x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352388
  • სურათი:508424
კოლონიალისტების მიერ კენიური კლანის მემკვიდრეობამ "ბოროტი ბრენდი" შექმნა
კენიის ტერიტორია, ბევრი მეცნიერის აზრით, შედის რეგიონში, რომელიც კაცობრიობის უძველესი სამშობლოა. ტურკანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე აღმოჩენილია შრომის იარაღები ადამიანის წინაპარის მაშთები, რომლებიც დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.

გაცილებით მოგვიანებით კენიის ტერიტორია დასახლდა ადამიანებით, რომლებიც თავიანთი იერით ახლო იყვნენ დღევანდელ ეთიოპიურ რასასთან. იქ ასევე ცხოვრობდნენ კაპოიდების (დღეისათვის სამხრეთაფრიკული) რასის ტიპის ტომები. მოგვიანებით დასავლეთიდან მოვიდნენ ნეგროიდული რასის ბანტუს ხალხის ტომები, დღევანდელი პოკომოს, სუაჰილის და მიჯიკენდას წინაპრები.

VII—VIII საუკუნეებში კენიის სანაპიროზე ჩამოყალიბება დაიწყო სუაჰილის ხალხის სავაჭრო ცენტრებმა (ლამუ, მანდა, პატე, მალინდი, მომბასა და სხვა). ისინი დაკავებულები იყვნენ შუამავალი ვაჭრობით აფრიკის შიდა რაიონებიდან და ინდოეთში და არაბეთში. აფრიკიდან გაჰქონდათ რკინა, ოქრო, სპილოს ძვალი, მარტორქის რქა, მონები, ხოლო შემოჰქონდათ ლითონის იარაღი, ხელნაკეთი ნაწარმი, ქსოვილი.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1498 წელს კენიის ნაპირებთან მიცურდნენ პორტუგალიური ექსპედიციის გემები ვასკო და გამას მეთაურობით, რომლებიც ეძებდნენ საზღვაო გზას ინდოეთში. XVI საუკუნის დასაწყისში პორტუგალიელებმა დაიპყრეს ბევრი საპორტე ქალაქი კენიის სანაპიროზე, რათა გამოეყენებინათ ისინი, როგორც საშუალედო პუნქტი ინდოეთის გზაზე.


მაგრამ XVII საუკუნის შუაში ომანის სასულთნოს მმართველებმა დაიწყეს პორტუგალიელების გაყრა კენიიდან. 1699 წლისთვის ომანის იმამმა სულთან იბნ სეიფმა საბოლოოდ დაიპყრო მომბასა და გაყარა პორტუგალიელები მთელი სანაპირო ზოლიდან. ომანის მმართველებმა ხელისუფლების სათავეში დააყენეს საკუთარი ხელქვეითები ადგილობრივი მოსახლეობიდან, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ არაბულ წარმოშობაზე.

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისისთვის კენიის ეკონომიკის საფუძველი იყო მონათვაჭრობა. არაბი მონების ვაჭრების ერთ-ერთი მთავარი გზა აღმოსავლეთ აფრიკაში იყო მომბასიდან აფრიკულ სახელმწიფო ვანგამდე.

XIX საუკუნის დასაწყისში მომბასაში აღმოცენდა სეპარატისტული ტენდენციები — მაზრუის სუაჰილური დინასტია ესწრაფოდა ზანზიბარის სასულთნოდან დამოუკიდებლობას და საკუთარი ძალაუფლების დამყარებას აღმოსავლეთი აფრიკის მთელ სანაპირო ზოლზე.

1824 წელს მაზრუის დინასტიამ აღიარა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი მომბასაზე. მაგრამ ამან მათ ვერ უშველა. 1828 წელს ზანზიბარის სულთანმა მომბასაში გააგზავნა ფლოტი და გაანადგურა მაზრუის ჯარი. ომი გაგრძელდა 1837 წლამდე და დამთავრდა ზანზიბარის სულთნის გამარჯვებით. მაზრუის ოჯახის ყველა წევრი მონების სახით გააგზავნეს ომანში.

