x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: -ზღვა უკან გვაძლევს- ბერმუდის სამკუთხედიდან 100 წლის წინ გაუჩინარებული ხომალდი დაბრუნდა

image



ჩვენს სამყაროში არსებობს გამოცანები, რომელთა ამოცნობა არავის შეუძლია. ბერმუდის სამკუთხედი ცნობილია თავისი უცნაური მოვლენებით. მასში მრავალი გემი და თვითმფრინავი დაიკარგა. რატომ ხდება სარგასოს ზღვაში, პუერტო რიკოს, ბერმუდსა და მაიამს შორის მდებარე ამ მონაკვეთზე უცნაური მოვლენები, ჯერ არავის აქვს ამაზე ზუსტი პასუხი.




ბერმუდის სამკუთხედის წყლებში ჩაძირული გემები და თვითმფრინავები არ ჩანდა იმ დრომდე, სანამ კარიბის ზღვის აუზში აღმოჩენა არ გაკეთდა.




2017 წელს კუბაში, კარიბის ზღვის სანაპირო დაცვამ აჩრდილი გემი აღმოაჩინა. მასთან კონტაქტი შეუძლებელი იყო. როდესაც გემი მიუახლოვდათ, გაირკვა, რომ ეს იყო ძალიან ძველი, ჟანგიანი გემი, რომელზეც სიცოცხლის ნიშნები არ იყო. კუბელ მეზღვაურებმა გარისკეს და გემი მოიკვლიეს. ერთადერთი რაც იპოვნეს გემის კაპიტნის დღიური იყო.






image




როგორც გაირკვა, აღმოჩენა სხვა არაფერი იყო, თუ არა SS Cotopaxi -ის გემი, რამაც უკიდურესად გააკვირვა, არა მხოლოდ მეზღვაურები, არამედ, მთელი სამყარო. ფაქტია, რომ ეს გემი ოფიციალურად დაკარგულად გამოცხადდა 95 წლის წინ. ის არამარტო დაიკარგა და გაქრა რადარებიდან, არამედ, ჩაყლაპა ბერმუდის სამკუთხედმა. საიდანაც ჯერ არავინ დაბრუნებულა.




არავინ იცის, რა გზა გაიარა გემმა, რა მოხდა ზუსტად მასზე და რა დაემართა ეკიპაჟს. ცნობილია, რომ SS Cotopaxi- ი უკანასკნელ ნაოსნობაში გაემგზავრა 1925 წლის 1 დეკემბერს. ორი დღის შემდეგ, ის გაქრა რადარებიდან, თუმცა, მანამდე გემის კაპიტნისგან გაგზავნილ იქნა შეტყობინება დახმარების შესახებ, კაპიტანი იუწყებოდა, რომ გემი იძირებოდა. ახლა კი, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, 2017 წლის 18 მაისს, გემი გამოჩნდა.




SS Cotopaxi-ს უკვე დიდი ხანია მეტსახელად ბერმუდის სამკუთხედის ლეგენდა დაარქვეს. სამწუხაროდ, კაპიტნის დღიურმა ვერ გამოავლინა გემის გაუჩინარების ყველა საიდუმლოება. ბოლო ჩანაწერი მასში გაუჩინარების დღეს გაკეთდა, მის შესახებ აღარავის არაფერი უთქვამს და ზღვაზე აღარავის უნახავს.





ერთი თვის შემდეგ, მას დაემატა დაკარგული მოქალაქეების სია. გემი ზღვაში გავიდა სამხრეთ კაროლინის ჩარლსტონის პორტიდან. მიემართებოდა კუბის დედაქალაქ ჰავანაში, სადაც ტონა ნახშირი მიჰქონდა. კუბის მთავრობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, რომ უფრო დეტალურად გაერკვია, თუ რა მოხდა გემზე, მაგრამ ვერ შეძლო ვერაფრის გარკვევა. ბორტზე იყო 32 კაციანი ეკიპაჟი და ყველა მათგანი გაქრა.




არსებობს ლეგენდები ბერმუდის სამკუთხედის უცნობ ძალებზე. მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე, თუ რატომ ქრება აქ გემები უკვალოდ, როგორც ზღვაში, ასევე ჰაერში.



უფოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ეს უცხოპლანეტელთა ხრიკია. მაგრამ მეცნიერებს არ სჯერათ უცხოპლანეტელების და უფრო გონიათ, რომ მთელი პრობლემა მართვის შეცდომებში და ბუნებრივ მოვლენებშია.




ბერმუდის სამკუთხედის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა SS Cotopaxi- ს გამოჩენით. სამწუხაროა, რომ არც თავად გემი, არც მასზე მოპოვებული უმნიშვნელო ინფორმაცია, ვერ გვეუბნება, თუ სად გაქრა მრავალი წლის განმავლობაში გემი, ან რა იყო მისი გაუჩინარების და გამოჩენის ძირითადი მიზეზი.





0
571
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0