x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ამოცანები, რომლებიც ტვინს კროსვორდებზე უკეთ ავარჯიშებენ
image

ამ ამოცანების ამოხსნისას ნამდვილად გაერთობით და თან ტვინს წაავარჯიშებთ.

დავიწყოთ ჯერ ადვილით, მოსათელად:

1. ნინოს დედას 5 ქალიშვილი ჰყავს:


მარი, ანა, ლიზი, ქეთი და ....

რა ჰქვია მე-5 ქალიშვილს?

image

2.იმისთვის, რომ მიაგნოთ სამნიშნა კომბინაციას და საკეტი გახსნათ, მინიშნებებს უნდა დააკვირდეთ:

image

3.რომელ მხარეს მიდის ავტობუსი?

image

4.იმისთვის, რომ რიცხვების თანმიმდევრობაში გარკვეული კანონზომიერება იპოვოთ, არასტანდარტულად უნდა იაზროვნოთ:

0, 4, 8, 3, 7, 13, 5

იპოვეთ კანონზომიერება


5.სახლს ოთხი კედელი აქვს და ოთხივე სამხრეთს უყურებს. სახლის გარშემო დათვი დადის. რა ფერისაა დათვი?

image

6.აი, აქ კი მათემატიკის გახსენება მოგიწევთ:

სანდრომ 4 ცალი ღია ბარათი იყიდა.

ყველა ბარათი, პირველის გამოკლებით, ღირს-42 ლარი.

ყველა ბარათი, მეორეს გამოკლებით, ღირს 40 ლარი

ყველა ბარათი, მესამეს გამოკლებით, ღირს 38 ლარი

ყველა ბარათი, მეოთხეს გამოკლებით, ღირს 36 ლარი

რა ღირს თითოეული ბარათი ცალ-ცალკე და სულ რამდენი ლარი გადაიხადა სანდრომ?

image


7.სულ რამდენი სამკუთხედის დათვლა შეიძლება მოცემულ ფიგურაზე?

imageმინიშნება: პასუხი 5-ის ჯერადია

8.გამოთვალეთ ყველა მთელი რიცხვის ჯამი ერთიდან 100-ის ჩათვლით, ისე, რომ რიცხვები მიყოლებით არ დააჯამოთ.

image

9. ამ ამოცანის ამოსახსნელად კი სივრცითი წარმოსახვა ან კუბიკი დაგჭირდებათ.

ლოკოკინას კუბის ერთი წვეროდან მეორემდე მიცოცება უნდა. მიუთითეთ უმოკლესი გზა კუბის გვერდებზე:

image


ახლა კი, თუ ყველა ამოცანა გააკეთეთ, იხილეთ პასუხები:

image


1.ნინოს დედას ჰყავს 5 ქალიშვილი, სახელების ჩამონათვალში კი ნინო არ ფიგურირებს, ამიტომ მე-5 ქალიშვილს ჰქვია ნინო.

2.სურათზე მოცემული მინიშნებებიდან ჩანს, რომ მე-4 ვარიანტი არ გამოგვადგება, რადგან ყველა ციფრი არასწორია. შესაბამისად, კოდებიდან 7, 3 და 8 გამოირიცხა.

ე.ი. პირველ მინიშნებაში თავის ადგილას დგას ან 6 ან 2

გადავიდეთ მე-2 მინიშნებაზე: თუ კოდში ციფრი 6 არის, მაშინ ის პირველ ადგილზე ნამდვილად არ დგას, გამოდის, რომ პირველ მინიშნებაში თავის ადგილას დგას 2, ანუ კოდის ბოლო ციფრია 2.

რადგან ეს დავადგინეთ, კოდიდან ციფრი 6 გამოირიცხა ( პირველ მინიშნებაში ხომ ნათქვამია, რომ ერთი ციფრია სწორი)

გადავიდეთ მე-3 მინიშნებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ორი ციფრი სწორია, მაგრამ თავის ადგილას არ დგანან. 6 უკვე გამოვრიცხეთ. დარჩა 0 და 2 . უკვე ვიცით, რომ 2 კოდის ბოლოშია, ამიტომ 0 უნდა იყოს კოდის პირველი ციფრი.

დავუბრუნდეთ ისევ მეორე მინიშნებას:“614- ერთი ციფრი სწორია, მაგრამ თავის ადგილას არ დგას"-აქედან 6 გამოირიცხა, დარჩა 1 ან 4 ჩვენი კოდი კი ჯერ ასე გამოიყურება 0?2. ამიტომ, ეს 1 არ იქნება, რადგან ის შუაშია, მინიშნება კი გვეუბნება, რომ სწორი ციფრი თავის ადგილას არ დგას. შესაბამისად, სწორი ვარიანტია 4.

საკეტის კოდია:042


3.სურათზე ავტობუსის კარი არ ჩანს, რომელიც მძღოლის ადგილის მოპირდაპირე მხარესაა. შესაბამისად, ავტობუსი მარჯვნიდან მარცხნივ მიემართება.


4.როგორც უკვე მიგანიშნეთ, არასტანდარტულად უნდა იაზროვნოთ. რიცხვები ანბანის მიხედვითაა დალაგებული.


5.ასეთი სახლი მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთ პოლუსზე შეიძლება იყოს, შესაბამისად, დათვიც თეთრია.

6.დავუშვათ პირველი ღია ბარათი არის - a, მეორე- b, მესამე-с, მეოთხე კი d

b+c+d=42

a+c+d=40

a+b+d=38

a+b+c=36

b+c+d+a+c+d+a+b+d+a+b+c=42+40+38+36

3(a+d+c+d)=156

a+d+c+d=156:3

a+d+c+d=52

ოთხივე ბარათი ერთად ღირდა 52 ლარი

52-42=10

პირველი ღია ბარათი-10ლ

52-40=12

მეორე ღია ბარათი-12 ლარი

52-38=14

მესამე ღია ბარათი 14ლ

52-36=16

მეოთხე ღია ბარათი 16ლ


7.35 სამკუთხედი

image

8.ამ რიცხვებში უნდა გამოვყოთ წყვილები, რომელთა ჯამი ასის ტოლია. მაგ: 1+99=100, 2+98=100 და ა.შ. სულ მივიღებთ 49 წყვილს. რიცხვები 50 და 100 წყვილების გარეშე დარჩებიან.

შევასრულოთ მოქმედება:49х100+50+100=5050


9.image


0
157
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0