x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილების სხეული მშობიარობიდან მალევე
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image


როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.


თუმცა, იყო ცნობილი, გავალდებულებს, რომ შენი მსმენელის თუ გულშემატკივრების წინ წარსდგე ყოველთვის ფორმაში და მათ ვერც დედებად გახდომა ვერ ავალდებულებს მოდუნდნენ და არ მიხედონ ვიზუალს. ორსულობა კი, ის ბუნებრივი პროცესია, როდესაც ქალს დამატებით დღეში 350-დან 500-მდე კიდევ ზედმეტი კალორიის მიღება უწევს შვილის ჯანმრთელობისთვის, რაც ბუნებრივია ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას იწვევს და ბევრის ფსიქიკა ამ დროს სუსტია. ორსულობის დროს ბევრი ქალი ვერ უგულვებელყოფს გარკვეულ მოთხოვნებს ტკბილეულისა თუ სხვა სასუსნავის და ნოყიერი საკვების მიმართ სურვილებს. ამიტომ, წონაში მატება ორსულობის დროს ძალიან ბევრ ქალს აწუხებს, წონასთან გამკლავება კი მარტივი პროცესი, ნამდვილად არ არის.



მოდით, ვნახოთ თუ როგორ გამოიყურებიან საყვარელი ვარსკვლავები მშობიარობის შემდეგ, რომლებიც ეს-ესაა, ზოგი პირველი, ზოგი კი მე-3 თუ მე-5 შვილის დედები გახდნენ და დაუბრუნდნენ სამსახურებსა თუ მოვალეობებს.



1. ნატალია ვოდიანოვა მშობიარობიდან სამი კვირის შემდეგ. image




2. მარიონ კოტიარი მშობიარობიდან ექვსი კვირის შემდეგ. image





3. ოლივია უაილდი მეორე შვილზე მშობიარობიდან სამი თვის შემდეგ.image





4. ირინა შეიკი მშობიარობიდან ორ თვეში ისევ პოდიუმზე.image





5. ბლეიქ ლაივლი მშობიარობიდან ხუთი კვირის შემდეგ. image





6. ქსენია სობჩაკი მშობიარობიდან ხუთი თვის შემდეგ. image





7. ბიონსე ტყუპებზე მშობიარობიდან ერთ თვეში. image





0
70
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0