x
image
მანჩო 777
40 საინტერესო საიტი, რომელსაც მოცალეობის ჟამს აუცილებლად უნდა ესტუმროთ
თუ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ და ფილმების ნახვა ან წიგნების კითხვა უკვე მოგბეზრდათ, გირჩევთ, აუცილებლად ესტუმროთ ამ საიტებიდან რამდენიმეს მაინც. გპირდებით, რომ ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ.



image


localingual.com- ამ საიტზე მოუსმენთ, თუ როგორ ჟღერს სხვადასხვა ქვეყნების ჰიმნები


ocearch.org - დააკვირდით თეთრი ზვიგენების გადაადგილებას რეალურ დროში;



listentothe.cloud - მოუსმინეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტების დისპეტჩერები როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს;


driveandlisten.herokuapp.com- აქ თქვენ შეგიძლიათ ვირტუალურად ისეირნოთ მანქანით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და მოუსმინოთ ადგილობრივ რადიოს;


whenwasiconceived.com - შეიყვანეთ დაბადების წელი, თვე და რიცხვი და გაიგეთ, როდის ჩაისახეთ, რომელი სიმღერა იყო იმ დღეს ყველაზე პოპულარული და რა ფილმი გადიოდა ადგილობრივ კინოთეატრში;


window-swap.com - ამ საიტის მომხმარებლები პირდაპირ ეთერში გვიჩვენებენ მათი ფანჯრებიდან დანახულ ხედს;


astronaut.io- საიტი იუთუბზე მოხვედრილი შემთხვევითი ვიდეობისათვის, რომელთაც 10-ზე ნაკლები ნახვა აქვთ;


playphrase.me - ეს საიტი პოულობს ფილმს ამორჩეული სიტყვების მიხედვით;


radio.garden -შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიოს გლობუსზე ამორჩეული ნებისმიერი ქვეყნიდან;


listeningtogether.atspotify.com- აქ შეგიძლიათ ნახოთ პლანეტის რომელ ადგილებში უსმენენ ერთი და იგივე საიმღერას;


earthcam.com - საიტი მსოფლიოში არსებული უამრავი სათვალთვალო კამერით;


tapkey.ru - ყველაზე საინტერესო თამაშების და პროგრამების მოძებნა ანდროიდზე;


musicgenretree.org/chart.html - საიტზე შეგიძლიათ მოუსმინოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხალხების სიმღერებს;


radiooooo.com -ამ საიტზე შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე ქვეყანა და რომელიმე წელი და ნახოთ, რა სიმღერა იყო პოპულარული ამ ქვეყანაში არჩეულ წელს;


books.google.com/ngrams - ეს იგივე გუგლია, ოღონდ წიგნების მიხედვით. საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო სიტყვა ყველა წიგნიდან, რაც კი დაბეჭდილა 1700 წლის შემდეგ;


marinetraffic.com - აქ თქვენ ნახავთ ყველა ხომალდს, რომელიც მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეეებშია;


flightradar24.com - გიჩვენებთ ყველა თვითმფრინავს, რომელიც ამ მომენტისათვის ჰაერში იმყოფება;


howmanypeopleareinspacerightnow.com - გამცნობთ, რამდენი ადამიანია ამჟამად კოსმოსში;


world.time.com/timelapse/ - საიტი, რომელიც გიჩვენებთ დედამიწის ნებისმიერ ადგილს, დანახულს კოსმოსიდან;


waybackmachine.org - აქ ნახავთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ესა თუ ის საიტი 10, 15, 20 წლის წინ;


everynoise.com -აქ თქვენ მოუსმენთ აბსოლუტურად ყველა მუსიკალურ ჟანრს;


abbeyroad.com/crossing - პირდაპირი ტრანსლაცია იმ ადგილიდან, სადაც "ბითლზის" ცნობილი ფოტოსურათი გადაიღეს;


thetruesize.com- საიტი, რომელიც გვიჩვენებს ქვეყნების რეალურ ზომებს ერთმანეთთან შედარებით;


freeintertv.com - აქ თქვენ ნახავთ მსოფლიოს ყველა ქვეყნის აბსოლუტურად ყველა ტელეარხს;


centennialbulb.org - გიჩვენებთ პირდაპირ ტრანსლაციას იმ ადგილიდან, სადაც ერთი ნათურა უკვე 100 წელია ანთია;


spreadthesign.com/ru.ru/search/ - ჟესტების ენის ონლაინ-მთარგმნელი;


geacron.com - საიტი გიამბობთ რუკების შექმნის ისტირიას;


varik.ru/crash - გიჩვენებთ, ქალაქის რომელ ადგილას ხდება ყველაზე ხშირად ავარიები;


submarinecablemap.com- ინტერნეტ-კაბელის რუკა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კონტინენტებს;


geofon.gfz-potsdam.de -მიწისძვრების რუკა, რომელიც მოცემული მომენტისთვის ხდება მსოფლიოში;


tdcj.texas.gov -აქ შეგიძლიათ გაეცნოთ 500 ტეხასელი მსჯავრდებულის სიტყვას სიკვდილით დასჯის წინ;


you.regettingold.com -აქ ნახავთ, თუ როდის იქნება თქვენი სიცოცხლის მე-10 000-ე დღე;


uahirise.org/catalog/ - საიტზე ნახავათ " ნასას" მიერ გამოქვეყნებულ პლანეტა მარსის 64 ათასამდე ფოტოსურათს;


neal.fun/auction-game/ - საიტი გაგაცნობთ მსოფლიოში მიმდინარე ყველა აუქციონს;


camopedia.org - აქ კი შეგიძლიათ დაათვალიეროთ, თუ როგორ გამოიყურება ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო უნიფორმები;


artsandculture.google.com - საიტი გაძლევთ საშუალებას, ვირტუალურად გაისეირნოთ ეიფელის კოშკის წვეროზე;


abw.blue/index_en.php?e=1 - აქ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ისტორიის მსვლელობა და ნახოთ, როგორ განვითარდებოდა მსოფლიო, რომ არ ყოფილიყო მეორე მსოფლიო ომი და როგორ ვიცხოვრებდით დღეს, რომ არ გამოეგონებინათ ტელეფონი;


frequency2156.com - დაახლოებით ასეთ ხმებს გადმოსცემდა რადიო აპოკალიფსის დროს;


findagrave.com/claim-to-fame - საიტზე წარმოდგენილია ცნობილი ადამიანმების საფლავების ფოტოსურათების კოლექცია.

2
774
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
774
  
2020, 2 აგვისტო, 9:28
ჰო, მეც დამაინტერესა.რამდენიმე დავტესტე და მუშაობს :)
2020, 2 აგვისტო, 9:26
აუ, რა საინტერესოაააააა
0 1 2