x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ იბრძოდნენ ქალები პლაჟზე გახდისთვის წლების განმავლობაში
image

დღეს საცურაო კოსტუმები ქალებს თავისუფალი თვითგამოხატულების საშულებას აძლევს.


ზაფხულის გრძელ დღეებში, ზოგი მზის სხივების მაქსიმალური დოზის მიღებას ცდილობს, რა დროსაც ირჩევს ყველაზე მცირე ზომის ბიკინს, სხვებს ურჩევნიათ კონსერვატიული საცურაო კოსტუმები, რომელიც სხეულის ხარვეზებს მალავს. ზოგიც მაღალწელიან ბიკინს არჩევს 90-იანი წლების სტილიდან, ან ტოპ-ბანდოს რუჯის თანაბრად მიღებისთვის, ან სულაც კომფორტულ სპორტულ საცურაო კოსტუმებს -მოკლედ ტენდენციები მრავალფეროვანია და ყოველ საცურაო სეზონზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იცვლება.

image



თუმცა, ასეთი მრავალფეროვნება ყოველთვის არ იყო. ასზე მეტი წლის წინ, გოგონები, მთელი ძალისხმევით გარუჯვას თავს არიდებდნენ და საზოგადოებისგან რისხვა რომ არ დაემსახურებინათ, ზღვაში შედიოდნენ ფართხუნა კაბებით, კორსეტებით, წინდებით და ხელთათმანებითაც კი. ხშირად, იმის გამო, რომ ეკიპირება მყისიერად მძიმდებოდა წყალში, გასაშრობად პლაჟზე აღარც ჩერდებოდნენ.

image

ქალებს ათწლეულობით ბრძოლა მოუწიათ იმისთვის, რომ პლაჟზე მამაკაცის თანასწორი ყოფილიყვნენ, მეოცე საუკუნის შუა ხანებში, ბრძოლაში ჩაებნენ დიზაინერები, რა დროსაც თანდათანობით ამცირებდნენ ზომაში საცურაო კოსტუმებს.

მათ არც ჟურნალები და კინომატოგრაფია ჩამორჩა.მსახიობები თამამი საცურაო კოსტუმებით ეკრანზე და პრიალა ჟურნალების გარეკანებზე გამოჩნდნენ. საბოლოოდ, სექსუალურმა რევოლუციამ შედეგი გამოიღო: ქალებს უფლება მიეცათ მზის აბაზანების შიშველი მკერდითაც კი მიეღოთ.

image


როგორ იცვლებოდა პლაჟის მოდა გასული საუკუნის განმავლობაში და რა გზის გავლა მოუწიათ ქალებს ბიკინისთვის ბრძოლაში -ამ ყველაფერს ფოტოგალერეაში იხილავთ.



გერმანელი კინოვარსკვლავი ლილე დაგოვერი საცურაო კოსტუმში და წინდებში, 1909 წელი.

image


მსახიობები მერი ტურმანი და მარი პრივოტი პლაჟზე, 1910-იანი წლები

image


ამერიკელმა მსახიობმა ბეტი კომპსონი მოდური საცურაო კოსტუმის და ტონიკის ჩვენებას აწყობს, 1920-იანი წლები

image


ამერიკელი მუნჯი კინოს მსახიობები შირლი მეისონი და ვიოლა დანა სერფინგით კალიფორნიაში, 1926 წელს

image


ჰოლივუდის მსახიობი ბეტი დევისი სანაპიროზე კალიფორნიაში, 1933 წელს

image


ამერიკელი მსახიობი ავა გარდნერი, რომელსაც "ანგელოზის სახე და ქალღმერთის სხეულის" მფლობელი უწოდეს ჰოლივუდში- 1943 წელი.

image


სტრიპტიზიორი მიშელინ ბერნარდინი, 1946 წელი.

image


მერლინ მონრო პლაჟზე 1949 წელი

image



"ჰოლივუდის დედოფალი ”ელიზაბეტ ტეილორი ლეოპარდის საცურაო კოსტუმში, 1955 წელი

image


შვეიცარიელი მსახიობი, 1960-იანი წლების სექს სიმბოლო ურსულა ანდრესი

image

ამერიკელი მსახიობი და 1970-იანი წლების სექს სიმბოლო რაქელ უელჩი

image


მოდელები სალი ბოდინგტონი და კაროლინა მანრო, 1971 წელი


image


მსახიობი კიმ ბესინჯერი, კადრი ჯაშუშური თრილერიდან Never Say Never, -1983

image


მსახიობი მილა იოვოვიჩი ფილმში "დაბრუნება ლურჯ ლაგუნაში", 1991 წ.

image



პამელა ანდერსონი სერიალიდან "მაშველები" (1992 -1997 წელი)

image



image

ასევე იხილეთ


XIX საუკუნე-ლიფი, ქვედაბოლო, წინდები და ქუდი.ასე იხარშებოდნენ ქალბატონები ზაფხულის ცხელ დღეებში. 1900-იანი წლები-ასეთ კოსტუმებში ბანაობდნენ ქალები XX-საუკუნის დასასწყისში:პანტალონი, ქვედა ბოლო და ბიუსტჰალტერი.იმ დროს ასეთი საცურაო კოსტუმი საკმაოდ პროვოკაციულად გამოიყურებოდა. 1910-იანი წლები-ანე...




დღესაც სრულიად თამამად შეიძლება დასცინოთ თანამედროვე ფლეშ-დიზაინერებს და ჩაილაპარაკოთ, ამას როგორ ჩავიცვამ?თუმცა როდესაც წარსულში ვბრუნდებით და გადავხედავთ 80-90 -იანი წლების მოდას, სადაც ხალხს მასიურად ეცვათ კონკრეტული ტანსაცმელი, უნებურად შეიძლება წამოგცდეთ, ამ სამოსს ან ვარცხნილობას როგორ ვატარებდით? ...


1921 წლის 22 მაისს ჩიკაგოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეჯარიმებინა ყველა ის ქალი, რომელსაც მუხლებს ზემოთ კაბა ეცვა ან მოშიშვლებული მკლავები ჰქონდა.იმის შემდეგ თითქმის 100 წლის გავიდა, დღეს მსგავსი აკრძალვები ფანტასტიკის სფეროს თუ მიეკუთვნება, თუმცა მაინც არსებობს რაღაც წესების ზღვარი, თუნდაც არაოფიციალური, მაგრამ მოდის კანონმდებლები ხომ ცნობილ...


დღეისთვის ქალთა გარდერობში არის ტანსაცმელი, რომელსაც ზოგიერთ მათგანს მამაკაცებიც ატარებენ, ან პირიქით, თუმცა არის საგნები და ტანსაცმელი, რომლებიც ქალებმა მამაკაცებს წაართვეს და უკან აღარ დაუბრუნეს. სარაფანი-ეს სამოსი ქალებმა მამაკაცებს მე-17 საუკუნეში წაართვეს, როგორც ჩანს საბოლოოდ.სახელწოდება სპარსულიდან მოდის-serapa, რომელიც იყო"უსახელო, გრძელი მამაკ...

2014, 10 დეკემბერი, 13:12
0
374
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0