x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა პინკ-ფლოიდის "კედელის" რეჟისორი ალან პარკერი
image

ბრიტანელი კინორეჟისორი ალან პარკერი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ამის შესახებ ბრიტანული კინემატოგრაფიის ინსტიტუტი იუწყება.


პარკერი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე კატეგორიაში "საუკეთესო რეჟისორი": 1978 წელს ფილმზე "შუაღამის ექსპრესი ", ხოლო 1988 წელს - "მისისიპი ცეცხლში". მან ასევე გადაიღო ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა "ბაქსი მელოუნი", "დიდება", "ანგელოზის გული", "ვალდებულებები", "ევიტა" და სხვა

ალან პარკერი თანამშრომლობდა "პინკ ფლოიდთან", რა დროსაც ალბომ The Wall-ის მიხედვით რეჟისორმა გადაიღო მხატვრულ-ანიმაციური ფილმი.


ალან პარკერის 5 ფილმი მონაწილეობდა კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურზე.

image

პარკერი დაიბადა ლონდონში, 1944 წლის 14 თებერვალს. იგი კინოში მოვიდა სარეკლამო ინდუსტრიიდან, სადაც მუშაობდა როგორც კოპირაიტერი. მისი კინოკარიერა დაიწყო სცენარის დაწერით, ფილმისთვის "მელოდია". იგი აგრეთვე მუშაობდა BBC-ს სატელევიზიო ფილმებზე და სარეკლამო რგოლებზე.



ალან პარკერი იყო ბრიტანეთის კინორეჟისორთა გილდიის ერთ-ერთი დამაარსებელი.


0
29
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0