x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ყველაზე ძაან მიშლიან ნერვებს ქართველი ქალები" - ნახეთ, რამ გააღიზიანა რობერტ სტურუა

image


რუსთველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა 23 ივლისს რადიო "უცნობს" სტუმრობდა, სადაც მან გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემაში - "უცნობის კიდობანი" საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე და კერძოდ, ქალების პოლიტაკაში ყოფნასა და მათ როლზე ისაუბრა, სტურუას თქმით, დღესდღებით მას ყველაზე მეტად ქართველი ქალები უშლიან ნერვებს, ამიტომ მისი უფლება რომ იყოს ყველა მათგანს პოლიტიკიდან გამოიყვანდა, რეჟისორის განცხადებით მისთვის საქართველო, უზრდელობის პარადად იქცა, სადაც ქალები მუდმივად ილანძღებიან, იგინებიან და უმსგავსობებს სჩადიან: "მე ყველაზე ძაან მიშლიან ნერვებს ქართველი ქალები. მე პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს. იგინებიან, ილანძღებიან, რაღაც უმსგავსობასთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი, მე საქართველო არასდროს წარმომედგინა უზრდელ ქვეყნად. ჩემთვის საქართველო გახდა უზრდელების პარადი... ზრდილობა ჩვენ უკვე სრულიად მოშლილი გვაქვს", - განაცხადა რობერტ სტურუამ რადიო "უცნობის" ეთერში სტუმრობისას.



0
234
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
234