x
მეტი
  • 14.08.2020
  • სტატია:102512
  • ვიდეო:347306
  • სურათი:466457
საქმე ისაა რომ ჩემი დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული-კობა დავითაშვილი
image


ყოფილი პოლიტიკოსი, პარლამენტარი და თბილისის საკრებულოს წევრი კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ დაბადების დღესთან(31 ივლისი) დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:


"მეგობრებო გთხოვთ ჯერ ბოლომდე წაიკითხოთ ეს პოსტი და მერე აკომენტაროთ. რადგანაც ზოგი კომენტარი მის შინაარსს არ შეესაბამება.
ძვირფასო მეგობრებო, დღეს უამრავმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, მე კი პირველად წლების განმავლობაში სათითაოდ ვერ გითხარით მადლობა და პოსტზეც კი ვერ დავსვი მოწონების ნიშანი. ეს იმიტომ მოხდა რომ ცუდად ვიყავი და ექიმთან ვერ წავედი უსახსრობის გამო. მაგრამ წინ უფრო ცუდი დღეები მელის. საქმე ისაა რომ ჩემი (ბეხტერევის) დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული პრეპარატ “რემიკეიდის" ორ თვეში ერთხელ გადასხმით, როგორც ინსულინის ინექცია კი ვერ კურნავს, მაგრამ ავადებს დიაბეტის შედეგების დადგომას. ოღონდ ინსულინისაგან განსხვავებით რემიკეიდის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი 1 გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება. ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული. მე კი მარტში სრულიად უმუშევარი დავრჩი. ერთი გადასხმის ფული მერიამ ჩამირიცხა, მესამედი ვეტერანთა დეპარტამენტმა (დიდი მადლობა მათ) ჯანდაცვის სამინისტრომ ვერაფერი ჩამირიცხა არცაა გასაკვირი, კორონავირუსთან დაკავშირებით ისედაც ბევრი ხარჯი აქვს.


მე მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინაა, მაგრამ თუკი ამ დღეში თავად სახელმიფომ ჩამაგდო (წინა ხელისუფლების სახით) განა სამართლიანი არ იქნება რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს (ამ ხელისუფლების სახით). მესმის რომ უსიამოვნო ადამიანი ვარ, მახასიათებს მწარე სიტყვების ლაპარაკი, ვერ ვუწონებ ხელისუფლებას ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მაგალითად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია. ალბათ უმუშევარიც ამიტომ დავრჩი, მაგრამ ნუთუ ჩემ ქვეყანას არ სჭირდება ერთი ჩემნაირი ენამწარე, რომელიც მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თითქმის ყველა სდუმს და ოპოზიცია კი კიდევ უფრო უარესის მომხრეა?
ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა. გთხოვთ გააზიაროთ, მეგობრებო, რომ ადრესატებამდე მივიდეს."-წერსა დავითაშვილი.



კობა დავითაშვილს მძიმე დიაგნოზი-ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს, ყოფილი ოპოზიციონერი დარმწუნებულია, რომ ეს დაავადება მას 2007 წელს განუვითარდა, როდესაც მიტინგზე სპეცრაზმელებმა ის სასტიკად სცემეს.

image

ბეხტერევის დაავადება იმდენად იშვიათია, რომ ბოლომდე შესწავლილიც არ არის და არც ბოლომდე იკურნება, ეს არის აუტონომიური დაავადება, როდესაც შენივე იმუნური სისტემა, რომელიც სხვა დაავადებებს უნდა ებრძოლოს, ებრძვის შენივე ორგანიზმს. დაავადება ხასიათდება ხერხემლის სვეტის სახსრების, გავა-თეძოს შესახსრებისა და ხერხემლის მიმდებარე ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაზიანებით, მალთაშუა სახსრების ანკილოზირებით, კიფოზის წარმოქმნით, მოძრაობის დაძაბვით, ხოლო დაავადების რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში - ხერხემლის სრული უძრაობით.

1
147
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
147
  
1 აგვისტო, 14:12
რა საშინელებაა ავადმყოფობა რაააა....ჩემი აზრით ყვლაზე კარგი დაავადება არის გულის. გაჩერდება და ვსიო. არც შენ იტანჯები და არც შენი ახლობლები....
0 1 1