x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ლეილა აბაშიძე- ქართული კინოს მთავარი მნათობი და მაცოცხლებელი მზე!
image

1-ლი აგვისტო ქართული კინემატოგრაფიის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, გენიალური ლეილა აბაშიძის დაბადების დღეა. მისი შემოქმედებასავით მრავალფეროვანი არც ერთი ქართველი კინომსახიობის მოღვაწეობა არ ყოფილა: ნაზიბროლადან ძიძიამდე, ლალი მინდელიდან მაია წყნეთელამდე, აბეზარადან ვარდისახარამდე და კიდევ ათობით ერთმანეთზე უფრო საინტერესო, შეუდარებელი გარდასახვა...



image



მან შეძლო ერთნაირი დამაჯერებლობითა და საოცარი ოსტატობით ყოფილიყო უმანკო და გულწრფელი, მაცდური და საბედისწერო, საოცნებო და ყველასთვის სასურველი, უფლებებწართმეული და დამცირებული, ქარაფშუტა და უდარდელი, მეოცნებე და რომანტიკული, გარყვნილი და ხარბი, ამბიციური და შემდგარი, უმწეო და ბედსმინდობილი, დამოუკიდებელი და ბედთან მებრძოლი...



image




ლეილამ დატოვა ბავშვის, გოგონას, ახალგაზრდა ქალის, "ქალაბიჭას", შუახნის ქალბატონის, ცოლის, საყვარლის, დედის უნიკალური სახეები.
მის ყველა როლს კი ერთი რამ აერთიანებს - უძირო თვალებში აგიზგიზებული, სიცოცხლის ვნებიანი სიყვარული.



image



ამიტომაც, ლეილა იყო, არის და იქნება ქართული კინოს მთავარი მნათობი - მაცოცხლებელი მზე!

1
145
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
145
  
2020, 2 აგვისტო, 0:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1