x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
ესპანეთში 23 წლის ნაზი მეზვრიშვილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
imageესპანეთში, ქალაქ ვალენსიის ერთ-ერთი პარკში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის ნაზი მეზვრიშვილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.


ახალგაზრდა გოგონა თელავის რაიონის სოფელ კისისხევიდან იყო, სკოლა თბილისში დაამთავრა, ესპანეთში მეუღლესთან ერთად სამშაოდ 2 წლის წინ წავიდა.წყვილი ესპანეთში მოხუც ცოლ-ქმარს უვლიდა და პირობებით კმაყოფილები იყვნენ.


” ნაზის 2 დღის ვემესიჯებოდი და ისეთი შემართებით იყო და ისეთი გეგმები ქონდა, თავს არ მოიკლავდა, არ ქონდა სამაგისო მიზეზი. პირიქით, დედის წაყვანა უნდოდა, ბავშვი რომ დაიბადებოდა, რომ იმას მოევლო და თვითონ ემუშავათ. ესპანეთში 5 წლით იყვნენ წასულები და თბილისში ბინის ყიდვა უნდოდათ. ჯერ-ჯერობით ოჯახს არანაირი ვერსია არ გვაქვს, რა მოხდა, გვეუბნებიან, რომ სამშაბათს ყველაფერი გვეცოდინება”, - განაცხადა გარდაცვლილის დეიდამ "რეგიონული კვირასთან" ინტერვიუში.

image


გარდაცვლილის ბებია იხსენებს, რომ მის შვილიშვილს სიკვდილამდე ესპანეთში მცხოვრები ქართველი ქალი ემუქრებოდა, რომელიც, მისი ინფორმაციით, გარდაცვლილის სახლში ცხოვრობდა. ქალმა მას ფული მოპარა და გოგონას ემუქრებოდა, რომ თუ პოლიციაში იჩივლებდა, შურს იძიებდა.

საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

“ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და ისინი ყოველდღიურ კონტაქტში იმყიფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ამაჟამს ცხედარს ურატდება ექსპერტიზა რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება მისი გადმოსვენება. სხვა მხრივ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია”.- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0
419
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0