1846 წლიდან კენიაში გამოჩნდნენ ქრისტიანი მისიონერები, ჯერ სანაპიროზე, ხოლო შემდეგ სანაპიროს სიღრმისეულ რაიონებში.

1870-იანი წლებიდან აღმოსავლეთი აფრიკა გახდა წინააღმდეგობის ობიექტი ევროპულ დიდ სახელმწიფოებს შორის, უპირველეს ყოვლისა, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის. 1886 წელს მათ დადეს შეთანხმება აღმოსავლეთი აფრიკის გაყოფის შესახებ, რის თანახმადაც თანამედროვე კენიის ტერიტორია შევიდა ბრიტანეთის გავლენის სფეროში.

1890 წელს დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ დადეს ეგრეთ წოდებული ჰელგოლანდის შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრიტანელებმა გერმანიას მისცეს პატარა კუნძული ჰელგოლანდი, მის ჩრდილოეთ სანაპიროზე, აღიარეს გერმანიის უფლება ტანგანიიკაზე (თანამედროვე ტანზანიის მატერიკული ნაწილი), ხოლო სანაცვლოდ მიიღეს უფლება კენიაზე და ზანზიბარზე.

1890 წლიდან ბრიტანელებმა დაიწყეს კენიის შიდა რაიონების ნაყოფიერი მიწების ინტენსიური ათვისება და აარსებდნენ „თეთრ“ დასახლებულ კოლონიებს. უკვე 1897—1901 წლებში აშენდა რკინიგზა და კავშირგაბმულობის ხაზი მომბასიდან ვიქტორიის ტბამდე. ბრიტანელი-დამსახლებლები ქმნიდნენ მსხვილ პლანტაციურ მეურნეობებს, მათ შორის საექსპორტო კულტურების, როგორებიცაა — ჩაი, ყავა, აგავა. ბრიტანელები ქმნიდნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების და სამომხმარებლო საქონლის საწარმოებს, ინფრასტრუქტურებს და სხვა.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში გააქტიურდა ბრიტანელთა იმიგრაცია კენიაში. 1902 წელს აღმოსავლეთი აფრიკის პროტექტორატის ადმინისტრაციულ ცენტრში, ნაირობიში, ბრიტანელმა დასახლებულებმა შექმნეს პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია — კოლონისტების ასოციაცია. 1906 წელს ბრიტანეთის გუბერნატორთან ჩამოყალიბდა ორი საბჭო — აღმასრულებელი და საკანონმდებლო, რომელშიც შედიოდნენ მხოლოდ თეთრები.

1907 წელს ბრიტანეთის გუბერნატორის განკარგულებით კენიაში აიკრძალა მონათმფლობელობა, რომელსაც ტრადიციული სახე ჰქონდა ადგილობრივ აფრიკულ ტომებში.

XX საუკუნიდან კენიის სანაპიროზე განვითარება დაიწყო ისლამმა.

პირველი მსოფლიო ომის წლებში ბრიტანეთის ხელისუფლებამ არმიაში მობილიზაცია გაუკეთა დაახლოებით 200 ათას კენიელს, ძირითადად სამხედრო ტვირთების მზიდავების სახით, მაგრამ რამდენიმე ათასმა ადგილობრივმა შავკანიანმა (სამეფო აფრიკელი მსროლელების კორპუსის შემადგენლობაში) უშუალო მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მოქმედებებში გერმანიის ჯარების წინააღმდეგ აღმოსავლეთ აფრიკაში.

