x
image
ქეთი1988
Mediator image
საკულტო როლები, რომლებიც შეეძლოთ სულ სხვა მსახიობებს შეესრულებინათ

იშვიათია, როდესაც ფილმის სიუჟეტს ერთი კონკრეტული მსახიობისთვის წერენ, რეჟისორები ცდილობენ რამდენიმე კანდიდატურა განიხილონ იმისათვის, რომ სათანადო მსახიობი იპოვონ როლისთვის. მაგრამ არსებობს შემთხვევებიც, როდესაც მსახიობები თვითონ ამბობენ უარს როლზე, ფილმი კი მოგვიანებით ძალიან წარმატებული ხდება.

1. ჯეკ ბეღურა- კარიბის ზღვის მეკობრეები

image

ცნობილი მეკობრის, ჯეკ ბეღურას როლზე ასევე ჯიმ ქერიც განიხილებოდა, მაგრამ როლი საბოლოოდ ჯონი დეპს დარჩა, არჩევანმა გაამართლა კიდეც, როგორ ფიქრობთ?

2. ბელი- ურჩხული და ლამაზმანი

image

დისნეის პრიცნესას როლი შეეძლო ამანდა საიფერდს შეესრულებინა, მაგრამ საბოლოოდ როლი ემა უოტსონმა მიიღო, რომელმაც ბელის როლისთვის ლა ლა ლენდის პროექტი დათმო.

3. პოლ ეჯკობი- მწვანე მილი

image

სტივენ კინგის ცნობილ ეკრანიზაციაში ციხის ზედამხედველის როლი ჯონ ტრავოლტასი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსახიობმა როლზე უარი თქვა, საბოლოოდ კი ის ტომ ჰენკსს ერგო, ფილმი კი ლეგენდარული გახდა.

4. ნოი- უბის წიგნაკი

image

კიდევ ერთი საკულტო რომანტიკული მელოდრამა, რომლის მთავარი როლი შეეძლო ჯასტინ ტიმბერლეიკს შეესრულებინა, მაგრამ რეჟისორებმა არჩევანი მაინც რაიან გოსლინგზე შეაჩერეს.

5. ბილბო ბეგინსი- ჰობიტი

image

ჰობიტის როლი შეეძლო დენიელ რედკლიფს შეესრულებინა, მაგრამ მსახიობმა პროექტში გადაღებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ არ უნდოდა ფილმში მონაწილეობა, სადაც ჯადოქრები ისევ იყვნენ. საბოლოოდ როლი მარტინ ფრიმანს ერგო.

6. ჰარლი ქუინი- თვითმკვლელთა რაზმი

image

თვითმკვლელთა რაზმის ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟის როლი შეეძლო ემა რობერტსს შეესრულებინა, მაგრამ მან უარი თქვა სერიალ “კივილის დედოფლების'' გამო, როლი კი საბოლოოდ მარგო რობიმ მიიღო.

7. ტრისტანი- შემოდგომის ლეგენდები

image

ტირსტანის როლი ფილმში ჯონი დეპს უნდა მიეღო, მაგრამ ფილმის შექმნელებმა შეთავაზება გააუქმეს, როგორც ჩანს ბრედ პიტის კანდიდატურა ამჯობინეს.

8. ვესპერ ლინდი- კაზინო როიალი

image

ჯეიმს ბონდის გოგონას როლზე რეჟისორები ანჯელინა ჯოლის კანდიდატურას განიხილავდნენ, მაგრამ მსახიობი იმ დროისთვის ორსულად იყო, ამითომ შეთავაზება უარყო, როლი კი ევა გრინს დარჩა.

0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0