x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103588
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
5 საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტი ავტომანქანების შესახებ
ავტომოყვარული თუ ხარ, ალბათ ის საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტებიც გაინტერესებს, რაც ავტომანქანების შესახებ მთელ მსოფლიოში დაგროვდა. სწორედ ასეთ ფაქტებზე გვექნება საუბარი ამ სტატიაში.


1. მართვის უძველესი მოწმობა


მართვის პირველი მოწმობა გაიცა 1888 წლის პირველ აგვისტოს. მისი მფლობელი გახდა ავტომანქანის გამომგონებელი კარლ ბენცი. მას მანჰაიმში გადასცეს მოწმობა, რომლის თანახმად გამომგონებელს “დაპატენტებული მოტორიანი ავტომობილით საცდელი მგზავრობების წამოწყება” შეეძლო.


2. წითელი შუქი



მეცნიერებმა დაიანგარიშეს, რომ საშუალოდ მძღოლი ცხოვრების მანძილზე 2 კვირას შუქნიშანთან, მწვანე შუქის მოლოდინში ატარებს.


3. მთვარის ავტომობილები


“ნასას” მისიების ფარგლებში მთვარეზე 3 ავტომობილია გაგზავნილი. ელექტრომობილები ასტრონავტებმა ბარგის გადასაადგილებლად და სამგზავროდ გამოიყენეს. იმის გამო, რომ ისინი უკან აღარ დაუბრუნებიათ, ავტომანქანები სამარადისოდ მთვარეზე დატოვეს. მათი დანახვა მთვარის ზედაპირზე უძლიერესი ტელესკოპების მეშვეობითაც კი შესაძლებელია.


4. დედოფალი ელისაბედი და სატვირთო მანქანა


როგორც ცნობილია, ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე უკვე 70 წელია, რაც ავტომანქანას ატარებს. მაგრამ მართვის უფლების მოსაპოვებლად მას გამოცდა არასოდეს არ ჩაუბარებია. მას ეს არც სჭირდება. დედოფალ ელისაბედს, როგორც მონარქს, უფლება აქვს, ავტომანქანა მართვის უფლების გარეშე ატაროს.


როგორც ცნობილია, დედოფალი მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის არმიაში არც მეტი და არც ნაკლები... სატვირთო ავტომანქანის მძღოლი იყო.


5. ჩინური საცობი


დაუჯერებელია, მაგრამ საცობი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი საცობის სახელით არის ცნობილი, 12 დღის მანძილზე გაგრძელდა. ის წარმოიშვა სატვირთო მანქანი ავარიის შედეგად, 2010 წელს. ეს საცობი 100 კილომეტრის მანძილზე იყო გადაჭიმული, პეკინის და ტიბეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე.


ავტო

0
387
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0