1927 წლიდან საკანონმდებლო საბჭოში შევიდნენ არაბების და აზიელების (ძირითადად სამხრეთ აზიიდან) არჩეული წარმომადგენლები, საკანონმდებლო საბჭოში შავკანიანებმა პირველი ადგილი მიიღეს მხოლოდ 1944 წელს, მაშინვე შეიქმნა კენიის აფრიკელების ასოციაცია (1946 წლიდან — კენიის აფრიკელების კავშირი (კაკ)), ქვეყანაში პირველი მასობრივი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სათავეში ჩაუდგა განმანთავისუფლებელ ბრძოლას. კაკ-ის პროგრამა შეიცავდა შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: პოლიტიკური ხელისუფლების აფრიკელებისთვის გადაცემა, უფლებების გარანტია ყველა რასობრივი უმცირესობისთვის და რასობრივი დისკრინიმაციის ლიკვიდაცია, აფრიკელთა მიწაზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, პროფკავშირების მოღვაწეობის თავისუფლება, არჩევნების დაუყოვნებელი ჩატარება.

1949 წელს შეიქმნა პროფკავშირების აღმოსავლეთ-აფრიკული კონგრესი (პააკ), რომელმაც პირველად გააერთიანა შავკანიანი და ინდოელი მუშები. გაძლიერდა საგაფიცვო მოძრაობა. 1950 წლის მაისში პააკ-ის ხელმძღვანელის დაპატიმრების პასუხად ნაირობიში ჩატარდა საყოველთაო გაფიცვა.

1952 წლის ოქტომბერში კენიაში დაიწყო „მაუ-მაუს აჯანყება“. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა. კოლონიალურმა ხელისუფლებამ დააპატიმრა კაკ-ის 86 ლიდერი, მათ შორის კაკ-ის თავმჯდომარე (1947 წლიდან) ჯომო კენიატა. „მაუ-მაუს“ ტერორისტული ორგანიზაციის“ ხელმძღვანელობის ყალბი ბრალდებით. კენიატას და კაკ-ის სხვა 5 ხელმძღვანელს 1953 წლის აპრილში მიუსაჯეს 7 წელი თავისუფლების აღკვეთა თითოეულს, ივნისში კაკ აიკრძალა. (1959 წელს აღმოჩნდა, რომ კენიატას და კაკ-ის სხვა ლიდერების ბრალდებისთვის და ციხეში ჩასმისთვის პოლიციამ მოისყიდა მოწმეები).

მაუ-მაუს აჯანყებაში მონაწილეობას ძირითადად იღებდნენ კიკუიუს, ემბუს, მერუს ტომები. ზოგიერთი შეფასებით, პარტიზანული არმიის რაოდენობა შეადგენდა 30, ან 50 ათას მებრძოლსაც კი. ამ არმიას ხელმძღვანელობდა 32 წლის დედან კიმატი, კიკუიუს ტომიდან, რომელსაც ჰქონდა ბრიტანეთის არმიაში სამსახურის გამოცდილება.

მაუ-მაუს სასროლი იარაღით, ასევე ლახვრებით, მშვილდ-ისრებით და დანებით შეიარაღებული პარტიზანები, თავს ესხმოდნენ ადგილობრივი პოლიციის განყოფილებებს, ხოცავდნენ იმ შავკანიანებს, რომლებიც ბრიტანელებთან მუშაობდნენ, ძარცვავდნენ და წვავდნენ ბრიტანელი დასახლებულების ფერმერულ მეურნეობებს.

ოფიციალური მონაცემებითაც კი 1955 წლისთვის 11 ათასზე მეტი აფრიკელი იქნა დახოცილი, 60 ათასზე მეტი იმყოფებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში. სადამსჯელო ექსპედიციებისგან თავის დასაცავად, მოსახლეობა გარბოდა მთებში და ქმნიდა პარტიზანულ რაზმებს. წინააღმდეგობის ძირითადი ცენტრები გახდნენ ძნელადმისადგომი ტყის მასივები კენიის და აბერდერის მთებში.

