x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თბილისში დააკავეს მელა,რომელიც ფეხსაცმელებს და ტანსაცმელს იპარავდა
image

თბილისში, კერძოდ ვაკის რაიონში, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა დაიჭირა მელა, რომელიც ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს იპარავდა.ამის შესახებ ინფორმაცია მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალური ქსელით გაავრცელა, თან ქურდბაცაცა მელას ფოტოც თან დაურთო.


"ერთ უწყინარ და ბედნიერ ოჯახს, შუაგულ ვაკეში ეს “არამზადა" გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი.
ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი ორი პერანგიც გაიყოლა. საინტერესოა რაში გამოიყენა?
-ვინ არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
-სად არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
უკვე ოჯახის წევრების ნერვული სისტემა, ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობა ჩიხში რომ შევიდა, ცალ-ცალი ფეხსაცმლით სიარულიც მოდად აქციეს და ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, ყალთაბანდიც გაიფაქტა))
ეს ოინბაზი კი “დაატუსაღეს", მაგრამ თანამზრახველიც ყოლია და იმასაც მალე მივუსვამთ გვერდით )

პ.ს ისე სახეზე ხომ ეტყობა რისი მკადრებელიცაა?"-წერს ლომჯარია.

image


აღსანიშნავაია, რომ ზუსტად ანალოგიური ფაქტი მოხდა გერმანიაში რამდენიმე დღის წინ, დასავლეთ ბერლინში, ზელენდორფის რაიონში, მელამ 100-მდე ფეხსაცმელი მოიპარა, უბნის მოსახლეობამ შეამჩნია, რომ თუ ფეხსაცმელს გარეთ ტოვებდნენ, ის სწრაფად ქრებოდა. ქურდი ადგილობრივმა მაცხოვრებელმა კრისტიან მეიერმა გამოაშკარავა , რომელმაც თავისი სპორტული ფეხსაცმელი დაკარაგა.


რამდენიმე დღის შემდეგ მან მელა დაინახა, რომელიც პირით ცისფერ ფეხსაცმელს მიაცუნცულებდა . მეიერმა „ქურდს“ ფოტო გადაუღო და მალე მისი სამალავიც აღმოაჩინა, სადაც კიდევ 3 წყვილი ფეხსაცმელი იპოვა, რომლებიც მფლობელებს დაუბრუნა.

image


0
331
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0