტიც, მათ შეუძლიათ თანამოსაუბრეს თქვენზე ზუსტი შთაბეჭდილება შეუქმნან:

1. ბეჭდები

imageimage

ბეჭდის შუა თითზე ტარება, განსაკუთრებით თუ ბეჭედი ერთი დიდი თვლითაა მორთული, მიუთითებს იმაზე, რომ რომ ძლიერი თვითშეფასების გრძნობა გაქვთ, ადვილად განსაზღვრავთ რა არის სიცრუე და რა სიმართლე. ბეჭედი საჩვენებელ თითზე მიუთითებს იმაზე, რომ გიყვართ სხვების ხელმძღვანელობა და მართვა, ხოლო ნეკა თითზე ტარება პიროვნების დემონსტრირების ნათელი მაგალითია.

2. ოქრო და ვერცხლი

image

ყვითელი ოქროს სიყვარული ხშირად კონსერვატიულ ნატურებში გვხვდება, ოქროს სამკაულებს ირჩევენ ზომიერად გაწონასწორებული, ენერგიული და ემოციური პიროვნებები. ვერცხლს კი უპირატესობას ანიჭებენ უკრო კრეატიული და ხელოვანი პიროვნებები, მათ იციან რაც უნდათ და მიზნისკენ ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად მიდიან.

3. ფეხსაცმელი

image

მაღალი ქუსლები მიუთითებს მათი მეპატრონის პასიურობაზე. მაღალქუსლიანების მოყვარულებს სურთ, რომ “ხელით ატარონ'' და მფარველობა სჭირდებათ. ამგვარი ფეხსაცმელი მათ უფრო თავდაჯერებულს ხდით. აი დაბალქუსლიან ფეხსაცმელებს კი უპირატესობას ანიჭებენ ისინი, ვინც საკუთარ თავში და სილამაზეში დარწმუნებულები არიან და დამატებით “ეშმაკობებზე'' არ მიდიან. სამსახურში ასეტი პიროვნებები ნამდვილი რუხი კარდინალები არიან.

4. ჩანთა

image

ქალები, რომლებსაც ნაზი ჩანთები მოსწონთ ჯაჭვით, ხშირად დახვეწილი პიროვნებები არიან და გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევენ, ასევე სამუშაოს დროს სჩვევიათ სხვა რამეზე ყურადღების გადართვა, ხოლო კლატჩების მოყვარულები უფრო დავშეკავებულები და ორგანიზებულები არიან.

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0