1956 წელს მაუ-მაუს პარტიზანები გაანადგურეს, მათი მეთაურების უმრავლესობა მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს, მათ შორის მთავარსარდალი დედან კიმატიც კი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.

იმავე 1956 წელს აფრიკელებს მიეცათ შეზღუდული საარჩევნო უფლება.

1960 წლის 12 იანვარს კოლონიალურმა ხელისუფლებამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად გააუქმა საგანგებო მდგომარეობა და ნება დართო შექმნილიყო აფრიკული პოლიტიკური პარტიები. 1961 წლის მარტში ჩატარდა საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები (1961 წლის თებერვალში ძალაში შესული კონსტიტუციის საფუძველზე), რომელმაც 1960 წელს შექმნილ კენიის აფრიკელთა ეროვნულ კავშირს მოუტანა უმრავლესობა — KANU (23 ადგილი), ხოლო იმავე წელს შექმნილმა კენიის აფრიკელთა დემოკრატიულმა კავშირმა დაიკავა მეორე ადგილი — KADU (16 ადგილი). მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტია მხარს უჭერდა დამოუკიდებლობის მოპოვებას, მათ შორის გაჩნდა მნიშვნელოვანი უთანხმოებები, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. KANU (სარგებლობდა მოსახლეობის ორი მსხვილი ეთნიკური ჯგუფის მხარდაჭერით — კიკუიუ და ლუო) მხარს უჭერდა უნიტარულ სახელმწიფოს, ხოლო KADU (გამოხატავდა სანაპირო ზოლის ხალხების და მთიანეთის მცირერიცხოვანი მეცხოველეობის მიმდევარი მოსახლეობის ინტერესებს) ფედერალურს. არჩევნების შემდეგ KADU-ს ლიდერებმა დაარღვიეს შეთანხმება KANU-ს წარმომადგენლებთან კენიატას განთავისუფლებამდე მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარის თქმის შესახებ და შევიდნენ ახალ მთავრობაში.

1961 წლის აგვისტოში მასობრივი გამოსვლების გავლენით კენიატა გაათავისუფლეს (1959 წლიდან, თავისუფლების აღკვეთის ვადის დამთავრების შემდეგ, ის იმყოფებოდა გადასახლებაში ქვეყნის ჩრდილოეთში), ხოლო ოქტომბრის ბოლოს დაიკავა KANU-ს თავმჯდომარის პოსტი.

1962 წლის თებერვალ-მარტში ლონდონში ჩატარდა კონფერენცია, რომელმაც განიხილა ახალი კონსტიტუციის პროექტი. კონფერენციის მუშაობის და მოლაპარაკებების დროს მიღებული იქნა კენიის 7 პროვინციად დაყოფის გადაწყვეტილება, ხელისუფლების პროვინციალური ორგანოების მნიშვნელოვანი ავტონომიით.

1963 წლის მაისში ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდა ეროვნული კრების არჩევნები, რომელმაც გამარჯვება მოუტანა KANU-ს პარტიას; KADU-ს პარტიამ მარცხი განიცადა (1964 წლის ნოემბერში გამოცხადდა მისი თვითდაშლა). 1963 წლის 1 ივნისს ქვეყანამ მიიღო შიდა თვითმმართველობა. ჯომო კენიატა გახდა კენიის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი.

1963 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ლონდონში ჩატარებულ კონფერენციაზე, KANU-ს დელეგაციის დაძალებით კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელმაც გაზარდა ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებები. კენიელთა გამათავისუფლებელმა ბრძოლამ აიძულა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მიეცა თანხმობა დამოუკიდებლობის მინიჭებაზე.

დამოუკიდებლობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წლის დეკემბერში კენია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხოლო 1964 წლის დეკემბერში გამოცხადდა რესპუბლიკად.

