საზოგადოება "ყველაზე ძაან მიშლიან ნერვებს ქართველი ქალები" - ნახეთ, რამ გააღიზიანა რობერტ სტურუა 2020, 2 აგვისტო, 13:10 რუსთველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა 23 ივლისს რადიო "უცნობს" სტუმრობდა, სადაც მან გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემაში - "უცნობის კიდობანი" საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე და კერძოდ, ქალების პოლიტაკაში ყოფნასა და მათ როლზე ისაუბრა, სტურუას თქმით, დღესდღებით მას ყველაზე მეტად ქართველი ქალები უშლიან ნერვებს, ამიტომ მისი უფლება რომ იყოს ყველა მათგანს პოლიტიკიდან გამოიყვანდა, რეჟისორის განცხადებით მისთვის საქართველო, უზრდელობის პარადად იქცა, სადაც ქალები მუდმივად ილანძღებიან, იგინებიან და უმსგავსობებს სჩადიან: "მე ყველაზე ძაან მიშლიან ნერვებს ქართველი ქალები. მე პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს. იგინებიან, ილანძღებიან, რაღაც უმსგავსობასთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი, მე საქართველო არასდროს წარმომედგინა უზრდელ ქვეყნად. ჩემთვის საქართველო გახდა უზრდელების პარადი... ზრდილობა ჩვენ უკვე სრულიად მოშლილი გვაქვს", - განაცხადა რობერტ სტურუამ რადიო "უცნობის" ეთერში სტუმრობისას.234 1-ს მოსწონს 1-ს არა |