x
მსოფლიოს ძველი გადასახადები
დღევანდელ სტატიაში მინდა მოგიყვეთ უძველესი გადასახადების შესახებ რომელიც არსებობდა მსოფლიოში.ზოგიერთი ნამდვილად უცნაური და გაუგებარი გადასახადია .

ბანაობის გადასახადი - ეს გადასახადი შემოღებული იქნა რუსეთში პეტრე პირველის მიერ .გადასახადი ეხებოდა როგორც საზოგადოებრივ აბანოებს ასევე სახლის აბანოებს .თუ არ გადაიხდიდი ვერ იბანავებდი.

გადასახადი მშვიდი ცხოვრებისათვის - 991 წელს დანიელი ვიკინგებისათვის გამოსასყიდის გადასახადელად ინგლისში შემოიღეს სავალდებულო გადასახადი-გადასახადი მშვიდი ცხოვრებისათვის.ეს გადასახადი არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე არსებობდა.

გადასახადი საათზე-ეს გადასახადი შემოღებული იქნა 1797 წელს ინგლისში .ყოველი საათის მესაკუთრე სახელმწიფო ხაზინაში იხდიდა 5 შილინგს .იგი გაუქმებული იქნა 1798 წელს .


თალია - მიწის გადასახადი შუა საუკუნეების ინგლისსა და საფრანგეთში.ინგლისში გადასახადს იხდიდნენ გლეხები, ქალაქელები და ებრაელები.იგი გაუქმდა 1340 წელს. ხოლო საფრანგეთში თალიას იხდიდნენ გლეხები და დაბალი წარმოშობის ფენები .დიდი ფრანგული რევოლუციის დროს თალია გაუქმებული იქნა .

მეფის ფეხსაცმელის გადასახადი - შუა საუკენეებში ესპანეთში ამ გადასახადს იხდიდა მოსახლეობა იმ შემთხვევაში თუ ტახტზე უცოლო მონარქი ავიდოდა.შესაბამისად გადახდილი გადასახადები გროვდებოდა სამეფო ქორწილისათვის .

სულის გადასახადი-1718 წელს პეტრე პირველმა შემოიღო სულის გადასახადი.თუ ადამიანს არ სწამდა ღმერთი მაშინ მას უნდა გადაეხადა გადასახადი .

ყველაზე დიდი გადასახადი- ყველაზე დიდი გადასახადი შემოღებული იქნა ინგლისის მიერ ინდოეთში .ადგილობრივ ვაჭრებზე მარილის გადასახადი 4000 % განაკვეთით.

პროსტიტუციის გადასახადი- ძველი რომის გადასახადი.გადასახადი იყო ლეგალიზებული სამეძავეო საქმიანობის სალიცენზიო გადასახადი .ხშირ შემთხვევაში გადასახადი გაიცემოდა 1 დღით .

ხელჯოხის გადასახადი- მე19 საუკუნის დასაწყისში ინგლისში შემოიღეს გადასახადი ხელჯოხებზე.ვინაიდან ხელჯოხები ინგლისელების საყვარელი საგანი იყო.ხოლო გადასახადის შემოღება დაფუძნებული იყო მოსაზრებაზე ხელჯოხები აზიანებს გზის საფარს.

ჰაერის გადასახდი- ჰაერის გადასახადი შემოღებული იქნა ბიზანტიაში .გადასახადი გადაიხდებოდა შენობის მოცულობის მიხედვით .რაც უფრო დიდი იყო შენობა უფრო მეტი გადასახადის გადახდა უწევდა მეპატრონეს .გადასახადის იდეა ის იყო რომ ჰაერი ეკუთვნის ყველას.

image


0
154
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია87
ხატია87
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0