x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება?

ნუთუ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება? ისმის ასეთი კითხვა.აზრი ორად იყოფა, ერთნი ამბობენ, რომ კი რადგან დღევანდელ საუკუნეში ფული მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეალურ ცხოვრებაში და ამარტივებს ყველაფერს.მეორენი კი ამბობენ, რომ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები სადაც ფული არანაირ როლს არ თამაშობს.მაგ;სიყვარული ესეიგი ადამიანი, რომ გიყვარდეს აქ ფულია საჭირო? არა როდესაც გრძნობა გულწრფელია აქ ფული არაფერს წყვეტს.ყველა ადამიანს თავისი ფასეულობები, ღირებულებები უნდა გააჩნდეს.ფულით არ უნდა წყდებოდეს ``ადამიანობა``, ადამიანური შეგრძნებები როგორიცაა ერთმანეთთან ურთიერთობა, სიყვარული, სითბო ნუთუ ფული აწონის ამ შეგრძნებების ფასს, გულწრფელობას და სინამდვილეს? ფული, ამ შემთხვევაში მხოლოდ სიყალბე და ზედმეტი ტვირთია.როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ერთი მომგებიანი მეორე კკ წამგებიანი ასეა ფულიც.აქვს კარგი და ასევე ცუდი მხარეც როგორც სხვა დანარჩენს.აქედან გამომდინარე მედალი ერთი მხარით კი არ უნდა შევაფასოთ, არამედ ორივეთი.გაიგოთ მისი კარგი და ცუდი მხარეც.ადამიანიც ხომ ასეა? აქვს კარგი თვისებები რომელიც არ უნდ ადავუკარგოთ და ამავდროულად ის ცუდი ჩვეევები რომელიც მის ხასიათს ახასიათებს.ფული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია იმისა რომ ადამიანებს დაეხმაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში ``რუტინულობაში`` და ``რუტინაში``, არსებობაში და სიცოცხლის ხანგრძლივობაში რადგან ფულზეა დამოკიდებული გადარჩები თუ ციცხლად მოკვდები, დღევანდელ რეალობაში ჯანმრთელობა ფულია.(არსებობს აქაც გამონაკლისები)ოჯახის შენახვა, არსებობა ბავშვების განათლება, სწავლა, განვითარება და საერთოდ მომავალი ფულზეა დამომიდებული.ფული-უზრუნველი მომავალია ერთდროულად აშენებს ადამიანს და ანგრევს.შეუძლია თან დაეხმაროს, გადაარჩინოს ამავე დროს რისკზე წაიყვანოს ადამიანი, მოატყუოს და მიწაზე დააგდოს, ან კიდევ ცას მისწვდეს იმ ძალით რომელსაც ფული ჰქვია შესაძლოა იგივე ძალამ დაანარცხოს მიწაზე და სულ მთლად გაანადგუროს.ეს, უკვე თქვენზეა დამოკიდებული რა მოტივით გამოიყენებთ მას.მოტივი თამაშობს ამ შემთხვევაში დიდ როლს ცხოვრებას აიწყობთ ან დაინგრევთimage

0
107
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0