x
image
თორ ნიკე
Mediator image
ევროპაში საპიენსები ბევრად უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე მიაჩნდათ
ევროპაში საპიენსები ბევრად უფრო ადრე დასახლდნენ,  ვიდრე მიაჩნდათ


210, 000 წლის წინანდელი ჰომო საპიენსის ანუ ანატომიურად თანამედროვე ადამიანის თავის ქალა იქნა აღმოჩენილი ევროპაში, კერძოდ საბერძნეთის ტერიტორიაზე მდებარე აპიდიმას გამოქვაბულში. აქამდე მიაჩნდათ, რომ ევროპაში პირველი ჰომო საპიენსები ახლო აღმოსავლეთიდან შევიდნენ ძვ.წ. 43, 000 წლისთვის. ეს არის არა მხოლოდ ევროპაში უძველესი, არამედ ევრაზიაში და საერთოდ აფრიკის გარეთ დღემდე ნაპოვნ საპიენსებს შორის უძველესი ნაშთები. ეს აღმოჩენა რამდენიმე ჰიპოთეზას ბადებს. შესაძლოა, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანი ჩამოყალიბდა სხვადასხვა ადგილას დედამიწაზე ერთმანეთის პარალელურად და არა მხოლოდ აფრიკაში. შესაძლოა ეს პროცესი ევროპაშიც მოხდა. მეორე ვარიანტი ისაა, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიიდან ხდებოდა მრავალჯერადი გადმოსვლა სხვადასხვა ტალღებად საპიენსების ჯგუფების და დასახლება ახლომდებარე თუ შორეული ევრაზის ტერიტორიებისა - ამ მოსაზრებას ეთანხმება მაგალითად კატერინა ჰარვატი - გერმანიაში მდებარე ტიუბინგენის ებერჰარდ კარლსის უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგი. დაზუსტებით ყველაფერს შემდგომი კვლევები მოჰფენს ნათელს.


ევროპაში საპიენსები ბევრად უფრო ადრე დასახლდნენ,  ვიდრე მიაჩნდათ


ეს აღმოჩენა პირველად გაკეთდა 1970-იან წლებში, როდესაც არქეოლოგთა ჯგუფმა საბერძნეთის აპიდიმას გამოქვაბულში აღმოაჩინა ადამიანთა ორი თავის ქალა, მაგრამ მაშინ ორივე აღმოჩენილი არტეფაქტი არასწორად იქნა მიჩნეული, რომ ეკუთვნოდა ნეანდერტალელებს. პირველს დაარქვეს აპიდიმა 1 და მეორეს აპიდიმა 2. ამ ნაშთების კვლევა კვლავ იქნა ნაწარმოები ურანით დათარიღების და კომპიუტერული მოდელირების გზით 2019 წელს და გაირკვა, რომ თავის ქალა სახელად აპიდიმა 2 ნამდვილად ეკუთვნოდა ნენადერტალელს, რომელიც ცხოვრობდა 170, 000 წლის წინ. ხოლო თავის ქალა სახელად აპიდიმა 1 40, 000 წლით უფრო ძველი აღმოჩნდა, ვიდრე აპიდიმა 2 და მისი პატრონი ცხოვრობდა დაახ. ძვ.წ. 208, 000 წლისთვის.



წყარო: bbc.com - Earliest modern human found outside Africa


კრებულები:


1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0