x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მესამე სქესი, ღალატი, მდიდარი კურტიზანები... – როგორ ერთობოდნენ ძველად ინდოეთში

ცნობილია, რომ ძველად ინდოელებს, ახლო ურთიერთობები მხოლოდ საკუთარი კასტის შიგნით ჰქონდათ. ასეთი ფენა კი ხუთი იყო: ბრაჰმანები — ქურუმები, მეცნიერები, კშატრიები — მეომრები, ვაისიები — ვაჭრები, ხელოსნები და შუდრები — მსახურები. ამ უკანასკნელ კასტაში, ყველაზე მძიმე საქმით დაკავებული ადამიანები (მრეცხავები, ტყავის დამმუშავებლები, ნაგვის შემგროვებლები და ა. შ) ერთიანდებოდნენ. ჩვეულებრივ, ისინი ქალაქის გარეუბნებში ცხოვრობდნენ და იმ პრივილეგიებს იყვნენ მოკლებულნი, რომლითაც სხვა კასტის წარმომადგენლები სარგებლობდნენ.


image


მაგრამ, მოსახლეობის ყველა ფენას ერთი რამ მაინც საერთი ჰქონდა: როგორც აღვნიშნეთ, კასტის კუთვნილების მიუხედავად, მათ სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ საკუთარი კასტის შიგნით შეიძლებოდა ჰქონოდათ. გარდა ამისა, თითქმის ყველა კასტას, ამ საკითხში, საკუთარი უცნაურობები ახასიათებდა, რომლის გაგება თანამედროვე ადამიანებისთვის არც ისე ადვილია.


მესამე სქესი


imageძველ ინდოეთში ითვლებოდა, რომ საჭურისი «მესამე სქესს» ეკუთვნოდა, რადგან მას ურთიერთობა როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთან ჰქონდა. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისინი «მესამე სქესის» წარმომადგენლებს პატივს სცემდნენ და ლამის აღმერთებდნენ. თუმცა, ამავდროულად, ერთსქესიანი ურთიერთობით დაკავებულ ადამიანებს ზიზღით უყურებდნე და შეურაცხყოფდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ჰომოსექსუალიზმი ეშმაკის მოგონილი იყო.

ანალოგიურად ექცეოდნენ ლესბოსელებსაც — ქალი, რომელიც მეორე ქალს შეიყვარებდა, მკაცრად ისჯებოდა, რადგან ითვლებოდა, რომ ქალი მამაკაცისთვის იყო შექმნილი. ხოლო, სასჯელი, ამ ადამიანებისთვის, შეიძლება თავის გადაპარსვა, ან 2 თითის მოკვეთა ყოფილიყო.


მდიდარი კურტიზანები


imageინდოეთში კურტიზანების რამდენიმე სახეობა იყო: სამეფო — ყველაზე საპატიო, განიკები — ჰეტერები (ქალები, რომლებიც თავისუფალი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ), დევალასები და მეძავები.

სამეფო კურტიზანები სიყვარულის ხელოვნებას ფლობდნენ და კულტურული ურთიერთობის უნარები გააჩნდათ. ამიტომ, მათ კლიენტები პატივს სცემდნენ და მაღალი ანაზღაურება გააჩნდათ. გარკვეულ უნარ-ჩვევებს განიკებიც ფლობდნენ... ამ სტატუსის მისაღებად, საჭირო იყო, მაგ., მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ქიმიის და ლოგიკის ცოდნა და მშვილდიდან სროლაც კი.

დევალისებს («ღვთის მონებს») ურთიერთობა მხოლოდ სალოცავებში მისულ უმაღლესი კასტის წარმომადგენლებთან ჰქონდათ და ბედს არც ისინი უჩივოდნენ... ნაკლებად «მოთხოვნადები» იყვნენ დაბალი ფენის მეძავები. მათი კლიენტები, როგორც წესი, ასევე დაბალი კასტის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მომსახურებისთვის ცოტას იხდიდნენ და გოგონებს დამამცირებლად ეპყრობოდნენ.


ღალატი


მეუღლის ღალატისადმი, უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ კასტების უმრავლესობაშით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ურთიერთობა სხვადასხვა კასტის წარმომადგენლებს შორის იყო. ქალი, რომელიც ქმარს დაბალი კასტის წარმომადგენელთან ღალატობდა, მხილების შემთხვევაში, განსაკუთრებულად არ ისჯებოდა. ხოლო, მის საყვარელს, რომელმაც, საკუთარ კასტაზე, მაღალი კასტის ქალბატონი «აცდუნა» — სიკვდილი ელოდა.

imageთუმცა, მეორეს მხრივ, მდიდარი ინდოელები ხშირად აწყობდნენ ზეიმებს, რომელზეც სტუმრების გარდა, ქვეყანაში «საგასტროლო ტურში» მყოფ მომღერლებსაც იწვევდნენ, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, საღამოს მუსიკალურად გაფორმების გარდა, იქ შეკრებილ საზოგადოებას სექსუალურ მომსახურებასაც სთავაზობდნენ.

ხშირ შემთხვევაში, მომღერლები გათხოვილი ქალები იყვნენ, მაგრამ მეუღლის თანხმობით, მათ სხვა მამაკაცებთან ინტიმურ ურთიერთობაში შესვლა შეეძლოთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლეს კასტაში, სექსუალური ურთიერთობა მოსამსახურესთან, მონასთან ან მხეველთან, მეუღლის ღალატად არ ითვლებოდა. დაბალი კასტის წარმომადგენელი კი, დაწესებული წესების დარღვევის შემთხვევაში, მკაცრად ისჯებოდა.


imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. მათ იმით გაითქვეს სახელი, რაც არასდროს ჩაუდენიათ
2. «ეს დარტყმა, სტალინისთვის იყო!» — იაკობ ჯუღაშვილის შვილი, მამის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ყვება
3. საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

4. «ამ გრაგნილების შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო» – აცხადებენ მეცნიერები

5. საბჭოთა ქალების საოცნებო სუნამოები
6. ჯეიმს ბონდის «გოგონები» (TOP–15)


0
1067
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1067
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0