x
მეტი
  • 04.08.2020
  • სტატია:102192
  • ვიდეო:347114
  • სურათი:465998
რუსთავში 23 წლის გოგომ ქმარი აიძულა შანტაჟის მიზნით მის უფროსთან სექსი გადაეღო
image

რუსთავში დააკავეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებმაც თაღლითური სქემის საშუალებით უცხოელ ბიზნესმენს თანხა გამოსძალეს.


წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ქალმა საკუთარ უფროსთან, ჩინელ ბიზნსმენთან რომანი გააბა.ის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად რუს­თავ­ში ერთ-ერთ სა­წარ­მო­ში მუ­შა­ობ­და, რომ­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც ჩი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო.


მან ქალს სას­ტუმ­რო­ში წას­ვლა შეს­თა­ვა­ზა, თუმცა ქალმა უარი უთხრა და სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით იაღლუჯის ფერდობზე წაიყვანა მისივე ავტომობილით.



რამდენიმე წუთში მათ თავზე წამოადგათ ქალის ქმარი და მობილურით გადაიღო შიშველ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი და საკუთარ ცოლი.


ქმარი ვითომდა გაბრაზდა, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლის უფროსს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩინელ ბიზნესმენს ქალი და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ მას "ქმა­რი სცემ­და და ინ­ტი­მუ­რი ვი­დე­ოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბით იმუქ­რე­ბო­და", თუ იგი თან­ხას არ გა­და­უხ­დი­და, თანაც "მტკიცებულებად" ვი­დეო ჩა­უგ­დო, სა­დაც თით­ქოს­და თვა­ლე­ბი ჰქონ­და ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი. მე­ო­რე ვი­დე­ოც გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩან­და, თით­ქოს მუც­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ქმარ­მა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მან თვა­ლებ­ზე მუქი ფე­რის ტონი წა­ის­ვა, თით­ქოს სი­ლურ­ჯე­ე­ბი აქვს, მუ­ცელ­ზე კი წი­თე­ლი პო­მა­და წა­ის­ვა და მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის ბინ­ტით გა­და­იხ­ვია.


ბიზ­ნეს­მე­ნი შე­შინ­და, მას მე­უღ­ლე ჰყავს და თან კო­ლე­გებ­თან ამ ამ­ბის და ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ვი­დე­ოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ სურ­და, სწო­რედ ამი­ტომ ქალს 15 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და.

დაზარალებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ პოლიციისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცოლ-ქმარმა მას იგივე ოდენობის თანხა მეორედ მოსთხოვა.


0
128
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0