x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე სახიფათო ყოველდღიური საკვები
არსებობს მთელი რიგი პროდუქტებისა, რომელთაც ჩვენ ვიღებთ ჩვევის გამო, სხეულზე მეთი გავლენის გააზრების გარეშე. ქვემოთ ჩამოთვლილ სიაში მოცემულია ჯანმრთელობის, დახვეწილი სხეულისა და ახალგაზრდობის ფარული მტრები. რატომ? მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ ეს საკვებია, რომელიც რეგულარულად მოხმარებისას ხელს უწყობს წონის მატებას, ნაოჭების და მუწუკების გაჩენას და კაპილარების გაფართოებას.

image

შაქარი.

უკვე ბევრი ითქვა ტკბილეულის გადაჭარბებული მოხმარების საფრთხეების შესახებ. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ სწორედ შაქარია პასუხისმგებელი სახის მუქ, მქრალ შეფერილობაზე, ცელულიტზე და ნაოჭებზე. და რაღათქმაუნდა ზედმეტ კილოგრამებზე.



ტკბილეულის გადამეტებით მიღება ხელს უწყობს მჟავების მატებას ორგანიზმში, აქვეითებს იმუნიტეტს და აფერხებს დაბერების საწინააღმდეგო ჰორმონების წარმოქმნას.


სასარგებლოა: ბუნებრივი თაფლი, სიროფი და სტვია. ნამცხვრების მაგივრად უნჯობესია მიიღოთ გამომშრალი, გამხმარი ხილი.

image

ალკოჰოლი.

გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი ცარიელი კალორიაა და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსარგებლოა. ალკოჰოლური სასმელების რეგულარული მოხმარება არღვევს ჰორმონების ბალანსს ორგანიზმში და ტვირთავს ღვიძლს. გარდა ამისა ალკოჰოლი არღვევს სისხლის მიმოქცევას.

image

დაკონსერვებული საკვები.

დაკონსერვებული საკვების უმეტესობა შეიცავს ქიმიურ დანამატებს, რაც იწვევს დეპრესიასა და ჰორმონალურ დარღვევებს.

image

შემწვარი საკვები.

რაც უფრო მეტად კარამელიზებულია (შემწვარი) საკვები, მით უფრო ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, მეტია მძიმე ელმენტები, რომლებიც იწვევენ დაღლილობას და ანთების პროცესს ორგანიზმში. შემწვარი ბოსტნეულიც კი არ მოუტანს სარგებელს თქვენს სხეულს.

image

გაზიანი სასმელები.

ერთი ბოთლი გაზიანი სასმელი შეიცავს 10 სუფრის კოვზ რაფინირებულ შაქარს. უფრო მეტიც, ეს სასმელები შეიცავს ფოსფატებს, რაც აჩქარებს დაბერებას. არ ღირს სარეკლამო რგოლების ნდობა დიეტური სასმელების შესახებ - ხელოვნური დამატკბობლები არ არის შაქარზე უკეთესი. არაბუნებრივი ინგრედიენტები ანელებს მეტაბოლიზმს.


რძის პროდუქტები.

დღეს ჰიპერმარკეტებში გაყიდული რძის პროდუქტები შეიცავს ანტიბიუტიკებისა და ჰორმონების უზარმაზარ რაოდენობას, რაც ხელს უწყობს ინსულინის სხეულში მოხვედრას. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე. რძის ცილა, კაზეინი და შაქარი, ლაქტოზა იწვევს ანთებას და წონაში მატებას. თხის და ცხვრის ყველი უფრო ადვილი შესათვისებელია ვიდრე ძროხის რძის.

image

0
325
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0