x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
არ გადაყაროთ ძველი კოლგოტები! - მაინც, რაში შეგვიძლია მათი გამოყენება?
გასაკვირი არ არის, თუ რატომ გვიზიდავს ყველაფერი ის, რაც დაფარულია. მე-18 საუკუნიდან, როდესაც დრეს კოდი გრძელი ფუშფუშა კაბები იყო, რომლის შიგნით პანტალონები უნდა სცმოდა ქალს და მისი კოჭიც არ უნდა დაენახა მამრს, მამაკაცებს გული მისდიოდათ იმაზე, ნეტავ შესძლებოდათ იმ კაბების ქვეშ შეეჭყიტათ. ბუნებრივია, დღეს ეს ყველაფერი სრულიად წარმოუდგენელია, რადგან დღეში ათასობით ქალის შიშველ ფეხს ვხედავთ, მაგრამ ამის წარმოდგენაც არ შეეძლოთ ორი საუკუნის წინ. კაბების სიგრძის დამოკლებაც ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოხდა. პანტალონები ჩაანაცვლა მუხლამდე ვიწრო საცვალმა, შემდეგ საცვლების ევოლუცია დაიწყო, თუმცა მუხლამდე კაბის ჩაცმა კოლგოტების გარეშე, უწინ, ყოვლად წარმოუდგენელი იყო.


image


კოლგოტების პოპულარიზაცია ძირითადად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. ისინი აუცილებლად ლამაზი, თხელი და გამძლე უნდა ყოფილიყო. ერთადერთი ბუნებრივი მასალა, რომელიც ყველა ამ პირობას აკმაყოფილებდა, იყო აბრეშუმი. ამიტომ, ხელოვნური ბოჭკოების შექმნამდე, ქალთა საუკეთესო წინდები-კოლგოტები მზადდებოდა აბრეშუმისგან.


image



დღეს, კოლგოტების ფართო არჩევანი გვაქვს ფერების, სისქისა და პრინტის მიხედვით. თუმცა, ცოტა თქვენგანმა თუ იცის, რომ ჩაცმის გარდა, მათ სხვა დანიშნულებაც შეიძლება მოვუძებნოთ. მოდით, გადავხედოთ სტატიას და გავიგოთ, რაში შეიძლება გამოვიყენოთ მეორადი კოლგოტები (თუ არ დაგენანებათ, გამოიყენეთ გამოუყენებელიც) და დარწმუნებული ვარ, აღარ იჩქარებთ მათ გადაყრას.




1. აბრეშუმის კოლგოტები არაჩვეულებრივად აპრიალებს მეტალის საგნებს და ლამინირებული ზედაპირის ავეჯს. image




2. აბრეშუმის კოლგოტი გამოდგება როგორც საცავი თქვენი მტვერსასრუტისთვის. მტვრის აღების დროს თუ წამოაცვამთ მტვერსასრუტის თავზე კოლგოტს, დაკარგული საყურე და სხვა წვრილმანი აღარ შეისრუტება მის მიერ და იპოვით ადვილად. image




3. იდეალური საშუალებაა აბრეშუმის კოლგოტებით ბოსტნეულის და ვენახის ახვევა-დამაგრება. image




4. დახეულ ბადეს, რომელსაც ფანჯრებსა და კარებებზე მწერებისგან დასაცავად იყენებთ, ადვილად დააგვირისტებთ აბრეშუმის კოლგოტს. image




5. შესანიშნავია ასევე გამოიყენოთ როგორც არომატიზატორი. ჩაყარეთ კოლგოტში ლავანდა, პიტნა და სხვა ხმელი ყვავილები, ჩამოკიდეთ ავტომობილში ან დადეთ საძინებელში. ის ასუფთავებს ჰაერს და მოგანიჭებთ სიმშვიდეს. image





P.S. გაგვიზიარეთ, კიდევ რა დანიშნულებით იყენებთ თქვენ აბრეშუმის კოლგოტებს?





1
470
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
470
  
2020, 3 აგვისტო, 12:21
ბებია ხახვს და ნიორს ყრიდა კოლგოტში და ასე ინახავდა მშრალად :)
0 1 1