x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილების საიდუმლოებს მათი მოსამსახურეები გვიმხელენ
ეკრანებიდან და ჟურნალებიდან ცნობილები წარმოუდგენლად იდეალურად გვევლინებიან, თუმცა სინამდვილეში სწორედ ისეთი ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენ ვართ. უბრალოდ კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ თავის მოვლაში, რომ კამერების წინ უბადლოდ გამოიყურებოდნენ, შინ კი აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ. მათაც აქვთ გარკვეული თავისებურებები, რომლებსაც მათი მოსამსახურეები, პირადი ასისტენტები თუ ძიძები გვიმხელენ. ბევრმა მათგანმა (ცნობილების სახლებში დასაქმებულებმა) ვერ გაუძლეს ცნობილების მკაცრ მოთხოვნებსა და ახირებებს და დატოვეს სამსახური.



image


მოდით, ვნახოთ თუ რა უცნაური ახირებები აქვთ ჩვენს კუმირ ვარსკვლავებს.



1. ლედი გაგა მოსამსახურეს აიძულებს გაუთბოს მას საწოლი.


image



ლედი გაგას ყოფილი პირადი ასისტენტი ჯენიფერ ონილი იხსენებს ჟურნალისტებთან თუ როგორ აიძულებდა მას გაგა ჩაეთბო მასთან ერთად მისი საწოლი. თუ როგორ აღვიძებდა შუა ღამისას ფილმის ჩასართავად. სწორედ ჯენიფერს უნდა ჩაერეცხა უნიტაზი გაგას მოსაქმების შემდეგ.





2. მადონა მოსამსახურეებს აიძულებდა დიეტაზე ყოფნას.


image


მადონა შეპყრობილია მაკრობიოტიკური საკვებით და აიძულებს სახლში ყველას, რომ დაიცვას მკაცრი დიეტა. გარდა ამისა, ის მათ თითქმის უძილოს ტოვებს, რადგან ღამეში ექვსჯერ აიძულებს მათ წყლის მიტანას. ხელფასის გადახდაში კი როგორც თავად ამბობენ, ის ძუნწია. იმის ნახევარს უხდის მათ, ვიდრე მისი კოლეგები თავიანთ დამხმარეებს.





3. მერაია ქერი თავის დამხმარეს აიძულებს მას ყველაფერი მხოლოდ საწრუპი ჩხირის საშუალებით ასვას.

image


როგორც თავად ამბობს მისი დამხმარე, მერაიასთან მუშაობა მარტივი სულაც არ არის. მას მოსწონს გაზიანი თუ სხვა სასმელების სმა საწრუპი ჩხირით, ამიტომ, სანამ ის სვამს, ვიღაცას ხელში უნდა ეჭიროს ქილა თუ ჭიქა. გადა ამისა, მას შეუძლია მოსთხოვოს დამხმარეს ფეხსაცმელი გახადოს, შემდეგ კი ისევ ჩააცვას. ყოველთვის იაროს მის უკან, ღომ შემთხვევით თუ ფეხი გადაუბრუნდა, მან დაიჭიროს და იხსნას დაცემისგან. თავისი ტყუპი ბავშვების ძიძა კი მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ ბავშვები მას ძალიან მიეჩვივნენ და ვეღარ იგებდნენ დედა რომელი იყო.





4. კრისტიან ბეილი სთხოვდა თანაშემწეს რომ ესუნა მისი იღლიისთვის.

image


არც მამრ ვარსკვლავებთან ცხოვრება და მუშაობაა ადვილი. ყველასათვის კარგად ნაცნობი მსახიობი კრისტიან ბეილის ასისტენტი ჰარისონ ჩუნი პრესას უყვება, თუ როგორი რთული იყო მის სახლში მუშაობა, რადგან ის მსახიობის ხუთ შინაურ ცხოველს უვლიდა და გარდა ამისა, როდესაც ბეილი წითელ ხალიჩაზე აპირებდა შებიჯებას, სწორედ მას სთხოვდა ესუნა მისი იღლიისთვის და ემცნო დეოდორანტის გარდა სხვა სუნი თუ იგრძნობოდა.





5. რაიან გოსლინგი ეპილაციაზე დამოკიდებულია.


image


მისი სახლთუხუცესის თქმით, რაიანი დამოკიდებულია ეპილაციაზე, საშინლად ვერ იტანს ვერანაირ თმას სხეულზე და ამიტომ იცილებს მას მთელი სხეულიდან.





6. შარლიზ ტერონი უკრძალავს მოსამსახურებს, რომ უყურონ მას.

image


შარლიზს აბსოლუტურად უცნაური ჩვევა აქვს. როდესაც სახლშია, მოსამსახურეებს არ აქვთ მისი ყურების და მასთან საუბრის უფლებაც. თუ რაიმეს თქმა სურთ, სახლის შესასვლელთან დევს წიგნაკი, სადაც დაწერენ და როდესაც ნახავს შერლიზი, პასუხებსაც წერილობით მიიღებენ.




0
209
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0