კენიის პირველი მმართველი გახდა დამოუკიდებლობისსათვის ბრძოლის ვეტერანი — 72 წლის ჯომო კენიატა, რომელმაც ჯერ კიდევ 1963 მაისში წამოაყენა „აფრიკული დემოკრატიული სოციალისტური კენიის“ შექმნის პროგრამა. პროგრამის მთავარი პუნქტი იყო „აფრიკანიზაცია“, ანუ არაშავკანიანების შევიწროვება მმართველობის და ეკონომიკის სფეროდან. სოფლის მეურნეობის სფეროში ტარდებოდა შავკანიანების კოლექტიური მეურნეობების შექმნის პოლიტიკა იმ მიწებზე, რომლებიც ჩამოართვეს თეთრკანიან მოსახლეობას.

1964 წლის 12 დეკემბერს კენია რესპუბლიკად გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივები შეიკვეცა და ქვეყანა გახდა ცენტრალიზებული სახელმწიფო.

განხორციელება დაიწყო ევროპელი დასახლებულებისთვის 480 ათასი ჰა მიწის გამოსყიდვის გეგმა და ამ მიწებზე 1 მილიონზე მეტი აფრიკელის დასახლება. მიწების ნაწილზე შეიქმნა პირველი სახელმწიფო ფერმები და კოოპერატივები.

1978 წლის აგვისტოში 87 წლის კენიატას გარდაცვალების შემდეგ კენიის მმართველი გახდა დანიელ არაპ მოი, რომელსაც ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. 1982 წელს მან ქვეყანაში ოფიციალურად შემოიღო ერთპარტიული რეჟიმი (რომელიც ფაქტობრივად მოქმედებდა 1969 წლიდან).

ქვეყანაში რამდენიმეჯერ შეიმჩნეოდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობას შორის კონფლიქტი, 1963—1968 წლებში დიდი გამოხმაურება ჰქონდა ეთნიკური სომალელების აჯანყებულთა მოძრაობას, 1969 წელს მოხდა სისხლიანი შეტაკებები კიკუიუს და ლუოს ხალხს შორის, ხოლო 1990-იან წლებში ადგილი ჰქონდა ნელ-ნელა მიმდინარე ეთნიკურ კონფლიქტებს პოლიტიკური სარჩულებით. მაგრამ მთლიანობაში ამ მხრივ ქვეყანა ითვლებოდა საკმაოდ სტაბილურად.

1969 წელს ქვეყანაში აიკრძალა ერთადერთი ოპოზიციური პარტია — კენიის სახალხო კავშირი და ქვეყანა დე-ფაქტო გახდა ერთპარტიული.

1970-იან წლებში კენია შეეჯახა რამდენიმე სიძნელეს, გაიზარდა ინფლაცია, მოხდა დანაშაულებების მყისიერი ზრდა, მკვეთრად დაეცა ტურისტების ნაკადი.

1982 წლის 1 აგვისტოს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ოგინგა ოდინგა, მისი ვაჟი (პრემიერ-მინისტრი 2008 წლიდან) რაილა ოდინგა და სამხედრო-საჰაერო ძალების უმცროსი ოფიცრები ჰ. ოჩუკას მეთაურობით. მეთაურები მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს.

1991 წელს დანიელ არაპ მოი, შიდა და საგარეო დაწოლით, დათანხმდა რეჟიმის ლიბერალიზაციას და ოპოზიციური პარტიების შექმნას. მაგრამ ის დარჩა ხელისუფლებაში 2002 წლის ბოლომდე, გამოიყენა რა ოპოზიციის განხეთქილება და ეთნიკური აშლილობა ქვეყანაში.

2003 წლიდან ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან გამოსწორდა. ეს ზრდა გრძელდებოდა 2007 წლის ბოლომდე. მაგრამ თანამედროვე დროის კენიის ბევრი მიღწევა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა 2007 წლის ბოლოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულმა ახალმა ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაწყებულმა კრიზისმა.

2013 წლის სექტემბერში ნაირობიში მოხდა დიდი ტერაქტი.image

0
112
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0